1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და რომელთა ეროვნულ ბანკში შენახვა შეიძლება სავალდებულო გახდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს განსაზღვრავს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს, აგრეთვე მათი დარღვევისათვის სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის დარღვევისათვის სანქციის სახით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ეროვნულ ბანკშია განთავსებული, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
წინა რედაქცია (12.10.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და რომელთა ეროვნული ბანკშის გ შენადაწყხვეტილებითა შეიძლება დსაექვემალდებარულო გახდეს ეროვნული ბანკშის გავალდაწყვებუტილო შენახვასბით. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს განსაზღვრავს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს, აგრეთვე მათი დარღვევისათვის სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების დარღვევისათვის სანქციის სახით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები განთავსებულია ეროვნულ ბანკშია განთავსებული, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.