მუხლი 36. ფულის ნიშნებისა და სხვა ფასეულობების შენახვა და განადგურება
თავი V — გადახდის საშუალებები
1. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს როგორც ფულის ნიშნების, ისე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალებისა და სხვა ფასეულობების საიმედო შენახვას.
2. მხოლოდ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალების განადგურებას.
3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.09.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №3გ/ად-200-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2002
…მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე ეროვნული ვალუტის კურსის შეცვლასაც. იმის გათვალისწინებით, რომ მასალების შეძენა და სამუშაოების შესრულება კასატორმა მოახდინა საკუთარი სახსრებით იმ პერიოში, როდესაც აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 36.3 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკისაგან დადგენილი კურსით შეადგენდა 1,29 ლარს, ხოლო სადღეისოდ კურსი შეადგენს 2,07 ლარს,…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 36, №1676, 24.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101044/muxli-36/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია