1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელება სამსახურს ეკისრება.
2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინ