1. ამ წესის 15-ე მუხლით გათვალისწინებული შეფასების მიზნებისთვის, შემფასებელმა უნდა განახორციელოს ბანკის მფლობელობაში არსებული ყველა იდენტიფიცირებადი და პირობითი აქტივის აღწერა. აღწერამ უნდა მოიცვას ასევე ის აქტივები, რომელთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების არსებობა არ არის დადასტურებული, მაგრამ მოსალოდნელია გონივრულობის ფარგლებში.
2. შემფასებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნისა და პირობითი მოთხოვნის ჩამონათვალი, კრედიტორთა რიგითობის მიხედვით.
3. შემფასებლის მიერ განცალკევებულად უნდა იდენტიფიცირდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებით დატვირთული აქტივები და ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნული აქტივებით არის უზრუნველყოფილი.
4. თუ ბანკი ჯგუფის ნაწილია, შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფის შიგნით არსებული მოთხოვნების გავლენა აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მისაღებ ზარალსა და კომპენსაციაზ