1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №474 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023