1. მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება:

ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;

ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;

გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;

დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;

ე) ამნისტიით ან შეწყალებით;

ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადებისას.

2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ