1. დამოუკიდებელ შემფასებელს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი ბანკთან, ეროვნულ ბანკთან ან/და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
2. არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი განიხილება არსებითად, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.
3. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს მინიმუმ შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს:
ა) ბანკის ადმინისტრატორები;
ბ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მაკონტროლებელი პირები;
გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი კრედიტორები;
დ) შესაბამისი საბანკო ჯგუფის წევრები.
4. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა:
ა) დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება ბანკისთვის ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისათვის რელევანტურ საკითხებთან;
ბ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა შემფასებელსა და ბანკს ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირებს შორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების“ შესაბამისად;
გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა ბანკის მიმართ, შემფასებლის მხრიდან;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია შემფასებლის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში.
5. პირის ბანკთან მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ მან, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა ბანკის აუდიტორული შეფასება.
6. პირს, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ შემფასებლად ეკისრება ვალდებულება:
ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ;
გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი.
დანართი №1
დამოუკიდებელი შემფასებლის შეფასების კითხვარი
I. შემფასებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები
ა) ფიზიკური პირი
სახელი
გვარი
დაბადების თარიღი
ფაქტობრივი მისამართი
იურიდიული მისამართი
მოქალაქეობა (რეზიდენტობა)
პირადობის ნომერი/პასპორტის ნომერი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა
ბ) იურიდიული პირი
დასახელება
საიდენტიფიკაციო ნომერი
რეგისტრაციის ადგილი
სათავო ოფისის მისამართი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა
II. შემფასებლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რესურსები
ა)
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილების ხანგრძლივობა (საშემფასებლო საქმიანობისათვის რელევანტური). იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ კომპანიის სარეიტინგო შეფასება (არსებობის შემთხვევაში), ბოლო რეიტინგის მინიჭების თარიღი და სარეიტინგო კომპანიის დასახელება.
ბ)
გთხოვთ, მიუთითოთ ინფორმაცია შეფასების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების შესახებ (ადამიანური და ტექნიკური რესურსი)
III. სტრუქტურული დამოუკიდებლობა
ა)
ხართ თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის თანამშრომელი ან კონტრაქტორი ან/და სხვა რაიმე ფორმით სტრუქტურულად დაკავშირებული პირი?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია
ბ)
ხართ თუ არა რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საბანკო ჯგუფის[1]
წევრი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული იურიდიული პირი?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია
IV. არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი
ა)
განახორციელეთ თუ არა რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აუდიტორული შემოწმება მიმდინარე წლის წინა საანგარიშო წლისთვის?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია
ბ)
გქონიათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა სახის პროფესიული ან სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) კომერციულ ბანკთან ან მის ჯგუფში შემავალ საწარმოებთან/მის ადმინისტრატორებთან[2]
/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან[3], მაკონტროლებელ პირებთან ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ბანკის მნიშვნელოვან კონტრაქტორებთან?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია
გ)
გაქვთ ან გქონდათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში რაიმე სახის პირადი ურთიერთობა[4]
კომერციული ბანკის ან მის ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან? ასევე პირ(ებ)თან, რომელიც კომერციულ ბანკში ან ბანკის ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოში ფლობს მნიშვნელოვან წილს, წარმოადგენენ მაკონტროლებელ პირებს ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ბანკის მნიშვნელოვან კონტრაქტორებს?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია
დ)
გაქვთ თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არსებითი ფინანსური ინტერესი (მაგალითად, როგორიცაა, საკუთრება, ინვესტიცია, სესხი, დეპოზიტი, მნიშვნელოვანი ტრანზაქცია) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკში?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ფინანსური ინტერესის დეტალები
ე)
გაქვთ თუ არა სხვა სახის ურთიერთობები, პოზიცია ან რაიმე სახის ისეთი მონაწილეობა, რომელიც არ არის წინამდებარე კითხვარში მოცემული, მაგრამ შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შემფასებლის დამოუკიდებლობაზე?
□
კი
□
არა
„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (როგორიცაა, ურთიერთობის ბუნება, პერიოდი და ა.შ)
დამოუკიდებელი შემფასებელი ადასტურებს, რომ:
კითხვარში მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.
უზრუნველყოფს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ინფორმირებას.
______________________________________________________________
ხელმოწერა თარიღი
[1] ჯგუფში მოიაზრება საბანკო ჯგუფის საწარმოები და აგრეთვე, ის სხვა საწარმოები, რომლებშიც ბანკის/საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, ადმინისტრატორი ან მათი ოჯახის წევრი ან მასთან დაახლოვებული პირი (განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“) ფლობს მნიშვნელოვან წილს;
[2] ამ ცნებაში მოიაზრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრატორები;
[3] პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა („კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი).
[4] საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“ განსაზღვრული ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოვებული პირებ