1. შეფასება უნდა დაეფუძნოს შეფასების თარიღისთვის რელევანტურ ინფორმაციას, რომელსაც ასეთად მიიჩნევს შემფასებელი. ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, აუდიტირებულ ანგარიშგებებთან და საზედამხედველო ანგარიშგებებთან ერთად (შეფასების თარიღისთვის უახლესი საანგარიშგებო პერიოდისთვის) რელევანტურ ინფორმაციად მიიჩნევა, მათ შორის, შემდეგი ინფორმაცია:
ა) განახლებული ფინანსური და საზედამხედველო ანგარიშგებები;
ბ) ძირითადი მეთოდოლოგიის, დაშვებებისა და შეფასებების ახსნა, რომელიც ბანკმა გამოიყენა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ანგარიშგებების მოსამზადებლად;
გ) ბანკის აღრიცხვებში არსებული მონაცემები;
დ) რელევანტური საბაზრო მონაცემები;
ე) შემფასებლის მიერ ბანკის მენეჯმენტთან და აუდიტორებთან განხილვის შედეგად მომზადებული დასკვნები;
ვ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ბანკის ფინანსური მდგომარეობის საზედამხედველო შეფასება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადგილზე შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, რეზოლუციის გეგმის განახლების, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების შეფასების ან/და აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების მომზადების მიზნით;
ზ) საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის შეფასება, თუ აღნიშნული რელევანტურია ბანკის აქტივების ღირებულების განსაზღვრისთვის, და სტრესტესტების შედეგები;
თ) ზომითა და კომპლექსურობით მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება, რომელიც უნდა დაკორექტირდეს ბანკის სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით;
ი) შეცვლილი გარემოებების შესაბამისად კორექტირებული ისტორიული ინფორმაცია ბანკის მაჩვენებლების შესახებ;
კ) ბანკის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით კორექტირებული არსებული საბაზრო ტენდენციების ანალიზი.
2. შეფასების სათანადოდ განხორციელებისთვის, შემფასებელს უნდა ჰქონდეს წვდომა შეფასებისათვის რელევანტური ნებისმიერი ინფორმაციის წყაროსთან, მათ შორის, ბანკის შიდა ჩანაწერებთან, სისტემებთან და მოდელებთან. შემფასებელს ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დახმარები