1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მიღებულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – 3 მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას (განჩინებას) გამოიტანს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდებ