1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;
ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;
გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დაფინანსების გეგმას;
დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა;
ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.
4. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 ორგანული კანონი №3949
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
- 20.12.2019 ორგანული კანონი №5654
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
წინა რედაქცია (12.10.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი 1. ეროვნული ბანკი უფლებამორგსილიან კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციულ ბანკზე გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირთდღველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე ნაკლმებტი და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბამ ნკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით. 3. ეროვნული კბანონკის 31- უფლებამოსილია, ამ მუხლში მს პითითრვებული აპუნქტით გათვალისწინებული შემთ. 3.ხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევებაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანც შიის სესხიძ იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდექგი პირობების ერთდროულად დაკმნაყოფილების ქშემთხვეყნვაში: ა) სესხისთვის გაფთვალისწინაებული უნსდა იყოს შესაბამისტი გადასახდელები, მათ შორის, პირგასტამტეხლო; ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რობმელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კაშვლებინდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმო გფხვრილა ან შეიძლება სრულვად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით; გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებო გდეს შესანბაკვმისი გეგმით, რომელიც მოიცანვს, მათ შორის, დაფინარნსების გეგმას; დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოსხ ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გაცემოუთხოვადი გარანტიით. 4. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოს სილია კომერციულ ბჭანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა; ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატების შთი მოთხოვნესბი უნდა დაუწესოს. 4. ეროვნული ბამნკის სადბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს. თსაქართველოს 2010 წლი V. ს 23 მარტის ორგადნული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხდ.102 საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგაშნუალი კანონი №436 - ვებგვებრდი, 22.03.2017წ.