განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2018
საქმის ნომერი
020100117001674419
ინსტანცია
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020100117001674419

№1/ბ-114-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე- თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

ვერა დოლიძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - მ-------- მ----–--ის, მ-------- წ-------–ის

ადვოკატების - გ------- დ---–-–---–ის , ა-----– შ---–---–ის და მ--–---- ს--–-----ს მონაწილეობით.

გამართლებულების - ტ----–--- კ-------ისა და ი-----–- ბ------–---ს მონაწილეობის გარეშე.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ----–--- თ------ის ძე კ-------ისა (საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, პ/ნ 3----------, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, შ--–------–-----ის ფერდობი,მ--- მიკრორაიონი, მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა №--) და ი-----–- მ--–----ის ძე ბ------–---ს (საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, პ------------ირი №3-----) მიმართ

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტ----–--- კ-------ეს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ხოლო ი-----–- ბ------–---ს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში, წინასწარ შეუპირებლად რაც გამოიხატა მასში, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს ტ----–--- (ტ-----) კ-------ე და ი-----–- ბ------–---, ამ უკანასკნელის კუთვნილი “Mercedes-Benz ML” მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ. სენაკში, ჭ-----------–ის ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ტ----–--- კ-------ეს შელაპარაკება მოუვიდა გ--- ი---–-–---–თან. ტ----–--- კ-------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გ--- ი---–-–---–ს მიაყენა შემავალი ჭრილობები მუცლის, გულმკერდისა და კეფის (თავის) არეში, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, ტ----–--- კ-------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2016 წლის 22 ნოემბერს ქ. სენაკში, ჭ----------–ის ქ.№---ში ყოფნისას.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით 2016 წლის 22 ნოემბერს ტ----–--- (ტ-----) კ-------ე და ი-----–- ბ------–---, ამ უკანასკნელის კუთვნილი “Mercedes-Benz ML” მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ. სენაკში, ჭ-----------–ის ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ტ----–--- კ-------ეს შელაპარაკება მოუვიდა გ--- ი---–-–---–თან. ტ----–--- კ-------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ჩაიდინა გ--- ი---–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რის შემდეგ ი-----–- ბ------–---მ მისი კუთვნილი ავტომანქანით შემთხევვის ადგილს განარიდა და გადამალა ტ----–--- კ-------ე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ტ----–--- კ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, 236-ე მუხლის მ--- ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ი-----–- ბ------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ-------- მ----–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ტ----–--- კ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მ--- და მ--- ნაწილებით და ი-----–- ბ------–---ს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ-------- მ----–--ეს და მ-------- წ--------–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულების: ტ----–--- კ-------ისა და ი-----–- ბ------–---ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ა-----– შ---–---–ის, მ--–---- ს--–-----ს და გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის ქრისტინა ქ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ--- ი---–-–---–ი იყო მისი მეუღლე, 2016 წლის 22 ნოემბერს, მისი დაჭრის შესახებ შეატყობინა ქ------- ი---–-–---–მა, მისი მეუღლის დამ. სენაკის საავადმყოფოში გ---ს გაუკეთეს ოპერაცია მუცლის ღრუში, შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა თავის ქალის ოპერაცია. ი-----–- ბ------–---ს და ტ----–--- კ-------ის გვარი მეუღლისგან არასდროს არ გაუგია.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--- ი---–-–---–ის დის, ქ------- ი---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს, დილით მან მიაკითხა სამსახურში, აპირებდა სესხის აღებას, საღამოს მის მეუღლესთან, ლ------------სთან ერთად გ--- წავიდა ზ------ ლ-------სთან. რამდენიმე ხანში მისმა მეუღლემ, ლ------------მ თხოვა ტაქსის გამოძახება და მარტო დაბრუნდა სახლში, რომელმაც უთხრა, რომ გ--- დარჩა ზ------ ლ-------სთან სადაც ასევე იყვნენ ი-----–- ბ------–--- და ტ----–--- კ-------ე. მოწმის განმარტებით მან კვლავ გამოიძახა ტაქსი და თხოვა მის მეუღლეს დაბრუნებულიყო გ---სთან. 10 წუთში ლ-----ა შეატყობინა, რომ გ--- იმყოფებოდა საავადმყოფოში, როდესაც მივიდა საავადმყოფოში თავის რძალთან ერთად, იქ გაიგეს, რომ გ--- იყო მძიმედ დაჭრილი, ხოლო ზ------ ლ-------მ გ---ს მეუღლეს უთხრა, რომ დაჭრა ტ----–--- კ-------ემ, რადგან მოუვიდა შელაპარაკება გ---ს ყოფილი ცოლის გამო. გ---ს ი-----–- ბ------–---სთან 10 წლის წინ ჰქონდა კონფლიქტი.

მოწმის ლ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს საღამოს გ--- ი---–-–---–თან ერთად მიიპატიჟა ზ----- ლ-------მ, სადაც მათ დახვდათ დ----- ფ------ და გ--- ა-–----. რამდენიმე ხანში მოვიდნენ ი-----–- ბ------–--- და ტ----–--- კ-------ე, რომლებმაც გ---ს საუბარი დაუწყო ყოფილ მეუღლეზე, რის გამოც მათ შორის მოხდა შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა, მაგრამ ი-----–- ბ------–---მ და ზ----- ლ-------მ გააშველეს ისინი. შემდეგ ყველანი ჩავიდნენ დაბლა და რუსული ნომრების მქონე ვერცხლისფერ ავტომანქანაში ჩასხდნენ. ი-----–- ბ------–--- და გ--- ი---–-–---–ი ჩუმად საუბრობდნენ, ამ დროს მას ტაქსმა მოაკითხა და წავიდა. სახლში, რომ მივიდა მეუღლე გაუბრაზდა და ისევ ტაქსით დაბრუნდა გ---სთან. ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, სადაც გაიგო, რომ გ--- ი---–-–---–ს ესროლა ტ----–--- კ-------ემ და დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში.

მოწმის ი-----–- წ--–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩაზე, 2016 წლის 26 ნოემბერს საღამოს მივიდა მეზობელთან, სადაც დარჩა ნახევარი საათი, იყო ნასვამი, ჩავიდა ეზოში და უცებ გაიგონა ხმა, რომელიც გავდა საბურავის გასკდომის თუ საახალწლო ასაფეთქებლის ხმას, დაიბნა და ინსტიქტურად ავტოფარეხს მიეფარა, რის გამოც არ უნახავს რა მოხდა. მოგვიანებით ეზოში შეკრებილ ხალხში გაერია, იდგა საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები ასევე გაიგო, რომ ვიღაც წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვინ არ იცის, მეორე დღეს პოლიციაში დაკითხეს, ოქმს მოაწერა ხელი, მაგრამ არ წაუკითხავს, რადგან გამოცდილება არ ჰქონდა.

მოწმის მ----- ე------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში, 2016 წლის 22 ნოემბერს დაახლოებით 21:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან, ნახევარ საათში მოესმა ხმაური, გადაიხედა აივნიდან და ეზოში დაინახა პოლიციის თანამშრომლები, ჩავიდა და დაინახა, რომ გ--- ი---–-–---–ი იწვა ონკანთან და მისი თავი დ----- ფ------ს და თ------ კ------ეს ეჭირათ. შემდეგ იგი ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და წაიყვანეს.

მოწმის შ----- გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს დაახლოებით 23:00 საათზე შევიდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც რამდენიმე ადამიანი საუბრობდა, მაგრამ ბნელოდა და ვერავინ იცნო, ავიდა სახლში და ხუთ წუთში, წამების ინტერვალით გაიგონა შვიდი გასროლის ხმა, გავიდა აივანზე და დაინახა, რომ ეზოდან გადიოდა ჯიპის მოდელის ავტომანქანა, რომელსაც მიყვა მსუბუქი ავტომანქანა. ეზოში მისი მეზობლები იყვნენ შეკრებილი და ითხოვდნენ შველას, დაჭრილი იყო გ--- ი---–-–---–ი და დარეკა 112-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით.

მოწმის თ-------- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 11:00 საათზე გაიგონა ორჯერ გასროლის ხმა, გადაიხედა აივნიდან და ნახა ორი ადამიანი ჯდებოდა ვერცხლისფერ ჯიპში, რომელსაც რუსული სერია და დროშა ჰქონდა. მისი ძმა, თ---------- კ------ე უცებ ჩავიდა ეზოში, ხოლო თვითონ რამდენიმე წუთის შემდეგ დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში იყო და დ----- ფ------ ითხოვდა შველას.

მოწმის თ---------- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩაზე და იმყოფებოდა სახლში, გაიგონა გასროლის ხმა, გადაიხედა აივნიდან და დაინახა ვერცხლისფერი ML-ის მარკის ჯიპი, რომელშიც ჩაჯდა ორი უცნობი პიროვნება, ავტომობილი საშუალო სვლით გავიდა ეზოდან. ის ჩავიდა და დაინახა გ--- ი---–-–---–ს სდიოდა სისხლი, მისი თავი ეკავა დ----- ფ------ს და ითხოვდა დახმარებას, მან დარეკა 112-ში.

მოწმის გ---- გ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩაზე, აღნიშნულ დღეს, დაახლოებით ღამის 11:00 საათზე დაბრუნდა სამუშაოდან, შეამჩნია მისი მეზობლები: ზ------ ლ-------, ი-----–- წ--–------ და დ----- ფ------, ასევე ონკანთან საუბრობდა სამი პიროვნება. როდესაც კიბეზე ადიოდა მოესმა გასროლის ხმა და მობრუნდა, მაგრამ სადარბაზოსთან უკვე არავინ იდგა, ყველანი გარბოდნენ. დაინახა, რომ ვერცხლისფერ ჯიპში ჩასხდნენ ბიჭები და წავიდნენ.

მოწმის თ---------- ფ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექიმი, ნ----- ლ---------სთან ერთად, რომელიც მედდაა იმყოფებოდა თეკლათში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ჭ-----------–ის ქუჩაზე დაჭრილ პიროვნებას ჭირდებოდა სასწრაფო დახმარება, პოლიციამ გაუკვლია გზა და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, პიროვნება უგონოდ იწვა მიწაზე. ბნელოდა, ის დააწვინეს საკაცეზე და ჩასვეს ავტომანქანაში, პაციენტი დაჭრილი იყო გულმკერდის და თავის არეში, რომელიც გადაიყვანეს სენაკის საავადმყოფოში.

მოწმის ნ----- ლ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სენაკის სასწრაფო დახმარების სადგურში მედდად, ექიმ თ---------- ფ-------სთან ერთად იმყოფებოდა თეკლათში, რა დროსაც 112-ის ოპერატორმა ითხოვა, რომ მისულიყვნენ ჭ-----------–ის ქუჩაზე, სადაც პაციენტს მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიღებული. ადგილზე ხალხი იყო შეკრებილი და იყვნენ პოლიციელები, მიწაზე იწვა პაციენტი, ის იყო უგონოდ, ექიმმა პულსი გაუსინჯა და გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. გულმკერდის არეში ეტყობოდა ნატყვიარები და ასევე დაზიანება ჰქონდა მიღებული თავის არეში. ჭრილობა დაუმუშავეს და გადაიყვანეს სენაკის საავადმყოფოში.

მოწმის, სენაკის შპს ,,ა---------ს“ კლინიკის ქირურგის - ბ------ ჩ-------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ პაციენტი, გვარად ი---–-–---–ი, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს საავადმყოფოში, რომელსაც წერტილოვანი ჭრილობები ჰქონდა მიღებული გულმკერდის, მუცლის და თავის არეში, დაზიანებული ჰქონდა თხემის ძვალი.

მოწმის მ------ ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 1982 წელს დაბადებული ტ----–--- კ-------ე იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში, მ---------- ლ------ს საცხოვრებელ სახლში, გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და მიმალვის მიზნით აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, მაგრამ ეს გარემოება არ დადასტურდა.

მოწმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ, კ------- ქ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ--- ი---–-–---–ის მკვლელობის საქმეზე დაკითხა მოწმეები, სენაკის საავადმყოფოდან ამოიღო გარდაცვლილის ისტორია, მიმართა საინფორმაციო ცენტრს და აშშ-ს საელჩოს იმ საკითხის გასარკვევად ვიზასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა მიმართული ი-----–- ბ------–---ს. მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე შედგენილი აქვს შესაბამისი ოქმები და ადასტურებს მათ ავთენტურობას.

მოწმის, დეტექტივ-გამომძიებელ შ--–-- ჭ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს დაიწყო გამოძიება გ--- ი---–-–---–ის დაჭრის ფაქტზე და ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, სენაკის საავადმყოფოს მედდა მ----- ბ--------სგან ამოიღო გ--- ი---–-–---–ის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, შარვლის ჯიბეში იდო ტელეფონი, სანთებელა და პატარა ფურცელი, ასევე ამოიღო ტყვიის გულა, შეადგინა ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთები ცალ-ცალკე დალუქა. დაკითხა მოწმეები.

მოწმის გ-------– თ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს შემოსული შეტყობინების საფუძველზე ქ. სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით პიროვნების დაჭრის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ის კ------- ქ-------სთან და შ--–-- ჭ-----სთან ერთად გაემგზავრა ქ. სენაკში, ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტებმა სადარბაზოსთან ამოიღეს ორი ცალი მასრა, საკეცი დანა, შავი ფერის ხელჩანთა. მასში არსებული დოკუმენტებით, მათ შორის იყო გ--- ი---–-–---–ის პირადობის მოწმობა, ასევე ამოიღეს სისხლის ლაქები და სიგარეტის კოლოფი. შედგა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ექვსი ერთეული ნივთიერი მტკიცებულება დალუქა. დაჭრილი გ--- ი---–-–---–ი გადაყვანილი იყო სენაკის შპს ,,ა---------ს“ კლინიკაში, საიდანაც შ--–-- ჭ-----მ ამოიღო გ--- ი---–-–---–ის ტანსაცმელი, ტყვიის გულა და ტელეფონის აპარატი, კ--- ქ-------მ ამოიღო მისი ავადმყოფობის ისტორია, ტ----–--- კ-------ე და ი-----–- ბ------–--- გამოიძახეს უწყებით, მაგრამ არ გამოცხადნენ გამოძიების ორგანოში, ასევე არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში. ტ----–--- კ-------ის მიმართ გამოიტანა დადგენილება საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით ბრალდების წარდგენის შესახებ, ხოლო ი-----–- ბ------–--- ადვოკატთან ერთად გამოცხადდა და მას ბრალდება წარუდგინა სსკ-ის 375-ე მუხლით. დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და საქმე წარიმართა სასამართლოში, რის შემდეგ გ--- ი---–-–---–ი გარდაიცვალა, მის გვამს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილ გ--- ი---–-–---–ის მეუღლე ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

მოწმის, ქუთაისის აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის კლინიკის ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის - თ----- ზ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს საავადმყოფოში შემოიყვანეს გ--- ი---–-–---–ი, რომლის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, მუცლის ღრუს ოპერაცია ჩატარებული ჰქონდა სენაკის საავადმყოფოში, ქალა-სარქველის ძვლის მრავლობითი მოტეხილობის და თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების გამო ჩაუტარდა ოპერაცია. ის იყო უგონოდ, კომაში და 2017 წლის 09 იანვარს 10:00 საათზე გარდაიცვალა.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი შ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, საიდანაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ--- ი---–-–---–ს გააჩნდა მრავლობითი დაზიანებები, მუცლის წინა ზედაპირზე, თეძოს მიდამოში, ინტრაკრანიარული ტრავმა, ღვიძლის, განივი და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, გულმკერდის ღრუს ორგანოთა ტრავმა, ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა თავის არეში, თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობითა და შუბლ-თხემ კეფის მიდამოში სიხლჩაქცევებით, ქალა-სარქველის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული იმპრესიული მოტეხილობა, კომა, რაც გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით და აღნიშნული დაზიანებები წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ------- გ-------–აშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამოიკვლია გ--- ი---–-–---–ის გვამი და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი სიკვდილის მიზეზი იყო თავის მიდამოს ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ღვიძლის, განივი და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, გამავალი ჭრილობა კეფის არეში, შუბლის და თხემის ფრაგმენტული ძვლოვანი დაზიანება, თავის ტვინის რბილი გარსის და ნივთიერების დაზიანება ჭურვის ზემოქმედების შედეგად, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, გ--- ი---–-–---–ის სიკვდილთან.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ნ-----–- მ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებაში, კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკვლევი ობიექტი-მოწითალო ფერის ლითონის საგანი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის მაკაროვის, სტეჩკინის და სხვა შესაბამისი კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს-სამ მასრას და ერთ ტყვიას და შესაძლოა ტყვია გასროლილია ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან, რადგან ყველაზე მეტად უახლოვდება აღნიშნული მოდიფიკაციის იარაღს, თუმცა კონკრეტულად არ შეუძლია განსაზღვრა, რადგან ასეთი საბრძოლო მასალა ასევე გამოიყენება P6 ბაიკალის, ბულგარული წარმოების PB6-ავტომატურ იარაღისათვის. ქურთუკზე და ჟაკეტზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი ხასიათისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედების შედეგად.

მოწმის ლ---- წ---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს მისული იყო ჭ-----------–ის ქუჩაზე მეგობართან, 22:40 საათზე ჩამოვიდა ბინიდან, კორპუსთან ქუჩაში შეამჩნია გ---- ც----–---–ი და გამოელაპარაკა, ამ მომენტში ქუჩის მხრიდან გამოვიდა საშუალო სიჩქარით მოძრავი ვერცხლისფერი ჯიპი, რომელსაც მართავდა ი-----–- ბ------–--- და ჩაუარა, ავტომანქანაში ის იჯდა მარტო, მისი გავლიდან 2-3 წუთში კორპუსის ეზოდან გაიგონა გასროლის ხმა, ის და გ------- ც----–---–ი გაერიდნენ ამ სიტუაციას და წავიდნენ. მოგვიანებით გაიგო გ--- ი---–-–---–ის მძიმედ დაჭრის შესახებ.

მოწმის გ---- ც----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩაზე იმყოფებოდა მეგობრის სახლში, გზაში შეხვდა დისშვილის მეგობარს, ლ---- წ---–---ს და მოიკითხეს ერთმანეთი. კორპუსის ეზოდან ქუჩაში გამოვიდა ვერცხლისფერი ჯიპი, რომელიც როგორც ლ---- წ---–---მ უთხრა, ეკუთვნოდა ი-----–- ბ------–---ს, ავტომანქანას წინა მხარეს შუშა ჰქონდა ჩაწეული და მძღოლის გარდა არავინ იჯდა, ცოტახანში გაიგონა სროლის ხმა და ის წავიდა სახლში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 23 ნოემბრის ქ. სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოს გვერდითა მხარეს, შემთხვევის ადგილიდან სამხრეთით დგას ხუთსართულიანი კორპუსი, რომლის პირველი სადარბაზოდან მარჯვნივ, რ----- ა-------ის ბინის აივნის ქვედა მხარეს 5 მეტრში დევს ერთი ცალი მასრა, ხოლო 6 მეტრში მეორე მასრა, მიწას ამჩნევია სისხლისმაგვარი ლაქა, მიწაზე დევს საკეცი დანა, სიგარეტის კოლოფი, შავი ფერის ხელჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა გ--- ი---–-–---–ის სახელზე გაცემული პასპორტი, პასპორტის ჩასადები, ტყავის საფულე, მეხსიერების ბარათი, ორი ცალი ხატი, პლასტიკური ბარათი, ნ---- ლ-------ს, ზ------ ლ-------ს და თ-------- კ------ის პირადობის მოწმობის ქსეროასლები, სს ,,თიბისი’’ ბანკში თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სს ,,თიბისი’’ ბანკის ინტერნეტ კოდი და პასპორტის ჩასადები ორი ცალი პარკი.

2016 წლის 23 ნოემბრის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქ. სენაკი, ჭ-----------–ის ქუჩა №---ში, პირველი სადარბაზო №1-ში მდებარე რ----- ა-------ის საცხოვრებელი ბინის ლოჯის იატაკზე, ფანჯრიდან 30 სანტიმეტრის დაშორებით, აღმოჩენილია ერთი ცალი მასრა.

2016 წლის 23 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სენაკის ა---------ს კლინიკის მედდა მ----- ბ--------საგან ამოიღეს გ--- ი---–-–---–ის ტანსაცმელი-შავი ფერის ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, შარვლის ჯიბეში მოთავსებული სანთებელა, ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი, ფურცელი წარწერით ,,butunaaa amadeo modiliani’’, ჯემპრი, სპორტული ფეხსაცმელი, გ--- ი---–-–---–ის უკანა ტანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლითონის საგანი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინების საფუძველზე სენაკის ,,ა---------ს“ კლინიკის საინფორმაციო მენეჯერი გ------- ტ---------სგან დეტექტივ-გამომძიებელმა კ------- ქ-------მ 2016 წლის 25 ნოემბერს ამოიღო გ--- ი---–-–---–ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი 8---.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის №0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გ--- ი---–-–---–ს მიღებული აქვს გულმკერდის ღრუს ორგანოთა მრავლობითი ტრავმა, ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა თავის არეში, თავის ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობა, ინტრაცერებრალური სისხლჩაქცევა შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში, ქალა-სარქველის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული იმპრესიული მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, ღვიძლის, განივი და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, რაც განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 2017 წლის 23 აგვისტოს №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გ--- ი---–-–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ნოემბრის №0-------- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით გამოსაკვლევი ოთხი ობიექტი (პაკეტები F--------, F-------- და პაკეტი წარწერით ,,მოწითალო ფერის ლითონის’’) წარმოადგენს სტანდარტულ ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის, როგორც ,,მაკაროვის’’ და ,,სტეჩკინის“ პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს - სამ მასრას და ერთ ტყვიას. ტყვია გასროლილია კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამის იარაღში, როგორიც შესაძლოა იყოს ,,მაკაროვის’’ კონსტრუქციის პისტოლეტი.

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ტ----–--- კ-------ის მიერ გ--- ი---–-–---–ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტი და ი-----–- ბ------–---ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, წინასწარ შეუპირებლად.

პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოცემულ საქმეზე სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, სადაც ისინი მხოლოდ გ--- ი---–-–---–ის დაჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მიუთითებენ და ვერცერთი მათგანი უშუალოდ ვერ აღწერს მომხდარი დანაშულის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ქ--------- ქ-------ს და ქ------- ი---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ისინი მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც ზ------ ლ-------მ უთხრა გ---ს მეუღლეს ტ----–--- კ-------ის მიერ გ---ს დაჭრის თაობაზე; ლ------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს მას იქ დაჭრილი დახვდა გ--- ი---–-–---–ი, სადაც ასევე პოლიციელები იყვნენ და იქვე შეიტყო, ტ----–--- კ-------ის მიერ გ---ს დაჭრის შესახებ; მ----- ე-------მ სასამართლოზე აჩვენა, რომ სახლში ყოფნის დროს, 2016 წლის 22 ნოემბერს მოესმა ხმაური, როცა იგი ძირს ჩავიდა ონკანთან დაჭრილი იწვა გ--- ი---–-–---–ი; იგივე გარემოებაზე მიუთითა მოწმე შ----- გ-----მ და განმარტა, რომ 23 საათზე შემოესმა შვიდი გასროლის ხმა, ადგილზე მისვლისას დაინახა დაჭრილი გ--- ი---–-–---–ი და დარეკა 112-ში; მოწმეები: თ-------- კ------ე და გ---- გ-------- ასევე ადასტურებენ გასროლის ხმებს და ვერცხლისფერი ,,ჯიპის’’ შემთხვევის ადგილიდან წასვლას; დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული ლ---- წ---–---ს და გ---- ც----–---–ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2016 წლის 22 ნოებერს 22:40 საათზე ჭ-----------–ის ქუჩაზე შენიშნეს ვერცხლისფერი ,,ჯიპი’’, რომელსაც მართავდა ი-----–- ბ------–--- და მხოლოდ აღნიშნული ავტომანქანის წასვლიდან რამდენიმე წუთში გაიგონეს სროლის ხმა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა მხოლოდ ის, რომ გ--- ი---–-–---–ს, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენის დროს, უკვე მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რამაც საბოლოო ჯამში მისი გარდაცვალება გამოიწვია, მაგრამ ამ ქმედებისათვის ტ----–--- კ-------ის ბრალეულობა დადასტურებული ვერ იქნა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ტ----–--- კ-------ის და ი-----–- ბ------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდებათა დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. ისინი, მათ შორის პოლიციელთა ჩვენებები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს.

პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გამართლებულების: ტ----–--- კ-------ისა და ი-----–- ბ------–---ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ტ----–--- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნობის და ი-----–- ბ------–---ს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით დამნაშვედ ცნობის და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - მ-------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - მ-------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი ტ----–--- კ-------ისა და ი-----–- ბ------–---ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ტ----–--- კ-------ე (პირადი ნომერი 3----------) საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ტ----–--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ი-----–- ბ------–--- (პირადი ნომერი 0----------) საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ი-----–- ბ------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი მარინა ბ------–---ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო-----–---ის ქუჩა №-- (საკადასტრო კოდი 0---------------. 01/017) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული მართვის მოწმობის, პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარების ვალდებულება.

ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი მასრა, სისხლისმაგვარი ლაქები, დასაკეცი დანა, სიგარეტ ,,MARLBORO’’-ს გაუხსნელი კოლოფი, რ----- ა-------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ერთი ცალი მასრა, გ--- ი---–-–---–ის სხეულიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლითონის საგანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

შავი ფერის ხელჩანთა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გ--- ი---–-–---–ის სახელზე პ/ნ 3----------, შავი ფერის პასპორტის ჩასადები, შავი ფერის ტყავის საფულე, შავი ფერის მეხსიერების ბარათი და ორი ცალი ხატი, ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის მოწმობის სამი ცალი ქსეროასლი ერთ ფურცლად (ნონა ლ-------ს სახელზე გაცემული პ/ნ 2----------, ზ------ ლ-------ს სახელზე გაცემული პ/ნ 3----------, თ-------- კ------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის პ/ნ 3----------.), სს ,,თიბისი“ ბანკში განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, სს ,,თიბისი“ ბანკის ინტერნეტ კოდი, საქართველოს ბანკის განაცხადი საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული სამომხმარებლო კრედიტის შესახებ, ორი ცალი პასპორტის ჩასადები პარკი, სენაკის შპს „ა---------ს“ კლინიკის მედდა მ----- ბ--------ს მიერ წარმოდგენილი გ--- ი---–-–---–ის ტანსაცმელი- შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, შავი და თეთრი ფერის სანთებელა, “ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოყვითალო ფერის ფურცელი, ჯემპრი, მოწითალო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გ--- ი---–-–---–ის ოჯახს.

ტ----–--- კ-------ეს და ი-----–- ბ------–---ს განემარტოთ, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

ვერა დოლიძე