1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემფასებელი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 და 3711 მუხლებით გათვალისწინებული დამოუკიდებელი შემფასებელი ან/და შუალედური შეფასების განხორციელებისას – ეროვნული ბანკი;
ბ) რეალური ღირებულება – რეალური ღირებულება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად;
გ) ფლობის ღირებულება – სამართლიანი, გონივრული და რეალისტური დაშვებების საფუძველზე კონკრეტული აქტივებისა და ვალდებულებების ფლობიდან მოსალოდნელი ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულება, დისკონტირებული შესაბამისი განაკვეთის მიხედვით. აღნიშნულის განსაზღვრის დროს გაითვალისწინება მომხმარებლის ან/და კონტრაჰენტების ქცევაზე ან/და შეფასებისას გასათვალისწინებელ სხვა პარამეტრებზე გავლენის მქონე ფაქტორები რეზოლუციის რეჟიმის თავისებურებების გათვალისწინებით;
დ) გასხვისების ღირებულება – ღირებულება, რომელიც განისაზღვრება შემფასებლის მიერ იმ ფულადი ნაკადების საფუძველზე, რომელსაც ბანკი გონივრულად მოელის მიმდინარე საბაზრო პირობებში აქტივების ან ვალდებულებების გაყიდვიდან ან გადაცემიდან, გასხვისებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯებისა და წარმოდგენილი გარანტიების ღირებულების გამოკლებით;
ე) ფრენშაიზის ღირებულება – იმ ფულადი ნაკადების მიმდინარე წმინდა ღირებულება, რომელსაც ბანკი ობიექტურად მოელის აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების შენარჩუნებიდან ან/და განახლებიდან. ფრენშაიზის ღირებულება, საჭიროებისამებრ, უნდა ასახავდეს ისეთ ბიზნეს შესაძლებლობას, რომელიც რეზოლუციის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების შედეგია. ფრენშაიზის ღირებულება შესაძლოა, იყოს შეფასების თარიღისთვის არსებულ საკონტრაქტო პირობებით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ან ნაკლები;
ვ) სააქციო ღირებულება – შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული, გამოშვებული ან/და გადაცემული აქციების საბაზრო ფასი, რომელიც ბანკის საქმიანობის ან/და აქციების ბუნებიდან გამომდინარე შესაძლოა, მოიცავდეს ფრენშაიზის ღირებულებასაც;
ზ) შეფასების ბაზისი – ფულადი სახსრების ოდენობის განსაზღვრისთვის შერჩეული მიდგომა რომლის მიხედვითაც შემფასებელი განსაზღვრავს აქტივებსა და ვალდებულებებს (ფლობის ღირებულება, გასხვისების ღირებულება);
თ) რეზოლუციის თარიღი – რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებითა (IVS 2017) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობ