“ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.535
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №238/ნ
2000 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის II თავის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალმა, ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო ჩარევების ჩატარებამდე, პაციენტისაგან მიიღოს წერილობითი ინფორმაციული თანხმობა:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, მცირე ქირურგიული მანიპულაციების გარდა;
ბ) აბორტი;
გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
დ) ენდოსკოპია;
ე) რენტგენოკონტრასტული გამოკვლევები;
ვ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ზ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;
თ) გენეტიკური ტესტირება;
ი) გენური თერაპია;
კ) სხივური თერაპია;
ლ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.
2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტებს, ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ.თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უზრუნველყონ ბრძანების დაყვანა ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებამდე და უზრუნველყონ მისი შესრულების კოორდინაცია.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. გამყრელიძეს.
ა. ჯორბენაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2000.
- როდის იქნა მიღებული “ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”?
- “ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ” მიღებულია 05.12.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №238/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.11.119.004.939.
- სად არის “ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”, №238/ნ, 05.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.939 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51748/