1. შემფასებელმა შეფასების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს გარემოებები, რომელთაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ბანკის მოსალოდნელ ფულად ნაკადებზე, ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთზე და სათანადოდ უნდა წარმოადგინოს ბანკის ფინანსური მდგომარეობა, არსებული შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით.
2. შემფასებელმა უნდა დაასაბუთოს შეფასებისას გამოყენებული ძირითადი დაშვებები. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადახვევა ძირითადი დაშვებებისგან, რომელთაც ბანკის მენეჯმენტი დაეყრდნო ბანკის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისას და პრუდენციული საზედამხედველო შეფასებისას, გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმისაწვდომი ინფორმაციით და უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებსა და პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებს.
3. შემფასებელმა უნდა წარმოადგინოს ბანკის აქტივების, ვალდებულებებისა და მათი კომბინაციის ღირებულების საუკეთესო გაანგარიშება, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ასევე ღირებულების დიაპაზონების სახით. ღირებულების დიაპაზონის გამოყენების შემთხვევაში, შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს განმარტებას მათი გამოანგარიშების, იმ პარამეტრებისა და დაშვებების შესახებ, რომელთაც დაეფუძნება დიაპაზონების გაანგარიშება და რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას შეფასების შედეგებზე.
4. ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების შეფასებისათვის ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ასევე ბანკის პორტფელის, აქტივებისა და ვალდებულებების ჯგუფების, აქტივებისა და ვალდებულებების კომბინაციის, ან/და მთლიანად ბანკის შეფასებისას.
5. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს კრედიტორების დაყოფას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების რიგითობის მიხედვით და უნდა მოიცავდეს:
ა) თითოეულ რიგში შემავალი მოთხოვნების ღირებულებას (საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე კრედიტორთა სახელშეკრულებო მოთხოვნების მიხედვით);
ბ) პირველად საპროგნოზო შეფასებას, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი.
6. შეფასებისათვის საჭირო დროისა და საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს შეფასების განხორციელება სხვადასხვა მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რომელთა გამოყენებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსერვატიული მიდგომის პრინციპი