1. შემფასებელმა უნდა განახორციელოს კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კონვერტაციის ან/და სხვა ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტისა და უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ, ყველა დარჩენილი მოთხოვნის იდენტიფიცირება და მიაკუთვნოს ისინი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რეზოლუციის თარიღისთვის წარმოადგენდნენ ბანკის აქციონერებსა და კრედიტორებს. შემფასებელმა ბანკის აქციონერებისა და კრედიტორების მიერ ფაქტობრივად მიღებული ზარალი უნდა განსაზღვროს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეზოლუციის თარიღისთვის არსებულმა ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა რეზოლუციის შედეგად მიიღეს კომპენსაცია ნაღდი ანგარიშსწორების სახით.
2. თუ რეზოლუციის თარიღისთვის არსებული აქციონერები და კრედიტორები რეზოლუციის შედეგად იღებენ კომპენსაციას სააქციო კაპიტალის წილის ფორმით, შემფასებელმა მათ მიერ ფაქტობრივად მიღებული ზარალის დასადგენად უნდა განსაზღვროს მათთვის გადაცემული ან გამოშვებული წილების (აქციების) საერთო ღირებულება, რომელიც შესაძლოა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით გამოთვლილ საბაზრო ფასს.
3. თუ რეზოლუციის თარიღისთვის არსებული აქციონერები და კრედიტორები რეზოლუციის შედეგად იღებენ კომპენსაციას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის სახით, აღნიშნულის განსაზღვრისას შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ცვლილებები სახელშეკრულებო ფულად ნაკადებში, რომელიც შესაბამისი ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კონვერტაციის ან/და სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენების შედეგია, ასევე რელევანტური დისკონტირების განაკვეთი.
4. ნებისმიერი დარჩენილი მოთხოვნისთვის, შემფასებელმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებთან ერთად, რელევანტურობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღოს მსგავსი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული მსგავსი ინსტრუმენტებისთვის აქტიურ ბაზრებზე დაკვირვებადი ფას