გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2020
საქმის ნომერი
330210019003072504
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15416-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი: თამუნა ყატაშვილი

მოსარჩელე - ჰა------–------მ

წარმომადგენელი - ნი--------------ე, თო-----------–------ე, მა-------------–ი

მოპასუხე - შპს „ქ--------–-----------–---------------–----–----–--------------------“

წარმომადგენელი - მა-----------–ი

მოპასუხე - ემ------–-რ

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

დავის საგანი - მშობლებად აღიარება, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილ იქნეს ჰა------–------მი (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი N0----------- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი P TUR U--------) არასრუწლოვანი დე-------–--------ს (დაბადებული 2----–-–----- აპრილს, პირადი N0----------) მშობლად და არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს შესაბამისი ცვლილება ,,მამის“ აღმნიშვნელ გრაფაში;

 

1.2. ცნობილ იქნეს ემ------–-რი (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი N 2----------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი P TUR U--------) არასრუწლოვანი დე-------–--------ს (დაბადებული 2----–-–----- აპრილს, პირადი N0----------) მშობლად და არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს შესაბამისი ცვლილება ,,დედის“ აღმნიშვნელ გრაფაში;

 

1.3. შეეზღუდოს ემ------–-რს (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი: P TUR U--------, პ/ნ 2----------) მშობლის უფლება არასრულწლოვანი დე-------–--------ს (პ/ნ 0----------- დაბადებული 2----–-–----- აპრილს) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ - კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანის ნაწილში.

 

მოსარჩელე ჰა------–------მი და მოპასუხე ემ------–-რი არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და თურქეთში მუდმივად მცხოვრები პირები. ჰა------–------მი ცხოვრობს ქ. ბ------–- (ნო-–--------). ჰა------–------მი და ემ------–-რი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. 2018 წლის 02 აგვისტოს, ერთის მხრივ წყვილს, მეორე მხრივ, სუროგატ დედას თა-------------ა და მესამე მხრივ, კვერცხუჯრედის დონორ ან–--–--------–---–--ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დონაციასა და სუროგაციასთან დაკავშირებული მომსახურების თაობაზე. ჰა------–------მმა და ემ------–-რმა მიმართეს ქ. თბილისში მდებარე შპს „ქ--------–-----------–--------------–----–---–--------------------“. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ წყვილს ესაჭიროებოდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობა და ორსულობის მისაღწევად სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის ჩარევა ამ პროცესში. 2018 წლის 07 აგვისტოს იმავე კლინიკაში განხორციელდა ინ ვიტრო/ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებული გამეტებით (ჰა------–------მის სპერმით და დონორის - ან–--–--------–---–--ს კვერცხუჯრედის განაყოფიერებით) შექმნილი ემბრიონის გადატანა წყვილის მიერ შერჩეული სუროგატი დედის - თა------------- საშვილოსნოში. შესაბამისად, ამ სამედიცინო მანიპულაციის პროცესში წყვილმა გამოიყენა მხოლოდ კვერცხუჯრედის დონორი. ჰა------–------მის გენეტიკური და ემ------–-რის პოტენციური შვილი - დე-------–-------- დაიბადა 2----–-–----- აპრილს. ბავშვის დაბადებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ჰა------–------მსა და ემ------–-რს შორის შეწყდა ურთიერთობა იმის გამო, რომ ემ------–-რი უარს აცხადებდა ბავშვის დედად რეგისტრაციაზე. აღნიშნულის შემდეგ, ემ------–-რმა უარი განაცხადა ბავშვის დაბადების მოწმობაში მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებაზე. რის შესახებაც, სანოტარო წესით დამოწმებული განაცხადი გადასცა მოსარჩელე მხარეს. მან 2019 წლის 15 აპრილს მიმართა სანოტარო ბიუროს განცხადების შესადგენად და დასამოწმებლად, ხოლო დე-------–-------- დაიბადა 2----–-–----- აპრილს. შესაბამისად, ემ------–-რს არ ჰქონდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის გრაფაში საკუთარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებაზე უარის თქმის უფლება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებისათვის ე.წ. „მოფიქრების პერიოდს“, მაგრამ მაშინ, როდესაც ბავშვი უკვე დაიბადა, კონტრაჰენტისათვის ასეთ შესაძლებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია. მოპასუხის ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხი არც ხელშეკრულებით და არც სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არის დარეგულირებული. ამასთან, ხელშეკრულების ანალიზით ცხადი და ნათელია პოტენციური მშობლების მიზანი და ის ვალდებულებები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს მათ - გამხდარიყვნენ დაბადებული ბავშვის იურიდიული მშობლები. ხელშეკრულებით განსაზღვრული რეგულაციების ანალიზის შედეგად დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ემ------–-რს არ გააჩნია იმის სახელშეკრულებო (მათ შორის, არც საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული) მექანიზმი, რომ უარი განაცხადოს დაბადებული ბავშვის მშობლობაზე. მოპასუხის აღნიშნული ქმედება კონფლიქტშია დაბადებული ბავშვის - დე-------–--------ს ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპთან, რომელსაც უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ვინაიდან დაბადებული ბავშვი არ შეიძლება დარჩეს დედის გარეშე.

 

„ქართულ-ამერიკულმა რეპროდუქციულმა კლინიკა რეპროარტმა“ განახორციელა მხოლოდ წყვილისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურები, რათა მიეღო სუროგატის ორსულობა და ის არ უზრუნველყოფდა სანოტარო წესით ხელშეკრულების გაფორმებას წყვილს, დონორსა და სუროგატს შორის. წყვილისათვის ხელშეკრულების მნიშვნელობისა და ვალდებულებების თაობაზე განმარტებების შესახებ, პირდაპირ იქნა მითითებული 2018 წლის 02 აგვისტოს სამმხრივი ხელშეკრულებაში, კერძოდ, ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, „პოტენციური დედა და გენეტიკური მამა ცალ-ცალკე და ერთობლივად აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ 3.5.5. ისინი სრულად აცნობიერებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიზნებსა და შედეგებს, რის შესახებაც მათ ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ დეტალური სამედიცინო და იურიდიული კონსულტაცია“, ხოლო 3.5.6. პუნქტის შესაბამისად, „ისინი სრულად არიან ინფორმირებული, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის შედეგად სუროგატის მიერ გაჩენილი ბავშვის მშობლებს წარმოადგენენ პოტენციური მშობლები, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობითა და უფლებამოსილებით და დონორს ან/და სუროგატს არ აქვს ბავშვის მშობლად ცნობის უფლება, ისევე როგორც არ გააჩნიათ არანაირი უფლებები ბავშვის მიმართ“. 3.5.7. პუნქტით კი „ბავშვის მიმართ ისინი სრულად იკისრებენ კანონმდებლობით დადგენილ მშობლების სრულ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას შვილთან მიმართებაში“. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლით დაუშვებელია ექსტრაკორპორული/ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუმცა ასეთის არსებობისას, ბავშვის დაბადების შემთხვევაში, წყვილი ითვლება მშობლად. შესაბამისად, შესაძლოა, წყვილს გენეტიკური კავშირი საერთოდ არ ჰქონდეს ბავშვთან (ანუ ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გამოყენებულ იქნეს დონორის კვერცხუჯრედი და დონორის სპერმა), მაგრამ დაბადებული ბავშვის მშობლებად მაინც წყვილი მიეთითება. შესაბამისად, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ემ------–-რი არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი, მას შესაძლებლობას არ აძლევს უარი თქვას დაბადების მოწმობაში დედის აღმნიშვნელ გრაფაში მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებაზე.

 

2019 წლის 17 აპრილს ჰა------–------მმა, ნა--------–---–---–---ნ ერთად, განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა 2----–-–----- აპრილს დაბადებული ახალშობილის - დე-------–--------ს დაბადების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა. სამოქალაქო რეესტრმა უარი განაცხადა დაბადების მოწმობაში დედის და მამის გრაფაში მითითებულიყო მოსარჩელისა და ნა--------–---–---–-ს მონაცემები, რადგანაც სანოტარო წესით გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულებით პოტენციური დედა იყო ემ------–-რი, ხოლო რეესტრში წარდგენილი განცხადებით დედის გრაფაში ჩასაწერ პირად მითითებული იყო ნა--------–---–---–-, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჰა------–------მი 2019 წლის 17 აპრილიდან.

 

ჰა------–------მი ცხოვრობს თურქეთში, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ფლობს წილს შპს „თ----------------–-----------------------–----------–---------------------–-“, ამასთან, მის საკუთრებაშია უძრავი ქონებები, რომელთა გაქირავების შედეგად იღებს შემოსავალს. შესაბამისად, გააჩნია იმის მატერიალური რესურსი, რომ უზრუნველყოს არასრულწლოვანი დე-------–--------სათვის საჭირო მატერიალური გარემო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის ეფექტურად რეალიზებაში. ემ------–-რისათვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე, მოსარჩელე ვერ შეძლებს უზრუნველყოს ბავშვისათვის საჭირო და აუცილებელი ოჯახური და ნათესაური გარემოს შექმნა.

 

(იხ. სარჩელი, 19.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ქ--------–-----------–---------------–----–----–---------------------“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ ჰა------–------მი დაბადებული ბავშვის - დე-------–--------ს გენეტიკური მშობელია და სამოქალაქო აქტში მამის აღმნიშვნელ გრაფაში სწორედ მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები უნდა იყოს მითითებული, ხოლო დედის გრაფაში მითითებულ უნდა იქნეს ემ------–-რის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

 

2.2. მოპასუხე ემ------–-რს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, განხორციელდა ვიზიტი მოქალაქეებთან მისამართზე: თბილისი, ს-------------–------ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ სამოთახიან ბინაში. თანამედროვე რემონტით, ოთახები კომფორტულადაა მოწყობილი ყველა საჭირო ავეჯით და ნივთებით. ბავშვს და დედას აქვს ცალკე ოთახი. დედის საწოლის გვერდით დგას ბავშვის საწოლი. ბავშვისთვის განკუთვნილია შესახვევი მაგიდა, ჰიგიენური მოვლის საშუალებებით. ბავშვს აქვს ცალკე აბაზანა და ემსახურება ძიძა. დედა - ნა--------–---–---–- კარგად ფლობს ახალშობილის მოვლის უნარ-ჩვევებს. ბავშვი იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, ეძლევა სიმილაკ გოლდი, ტარდება ბოთლისა და საწოვრის სტერილიზაცია.

 

სუროგაცია-დონაციის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ბავშვის მშობლებად მოიაზრებოდნენ თურქეთის მოქალაქეები: ია–--------ე და ჰა------–------მი, მაგრამ ია–--------ემ უარი განაცხადა გამხდარიყო ბავშვის დედა. ჰა------–------მი დაქორწინდა ნა--------–---–---–ზე, რომელიც მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბ------–- (იქ, სადაც ცხოვრობს ჰა------–------მი). ამჟამად, ნა--------–---–---–- აღარ არის დასაქმებული და, ძიძასთან ერთად, ჩართულია ბავშვის მოვლის პროცედურებში. ჰა------–------მი არის ბიზნესმენი, პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი. ძიძის გადმოცემით, იგი დიდ ყურადღებას გამოხატავს ბავშვის მიმართ. ოჯახში ბავშვის ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. დედას და ბავშვს შორის ჩამოყალიბებულია სიახლოვის გრძობა, ბავშვი ასევე გამოხატავს მზერით სიახლოვეს მამის მიმართ. ოჯახში დაცულია ბავშვის უფლებები და მისი უსაფრთხოება. ჩვილი ბავშვი იზრდება კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემოში, მშობლებთან: დედა - ნა--------–---–---–---ნ და მამა - ჰა------–------მთან ერთად.

 

(იხ. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 15 ივლისის N1---- დასკვნა)

 

3. ფაქტობრივი გარემოებანი

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ჰა------–------მი და მოპასუხე ემ------–-რი არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები. ისინი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში მხარეებს შვილი არ შესძენიათ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი,19.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

- ჰა------–------მის თურქეთის რესპუბლიკის პასპორტი N U--------- (ს.ფ. 35-37);

- ემ------–-რის თურქეთის რესპუბლიკის პასპორტი N U-------- (ს.ფ. 38-40);

- სახელმწიფო რეგისტრაციის ნიმუში (ს.ფ. 184-187).

 

3.1.2. 2018 წლის 02 აგვისტოს, ერთის მხრივ თა-------------ს, როგორც ჰა------–------მისა და ემ------–-რის წარმომადგენელს, მეორეს მხრივ ან–--–--------–---–--სა და მესამე მხრივ თა------------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება დონაციასა და სუროგაციასთან დაკავშირებული მომსახურების თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულება (ს.ფ. 41-57).

 

3.1.3. სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ იქნა, რომ წყვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ესაჭიროებოდა რეპროდუქციის დამხმარე მეთოდებით (ინ ვიტრო განაყოფიერება) მკურნალობა და სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა სამკურნალო პროცესში ორსულობის მისაღწევად. წყვილის ორი ემბრიონი გადატანილ იქნა2018 წლის 07 აგვისტოს მათ მიერ შერჩეული სუროგატი დედის - თა------------- საშვილოსნოში. ემ------–-რის და ჰა------–------მის ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურისთვის კლინიკაში გამოყენებულ იქნა წყვილის მიერ სამმხრივ ხელშეკრულებაში კვერცხუჯრედის დონორად მოხსენებული კვერცხუჯრედის დონორის კვერცხუჯრედები და ჰა------–------მის სპერმა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 07 აგვისტოს გაცემული N234/01 ცნობა „ქ--------–-----------–---------------–----–----–--------------------დან“ (ს.ფ. 64).

 

3.1.4. 2----–-–----- აპრილს დაიბადა დე-------–--------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 70).

 

3.1.5. ემ------–-რმა უარი განაცხადა 2----–-–----- აპრილს გაჩენილი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის გრაფაში მისი სახელისა და გვარის მითითებაზე, ვინაიდან იგი არ არის სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის გენეტიკური მშობელი, ამასთან, ჰა------–------მსა და ემ------–-------ს შორის შეწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა. ემ------–-რმა თანხმობა განაცხადა სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში ჰა------–------მის, ხოლო დედის გრაფაში ნა--------–---–---–-ს მითითებაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ემ------–-რის 2019 წლის 15 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 71-75).

 

3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ჰა------–------მსა და ნა--------–---–---–ს უარი ეთქვათ მოთხოვნილი მონაცემებით 2019 წლის 17 აპრილის N0---------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, ახალშობილის დაბადების რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს „ს-------–-------------------------–----–-------------–-----–------“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2----–-–----------------------------- მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად მოთხოვნილი მონაცემების შესაბამისად ახალშობილის დაბადების ფაქტის რეგისტრაციისთვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვიათარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის N0----------- გადაწყვეტილბა (ს.ფ. 76-78).

 

3.1.7. მოსარჩელე ჰა------–------მი და მოპასუხე ემ------–-რი ერთად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ურთიერთობა შეწყვეტილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, განცხადება, 19.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.8. ჰა------–------მი 2019 წლის 17 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნა--------–---–---–---ნ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 79)

 

3.1.9. ჰა------–------მის სახელზე რეგისტრირებულია 8.772,65 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბ------–-, დე-------–ი (ნიადაგის სისტემის N2-------), 8,640,53 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბ------–-, მინარელი ჩავუშში (ნიადაგის სიტემის N1-------), 44.642,67 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბ------–-, იჰ-----–ი (ნიადაგის სისტემის N2-------), 44.642,67 კვ. მ მიწის ნაკვეთი ბ------–-, იჰ-----–ი (ნიადაგის სისტემის N2-------), 1.258,54 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბ------–-, იჰ-----–ი (ნიადაგის სისტემის N1-------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების შესახებ საბუთები (ს.ფ. 91-106).

 

3.1.10. ჰა------–------მი ფლობს 2.320 პროცენტიან წილს შპს „თ----------------–-----------------------–----------------------–“-ში, რომლის რეგისტრირებული კაპიტალია 1.450,000,00 თურქული ლირა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბურსას სავაჭრო და სამრეწველო პალატის რეგისტრაციის ამონაწერი (ს.ფ. 107-110);

- ცნობა ბურსას სავაჭრო რეესტრის დირექტორატისგან (ს.ფ. 111-114).

 

3.1.11. 2019 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ჰა------–------მის უძრავი ქონების კაპიტალის სარგებელია 249.400,00, გასული წლებიდან მიღებული თანხებიდან ჩამოჭრილი შემოსავალი - 0,00, ხოლო ჩამოჭრილი შემოსავლის გადასახადი - 47.000,00; გამონაკლისის დაქვითვის შემდეგ დარჩენილი ქირის შემოსავალი - 249.400,00, გასავლები - 37.410,00, დარჩენილი ქირის შემოსავალი - 211.990,00;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების დეპარტამენტის დირექტორატის წლიური შემოსავლების გადასახდადის დეკლარაცია (ს.ფ. 115-121).

 

3.1.12. ჰა------–------მს არ აქვს ნასამართლობა და არ აქვს ნასამართლობის ჩანაწერი არქივში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 06 აგვისტოს ცნობა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეესტრისა და სტატისტიკის გენერალური დირექტორატი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნილუფერის რაიონის გამგეობიდან (ს.ფ. 192-194).

 

3.1.13. 2018 წლის 16 ივლისს შპს „ქ--------–-----------–---------------–----–---–---------------------“ და ემ------–-რსა და ჰა------–------მს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ (ინ ვიტრო განაყოფიერების/ემბრიონის გადატანის პროგრამა). ხელშეკრულების 1.2. პუნქტის შესაბამისად, ემ------–-რისა და ჰა------–------მისათვის გასაწევი სამედიცინო მომსახურება გულისხმობს: ინ ვიტრო განაყოფიერების/ემბრიონის გადატანის პროგრამის განხორციელებას, სპერმის/კვერცხუჯრედის/ემბრიონის მიკრომანიპულაციებს, სპერმის, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის/ემბრიონის გაყინვა-გადატანას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 122-127);

 

3.1.14. თა------------- (სუროგატ დედას) და ან–--–--------–---–--ს (კვერცხუჯრედის დონორს) ჰა------–------მისა და ემ------–-რის მიმართ ახალშობილი ბავშვის მიმართ უფლებებზე რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ, ვინაიდან პოტენციური მშობლები უნდა მიეთითონ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, როგორც იურიდიული მშობლები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თა------------- 2019 წლის 25 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 255-256);

- ან–--–--------–---–--ს 2019 წლის 30 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 257-258).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 29 მაისს გაიცა დე-------–--------ს დაბადების მოწმობა. ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის და მამის ვინაობა მითითებული არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვიათარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის N0----------- გადაწყვეტილბა (ს.ფ. 76-78);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 70).

 

3.2.2. ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე, 2018 წლის 02 აგვისტოს ერთის მხრივ, ჰა------–------მისა და ემ------–-რის (პოტენციური მშობლები) წარმომადგენელ თა-------------ს, მეორეს მხრივ ან–--–--------–---–--ს (დონორი) და მესამე მხრივ, თა------------- (სუროგატი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დონორი, მის მიერ გამოხატული თავისუფალი და ინფორმირებული ნებისა და მზადყოფნის საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას, მოახდინოს კვერცხუჯრედის დონაცია პოტენციური მშობლებისათვის კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; სუროგატი კისრულობს ვალდებულებას, მის მიერ გამოხატული თავისუფალი და ინფორმირებული ნებისა და მზადყოფნის საფუძველზე, დაორსულდეს ემბრიონის გადატანის გზით, მუცლად ატაროს და გააჩინოს ბავშვი/ბავშვები პოტენციური მშობლებისათვის გადასაცემად კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით; პოტენციური მშობლები კისრულობენ ვალდებულებას, მოახდინონ დონორისა და სუროგატისათვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით ანაზღაურების გადახდა ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით. პოტენციურ მშობლებს ბავშვის/ბავშვების დაბადების მომენტიდან დაუყოვნებლივ წარმოეშვებათ სრული მშობლის უფლებები და ვალდებულებები ბავშვის/ბავშვების მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულება (ს.ფ. 41-57).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს ამ უფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი, მოპასუხე ემ------–-რის 2019 წლის 15 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებიდან ირკვევა, რა, რომ უარს აცხადებს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის გრაფაში მისი სახელისა და გვარის მითითებაზე იმ საფუძვლით, რომ არ არის ბავშვის ბიოლოგიური დედა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მან დააფიქსირა თავისი პოზიცია - გამხდარიყო ექსტრაკორპორული გზით განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დედა.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაქან იაშარმა და ემ------–-რმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება დონაციასა და სუროგაციასთან დაკავშირებით მომსახურების მიღების თაობაზე, ისინი გაცნობილი იყვნენ 2018 წლის 02 აგვისტოს დონაციისა და სუროგაციასთან დაკავშირებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების პირობებს და ემ------–-რმა იცოდა, რომ არ იქნებდა ამ ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედა, თუმცა უარი განაცხადა მხოლოდ ბოლო მომენტში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. კერძოდ, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა თა-------------მ, რომელიც წარმოადგენს „საერთაშორისო სუროგაცია-დონაციის ცენტრის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, უშუალოდ დაადასტურა ის გარემოება, რომ ჰა------–------მსა და ემ------–-რს ჰქონდათ ოჯახი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი და სურდათ ჰყოლოდათ ბავშვი. ნოტარიუსის მიერ შედგენილი ხელშეკრულება დონაციისა და სუროგაციასთან დაკავშირებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების პირობების შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებულები ჰა------–------მი და ემ------–-რი. სუროგატის ორსულობის მიმდინარეობისა და ანალიზების შესახებ ხდებოდა პაციენტების მუდმივი ინფორმირება. ემ------–-რმა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედად ჩაწერაზე უარი განაცხადა მშობიარობის მოახლოებისას, თუმცა მან თავიდანვე იცოდა, რომ არ იქნებოდა ამ გზით დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მშობელი. ბავშვის დაბადების შემდეგ მასზე მუდმივად ზრუნავდა ჰა------–------მი. მოწმის სახით დაკითხულმა ბავშვის ძიძამ - მა----–-----მ დაადასტურა გარემოება იმის თაობაზე, რომ ჰა------–------მი არის ძალიან კარგი მამა, ძირითად დროს ატარებს ბავშვთან, აქტიურად მონაწილეობს შვილის აღზრდაში და მუდმივად ზრუნავს მასზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მცირეწლოვანი დე-------–--------ს მშობლებად მითითებულ უნდა იქნეს ჰა------–------მი და ემ------–-რი, ამასთან, ემ------–-რს უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება დე-------–--------ს მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ - კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანის ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

’’ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-8, მე-18-ე მუხლები;

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, 50-ე, 68-ე, 69-ე 103-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე და 1205-ე მუხლები;

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-202 და მე-204 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან "სუროგატულ დედას" არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. ამავე კანონის 141-ე მუხლის თანახმად, განაყოფიერება დონორის სპერმით ნებადართულია ა) უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით. დონორს არა აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №238/ნ ბრძანების „ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ’’ პირველი მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პაციენტისგან მიიღოს წერილობითი თანხმობა ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე.

 

პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერებისას აუცილებელია წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.

 

ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცესში პოტენციური მშობლების - ჰა------–------მისა და ემ------–-რის მხრიდან დაცულია საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, 2018 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც დონორი (ან----–--------–---–-ა), მის მიერ გამოხატული თავისუფალი და ინფორმირებული ნებისა და მზადყოფნის საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას, მოახდინოს კვერცხუჯრედის დონაცია პოტენციური მშობლებისათვის კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; სუროგატი (თა-----------ა) კისრულობს ვალდებულებას, მის მიერ გამოხატული თავისუფალი და ინფორმირებული ნებისა და მზადყოფნის საფუძველზე, დაორსულდეს ემბრიონის გადატანის გზით, მუცლად ატაროს და გააჩინოს ბავშვი/ბავშვები პოტენციური მშობლებისათვის გადასაცემად კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით; პოტენციური მშობლები (ჰა------–------მი და ემ------–-რი) კისრულობენ ვალდებულებას, მოახდინონ დონორისა და სუროგატისათვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით ანაზღაურების გადახდა ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით. პოტენციურ მშობლებს ბავშვის/ბავშვების დაბადების მომენტიდან დაუყოვნებლივ წარმოეშვებათ სრული მშობლის უფლებები და ვალდებულებები ბავშვის/ბავშვების მიმართ (ხელშეკრულების 2 და 4.1. პუნქტები).

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ წყვილს - ჰა------–------მსა და ემ------–-რს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ესაჭიროებოდათ რეპროდუქციის დამხმარე მეთოდებით (ინ ვიტრო განაყოფიერება) მკურნალობა და სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა სამკურნალო პროცესში ორსულობის მისაღწევად. წყვილის ორი ემბრიონი გადატანილ იქნა2018 წლის 07 აგვისტოს მათ მიერ შერჩეული სუროგატი დედის - თა------------- საშვილოსნოში. ემ------–-რის და ჰა------–------მის ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურისთვის კლინიკაში გამოყენებულ იქნა წყვილის მიერ სამმხრივ ხელშეკრულებაში კვერცხუჯრედის დონორად მოხსენებული კვერცხუჯრედის დონორის კვერცხუჯრედები და ჰა------–------მის სპერმა.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ჰა------–------მი მეუღლესთან - ნა--------–---–---–---ნ ერთად, ბავშვის დაბადების შემდეგ, ცხოვრობს საქართველოში ქირით და მეუღლესთან ერთად ზრუნავს ახალშობილზე. მათ ბავშვზე ზრუნვაში ეხმარებათ ძიძა. მამა დიდ ყურადღებას გამოხატავს ბავშვის მიმართ. ოჯახში ბავშვის ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. იგი გამოხატავს მზერით სიახლოვეს მამის მიმართ. ოჯახში დაცულია ბავშვის უფლებები და მისი უსაფრთხოება. ჩვილი ბავშვი იზრდება კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემოში. აღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების - თა-------------ს და მა----–-----ს მიერ. კერძოდ, მათ განმარტეს, რომ ჰა------–------მსა და ემ------–-რს ჰქონდათ ოჯახი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი და სურდათ ჰყოლოდათ ბავშვი. ნოტარიუსის მიერ შედგენილი ხელშეკრულება დონაციისა და სუროგაციასთან დაკავშირებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების პირობების შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებულები ჰა------–------მი და ემ------–-რი. სუროგატის ორსულობის მიმდინარეობისა და ანალიზების შესახებ ხდებოდა პაციენტების მუდმივი ინფორმირება. ემ------–-რმა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედად ჩაწერაზე უარი განაცხადა მშობიარობის მოახლოებისას, თუმცა მან თავიდანვე იცოდა, რომ არ იქნებოდა ამ გზით დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მშობელი. ბავშვის დაბადების შემდეგ მასზე მუდმივად ზრუნავს ჰა------–------მი. იგი არის ძალიან კარგი მამა, ძირითად დროს შვილთან ატარებს, აქტიურად მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში და მუდმივად ზრუნავს მასზე. ჰა------–------მის გადმოცემით, მისი საცხოვრებელი წარმოადგენს სამ ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, სადაც თურქეთში დაბრუნების შემდეგ იცხოვრებს ბავშვთან ერთად. ოჯახი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელე ჰა------–------მს საკუთრებაში აქვს წილი შპს „თ----------------–-----------------------–----------–---------------------–-“ და უძრავი ქონებები - მიწის ნაკვეთები.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელი ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ამავე კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-19 მუხლი ადგენს ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის წესს, 1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს: ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე; ბ) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება: ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის, ან; ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან; ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის. 2. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან: ა) გენეტიკური მშობლები; ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი; გ) წყვილი. 3. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია. 4. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება. ამ შემთხვევაში, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ჰა------–------მსა და ნა--------–---–---–ს უარი ეთქვათ მოთხოვნილი მონაცემებით 2019 წლის 17 აპრილის N0---------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, ახალშობილის დაბადების რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს „ს-------–-------------------------–----–-------------–-----–------“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2----–-–----------------------------- მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ. ბ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად მოთხოვნილი მონაცემების შესაბამისად ახალშობილის დაბადების ფაქტის რეგისტრაციისთვის. ამასთან, დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 29 მაისს გაიცა დე-------–--------ს დაბადების მოწმობა. ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის და მამის ვინაობა მითითებული არ არის. შესაბამისად, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი დარეგისტრირებულია არასრულწლოვანის მშობლების ვინაობის მითითების გარეშე.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვის მშობლებს წარმოადგენენ ჰა------–------მი და ემ------–-რი, რის გამოც ისინი უნდა მიეთითონ 2----–-–----- აპრილს დაბადებული დე-------–--------ს მშობლებად დაბადების აქტის ჩანაწერში. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია არასრულწლოვანთა კანონით დაცული ინტერებსა და მათ უპირატეს ინტერესებთან, ვინაიდან ბავშვს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს მის უფლებებს, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია განისაზღვროს პირი (პირები), ვისაც მშობლის (მშობლების) სამართლებრივი სტატუსი ექნება. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეოთხე ნაწილით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).

 

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითა გათვალისწინებული, ნებისმიერი დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეობის ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. კონვენციის მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის განმახორციელებელი - სახელმწიფო, თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ბავშვის რეგისტრაციას დაბადებისთანავე გადის და მას დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

არასრულწლოვანი დე-------–--------ს დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა მშობლების ვინაობის მითითების გარეშე. ბავშვი დაბადებიდან იმყოფება მამის - ჰა------–------მის მზრუნველობის ქვეშ, მისთვის შექმნილ უსაფრთხო და კეთილსაიმედო, ასაკისათვის შესაბამის გარემოში. დადგენილია, რომ მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებს აქვთ ყველა ის თვისება, უნარ-ჩვევები და შესაბამისი პირობები, რაც საჭიროა ბავშვის ნორმალური, სწორი აღზრდა-განვითარებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. 103-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დასტურდება, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულება დაიდო ერთის მხრივ თა-------------ს, ჰა------–------მისა და ემ------–-რის წარმომადგენელს, მეორეს მხრივ ან–--–--------–---–--სა და მესამე მხრივ თა------------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება დონაციასა და სუროგაციასთან დაკავშირებული მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, პოტენციურ მშობლებს ბავშვის/ბავშვების დაბადების მომენტიდან დაუყოვნებლივ წარმოეშვებათ სრული მშობლის უფლებები და ვალდებულებები ბავშვის/ბავშვების მიმართ. ამდენად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ემ------–-რის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თა-------------ს ხელმოწერით ემ------–-რს ბავშვის - დე-------–--------ს მიმართ წარმოეშვა მშობლის, კერძოდ კი დედის უფლებები და ვალდებულებები. ამასთან, როგორც სუროგატი დედის, ისე დონორის მიერ სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულდა 2018 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულება და მათ რაიმე პრეტენზია ჰა------–------მისა და ემ------–-რის მიმართ ბავშვის უფლებებზე არ განუცხადებიათ.

 

ამდენად, ზემოთ მითითებული ხელშეკრულება დადებულად უნდა იქნეს აღიარებული და იგი დადების მომენტიდან წარმოშობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს აღნიშნული ხელშეკრულების მხარეთა მიმართ, რაც წარმოადგენს ამ გარიგების დადებულად აღიარების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას, როგორც მშობლისა და შვილის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს, და არც მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვის მომენტიდან და მისი განხორციელება ბავშვის დაბადებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჩანასახს ენიჭება შეზღუდული (მხოლოდ მემკვიდრეობაუნარიანობასთან დაკავშირებული) და პირობითი (დაბადებაზე დამოკიდებული) უფლებაუნარიანობა. ვინაიდან, ქართული სამართალი აღიარებს ჯერ კიდევ ჩანასახის უფლებაუნარიანობას და ვალდებულებას დაიცვას ჩანასახის უკვე არსებული უფლება, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია უკვე დაბადებული არასრულწლოვანის უფლებების დაცვაზე უარის თქმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.

 

საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია, რა დროსაც წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლი). შესაბამისად, ნორმის ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერების მთავარი სამართლებრივი წინაპირობა წყვილის წერილობითი თანხმობაა. როგორც უკვე აღინიშნა, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლი მეორე ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი: ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან "სუროგატულ დედას" არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. აღნიშნული ნორმით აღიარებული და გარანტირებულია მშობლის უფლება. შესაბამისად, თუ ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების საშუალებით დაბადებას საფუძვლად უდევს კანონით განსაზღვრული ისეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც წყვილის წერილობითი თანხმობას (ნებას) და მათ, ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვთან, აშკარა, არასაეჭვო კავშირს ადასტურებს, წყვილის დაბადებული ბავშვის მშობლებად აღიარება და აქედან გამომდინარე სარეგისტრაციო ჩანაწერებში მშობლების გრაფაში აღნიშვნა მათი არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ვალდებულებაც.

 

გასაზიარებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენლის და მათი ინტერესების დამცველის, მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით. სასამართლო ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით შესაძლოა შეილახოს არასრულწლოვანი ბავშვის უფლებები (უფლება ჰყავდეს წარმომადგენელი, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში და სხვ.), ვერ განხორციელდეს მისი სათანადო წესით დაცვა. ბავშვის ოჯახიდან მოშორება არის უკიდურესი ღონისძიება, რომლის გამოყენებაც გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბავშვის წინააღმდეგ მიმართული მყისიერი საფრთხე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ოჯახური ცხოვრება მოიცავს ფორმალურ-იურიდიულად ჯერ კიდევ არ აღიარებულ მშობლისა და შვილის (შვილების) კავშირს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღწეულია კანონმდებლის მიზანი, კერძოდ მიზანი იმისა, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერება არ მოხდეს მასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე პირების ნების საწინააღმდეგოდ, მათი შეცდომაში შეყვანის, მოტყუების ან იძულების გზით. სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანი ბავშვი დაბადებიდან იმყოფება მამის მზრუნველობის და მეთვალყურეობის ქვეშ და დაბადებიდან დღემდე ახალშობილთან მიმართებით, სხვა პირს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.

 

სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე ზრუნვის და მისი უფლებების დაცვის გათვალისწინებით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების, არასრულწლოვანი დენიზ ილდირიმსა და მოსარჩელეს შორის არასრულწლოვანის დაბადებიდან ჩამოყალიბებული დამოკიდებულებისა და მისი აღზრდა-განვითარებისთვის შექმნილი კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემოს, ასევე, მოპასუხე ემ------–-რის მიერ ნაკისრი ვალდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰა------–------მის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინება, საქმე Nას-458-440-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

დადგენილია, რომ მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ხოლო მცირეწლოვანი დე-------–-------- დაბადებიდან ცხოვრობს მამასთან - ჰა------–------მთან ერთად, რომელიც, 2019 წლის 17 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნა--------–---–---–---ნ. ჰა------–------მი თბილისში ცხოვრობს ქირით და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ბ------–-. ასევე დადგენილია, რომ ბავშვს არ აქვს პასპორტი, რის გამოც ეზღუდება სრულყოფილად განახორციელოს თავისი უფლებები, მათ შორის, გარემოში სრულად ადაპტაციის, მამის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას თავისუფლად გადაადგილების უფლებები.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ემ------–-რისათვს მშობლის უფლების შეზღუდვა დე-------–--------ს პასპორტის გაცემაზე თანხმობის გაცემისა და საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, თუმცა სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა და მათ შორის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა, ხოლო აღნიშნული საკითხის გადაუწყვეტლად ზიანდება ბავშვის ინტერესი.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, განხორციელდა ვიზიტი მოქალაქეებთან მისამართზე: თბილისი, ს-------------–------ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ სამოთახიან ბინაში. თანამედროვე რემონტით, ოთახები კომფორტულადაა მოწყობილი ყველა საჭირო ავეჯით და ნივთებით. ბავშვს და დედას (იგულისხმება ჰა------–------მის ახლანდელი მეუღლე ნა--------–---–---–-) აქვს ცალე ოთახი. ნა--------–---–---–-ს საწოლის გვერდით დგას ბავშვის საწოლი. ბავშვისთვის განკუთვნილია შესახვევი მაგიდა, ჰიგიენური მოვლის საშუალებებით. ბავშვს აქვს ცალკე აბაზანა და ემსახურება ძიძა. ჰა------–------მის მეუღლე ნა--------–---–---–- კარგად ფლობს ახალშობილის მოვლის უნარ-ჩვევებს. ბავშვი იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, ეძლევა სიმილაკ გოლდი, ტარდება ბოთლისა და საწოვრის სტერილიზაცია. სუროგაცია-დონაციის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით ბავშვის მშობლად მოიაზრებოდა თურქეთის მოქალაქეები: ია–--------ე და ჰა------–------მი, მაგრამ ია–--------ემ უარი განაცხადა გამხდარიყო ბავშვის დედა. ჰა------–------მი დაქორწინდა ნა--------–---–---–ზე, რომელიც მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბ------–- (იქ, სადაც ცხოვრობს ჰა------–------მი). ამჟამად, ნა--------–---–---–- აღარ არის დასაქმებული და, ძიძასთან ერთად, ჩართულია ბავშვის მოვლის პროცედურებში. ჰა------–------მი არის ბიზნესმენი, პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი. ძიძის გადმოცემით, იგი დიდ ყურადღებას გამოხატავს ბავშვის მიმართ. ოჯახში ბავშვის ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. მამას და ბავშვს შორის ჩამოყალიბებულია სიახლოვის გრძობა, ბავშვი ასევე გამოხატავს მზერით სიახლოვეს მამის მიმართ. ოჯახში დაცულია ბავშვის უფლებები და მისი უსაფრთხოება. ჩვილი ბავშვი იზრდება კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემოში, მამა - ჰა------–------მთან და ამ უკანასკნელის მეუღლესთან ნა--------–---–---–---ნ ერთად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. „არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას“ (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხეს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე მოვალეა, ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია).

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე და გამომდინარე იქედან, რომ იგი ცხოვრობს მამასთან, მხარეებს შორის კი არის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რამაც შესაძლებელია მათ შორის გამოიწვიოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა, მოსარჩელე ჰა------–------მის სარჩელი, მოპასუხე ემ------–-რის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-202 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე ნორმის მე-81 პუნქტის „ე“ ქვეპუქნტის შესაბამისად, პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე, ხოლო მე-204 მუხლის პირველი ნაწილით, ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დე-------–-------- არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კანონმდებლობა ანიჭებს საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების უფლებამოსილებას, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის არქონით ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებსა და უფლებებს, მათ შორის, გადაადგილებისა და მამის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე - თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ბ------–- გამგზავრების უფლებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნულ ნაწილში მოპასუხე ემ------–-რისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი, მაშინ, როდესაც მას, სურვილის შემთხვევაში, არ ეზღუდება სხვა უფლებები და მოვალეობები მცირეწლოვანი შვილის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე შპს „ქ--------–-----------–---------------–----–----–---------------------“ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, შპს „ქ--------–-----------–---------------–----–----–--------------------“ სახელმწიფო ბაჟის გაახდა არ უნდა დაეკისროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 208-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჰა------–------მის სარჩელი (თ--------------------–-----------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------) დაკმაყოფილდეს.

 

1.1. აღიარებულ იქნეს ჰა------–------მ (თ--------------------–-----------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------) არასრულწლოვანი დე-------–--------ს (პ/ნ 0----------- დაბადებული 2----–-–----- აპრილს) მშობლად და არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს შესაბამისი ცვლილება ,,მამის‘’ აღმნიშვნელ გრაფაში.

 

1.2. აღიარებულ იქნეს ემ------–-რ (თ--------------------–-----------–--------------------------------------------------------------------------------- პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი დე-------–--------ს (პ/ნ 0----------- დაბადებული 2----–-–----- აპრილს) მშობლად და არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს შესაბამისი ცვლილება ,,დედის‘’ აღმნიშვნელ გრაფაში.

 

2. ემ------–-რს (თ--------------------–-----------–--------------------------------------------------------------------------------- პ/ნ 2----------) შეეზღუდოს მშობლის უფლება არასრულწლოვანი დე-------–--------ს (პ/ნ 0----------- დაბადებული 2----–-–----- აპრილს) მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ - კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანის ნაწილში.

 

3.გადაწყვეტილება არასრულწლოვანი ბავშვის მშობლებად აღიარების და მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში (იხ. პუნქტები 1.1, 1.2 და 2) მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

4.გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გათავისუფლდეს მოპასუხე შპს „ქ--------–-----------–---------------–----–----–-------------------- პროცესის ხარჯის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

7. განემარტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს არასრულწლოვანის დაბადების სამოქალაქო აქტების ჩანაწერში მშობლების ვინაობის თაობაზე შესაბამისი ცვლილების განხორციელების საფუძველს.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე