განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117001887801
№1/ბ-61-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ლ--- ბ---–-ას
ადვოკატის - გ---–- შ--–--ს მონაწილეობით
გამართლებ---–-ს - რ----- ს------ს მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- რ-----ის ძე ს------ს მიმართ, დაბადებ---–-: 1----–-–------ აგვისტოს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებ---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ფოთი, ს--------–--ს ქუჩა №55-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ს------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 11 ნოემბერს დაახლოებით 0930 საათზე, ქალაქ ფოთში, ლოლუასა და ჭანტურიას ქუჩების გადაკვეთაზე, ჭანტურიას ქუჩაზე რუსთაველის რკალის მიმართულებით, „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით H------, მოძრავმა რ----- ს------მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის “36.4 (გ), მუხლის მოთხოვნები კერძოდ: გზაჯვარედინზე არ დაუთმო გზა მარჯვნიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას და შეუჩერებლივ შევიდა გზაჯვარედინზე, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეეჯახა მარჯვენა მხრიდან - ლოლუას ქუჩაზე კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავ ზ------ ბ------ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ ვექტრა“-ს მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით S------, რომელმაც თავის მხრივ ასევე ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, გზაჯვარედინზე შესვლამდე არ დაემორჩილა საგზაო „სდექ“ ნიშანს და შეუჩერებლივ გააგრძელა სვლა გზაჯვარედინისკენ, რასაც მოყვა შეჯახება.
საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად „ოპელ ვექტრა“-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა ზ------ ბ------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, რ----- ს------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებ---–- დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ს--------–---ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ--- ბ---–-ას მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ----- ს------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ს--------–---ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ--- ბ---–-ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მსჯავრდებულ რ----- ს------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ---–- შ--–--ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებ---–- განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ------ ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს ტაქსიში ეჯდა მგზავრი, მოდიოდა ბაზრიდან და მოძრაობდა ლოლუას ქუჩაზე, ვერ შეამჩნია ჭანტურიას ქუჩიდან მომავალი ავტომანქანა და უკანა კარებთან დაეჯახა, მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანება არ მიუღია, არის გულით ავადმყოფი და გახდა ცუდად, რადგან ჰქონდა მაღალი წნევა, წაიყვანეს საავადმყოფოში, იქ რენტგენოგრაფია არ ჩაუტარებიათ, მან ნეკნების მოტეხილობა მიიღო ავტოავარიამდე 15 დღით ადრე დაცემის შედეგად და პატარა ფოთში მკურნალობდა ექიმბაშთან. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისი ბრალით და გადაიხადა ჯარიმის თანხა. დაკითხვის ოქმს არ გაცნობია, ისე მოაწერა ხელი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გ--–- ბ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ქალაქ ფოთში, ლოლუას ქუჩაზე გამოცხადდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. შემთხვევის ადგილზე იყო ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ლოლუას ქუჩაზე, საიდანაც ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანა იყო გამოსული, დგას ნიშანი-,,დაუთმე გზა“, ჭანტურიას ქუჩა არის ცალმხრივი მოძრაობის და მარეგულირებელი ნიშანი არ გააჩნია, მას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, ალკოტესტით შეამოწმა ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანის მძღოლი, ის იყო ასაკოვანი პიროვნება, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა მიღებ---–-.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შ--–-- ს-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს 14:00 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ ლოლუას და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას. ერთმანეთს იყო შეჯახებ---–- ,,ოპელ-ვექტრას“ და „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანები. კვალი რომ არ წაშლილიყო შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და გამომძიებელს დაეხმარა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სქემატურ ნახაზს მოაწერა ხელი. ჭანტურიას ქუჩა არის ცალმხრივი მოძრაობის, გადის რუსთაველის რკალზე და მარეგულირებელი ნიშანი არ გააჩნია, ლოლუას ქუჩაზე, საიდანაც იყო გამოსული ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანა, არის ნიშანი-დაუთმე გზა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ------- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ რადიოსადგურ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანას დაჯახებული იყო „ბმვ“-ს მარკის მესამე თაობის ავტომანქანა, რომლის მძღოლს არ ჰქონდა მიღებული დაზიანება, ხოლო ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანის მძღოლი გულმკერდს იტკიებდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ავტოავარია მოხდა გზაჯვარედინზე, ლოლუას ქუჩაზე, სადაც არის ნიშანი ,,დაუთმე გზა“, ხოლო ჭანტურიას ქუჩაზე მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი არ არის, ,,ოპელ ვექტრას მარკის ავტომანქანას დაზიანებ---–- ჰქონდა წინა მარცხენა კარი, რომელიც იყო ჩაჭედილი და მძღოლი ვერ გადმოდიოდა. „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანას დაზიანებ---–- ჰქონდა წინა მხარე.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ----- ქ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში უფროს გამომძიებლად. 2016 წლის 11 ნოემბერს მიიღო შეტყობინება, ქალაქ ფოთში, ლოლუას და ჭანტურიას ქუჩების კვეთაში, გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ნაწილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანას წინა სავალი ნაწილი, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შეადგინა სქემატური ნახაზი, ლოლუას ქუჩა ორმხრივია და გააჩნია საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა“, ჭანტურიას ქუჩაზე 300 მეტრის ფარგლებში ასეთი ნიშანი არ არის. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რის გამოც დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე დანიშნა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, საიდანაც გამოიკვეთა ორივე მძღოლის ბრალეულობა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ი----- ხ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაში, აცნობეს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და მან გადაამოწმა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი რ----- ს------ იყო თუ არა ფხიზელი, ლოლუას ქუჩას მარჯვენა და მარცხენა მხარეს გააჩნია ნიშანი - დაუთმე გზა, ჭანტურიას ქუჩა ცალმხრივი მოძრაობისაა და დგას ნიშანი მოძრაობა პირდაპირ.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს--------–-- ზემო სვანეთის სამმართველოს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და ფოთის კლინიკური ცენტრალური საავადმყოფოდან გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------ ბ------ს მიღებ---–- ჰქონდა ტრავმა მე-11 ნეკნის მოტეხილობის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ის არ არის ტრავმატოლოგი და იხელმძღვანელა მხოლოდ სამედიცინო ისტორიის ჩანაწერით, დაზიანება მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მაგრამ დაცემის თუ სხვა მიზეზით არის განვითარებული, პასუხის გაცემა არ შეუძლია, რადგან ამ საკითხის გასარკვევად საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, ასევე არ შეუძლია დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ პ----- ჯ--------ას ჩვენებით დადასტურებ---–-ა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა ,,ბმვ“-ს მარკის და ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანები, რომელთაც აღენიშნებოდა დაზიანებები საღებავის აფხეკით. აღნიშნული დაზიანების მექანიზმი დამახასიათებელია მკვრივ საგანთან შეჯახების და ურთიერთქმედების შედეგად.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი კ--- ქ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- ს------ს ბრალდების საქმეზე ჩაატარა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, გამოიკვლია წარმოდგენილი მასალები და მიიღო დასკვნა, რომ შეჯახებამდე ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილი მეორეხარისხოვანი გზიდან, ლოლუას ქუჩიდან შევიდა მთავარ გზაზე, გზაჯვარედინზე შესვლამდე ამ ქუჩაზე დგას საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა“, შესაბამისად ლოლუას ქუჩაზე მოძრავი ავტომობილებისათვის გზაჯვარედინი წარმოადგენს მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთას. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 36.4 (ა) მუხლის თანახმად არათანაბარი მნიშვნელობის გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად და მძღოლ ზ------ ბ------ს კანონის მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. „ბმვ“-ს მარკის ავტომობილის მძღოლი რ----- ს------ მოძრაობდა ჭანტურიას ქუჩაზე რუსთაველის რკალის მიმართულებით, ამ ქუჩაზე არ არსებობს მარეგულირებელი ნიშანი, შესაბამისად გზაჯვარედინი წარმოადგენს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთას, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 36.4 (გ) მუხლის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, შესაბამისად მას უნდა დაეთმო გზა ლოლუას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებისათვის და მასაც კანონის მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მიაჩნია, რომ მძღოლებმა თანაბრად დაარღვიეს მოძრაობის წესები, მაგრამ ორივე მძღოლის მხრიდან ვალდებულებათა შესრულების მექანიზმი არ იცის, ორივე ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მათი შემდგომი მოძრაობის რეგულირებაც თუ რომელმა ავტომობილმა გააგრძელოს პირველად სვლა მისთვის უცნობია. აღნიშნავს, რომ შეკითხვა ლოგიკურია, მაგრამ მას ამაზე პასუხი არ გააჩნია, რადგან ეს უნდა გაეთვალისწინებინა ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის სამსახურს.
2016 წლის 11 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქ. ფოთში, ჭანტურიას და ლოლუას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე, ჭანტურიას ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ნებადართულია ს--------–--ს ქუჩიდან რუსთაველის რკალის მიმართულებით, ლოლუას ქუჩაზე ჭანტურიას ქუჩის კვეთასთან გზაჯვარედინზე ორივე მხარეს დამონტაჟებ---–-ა საგზაო ნიშანი 2,4 ,,დაუთმე გზა’’, ჭანტურიას ქუჩაზე რუსთაველის რკალის მიმართულებით მარჯვენა მხარეს დგას ,,ოპელ-ვექტრას’’ მარკის სახელმწიფო ნომრით S------ ავტომობილი, იქვე გაჩერებ---–-ა „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით H------, ორივე ავტომობილი დაზიანებ---–-ა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებ---–-ა ,,ოპელ-ვექტრას’’ მარკის სახელმწიფო ნომრით S------ და „ბმვ“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით H------ ავტომობილები.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ს--------–-- ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2016 წლის 16 ნოემბრის №4----- დასკვნის შესაბამისად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „ბმვ“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით H------ ავტომანქანის და „ოპელ-ვექტრას“ მარკის სახელმწიფო ნომრით S------ ავტომანქანის დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულია. ავტომობილების პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 75-80 გრადუსს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ------ ბ------მ საავადმყოფოს მიმართა 11.11.2016 წელს 09:55 საათზე, გაეწერა იმავე დღეს 11:45 საათზე, დიაგნოზით გულმკერდის დაჟეჟილობა მარცხნივ, მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა მე-11 ნეკნის მოტეხილობა, რაც განვითარებ---–-ა მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2017 წლის 10 მარტის №1---- დასკვნით მძღოლ რ----- ს------ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 36.4(გ) მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მძღოლ ზ------ ბ------ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 36.4(გ) მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტნაციის სასამართლოს არ უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება რ----- ს------ს ბრალეულობა. პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებ---–- განაჩენის მოტივაციას და ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის №1---- ექსპერტიზის დასკვნაზე და ექსპერტ - კ--- ქ-----–--ის ჩვენებაზე. ექსპერტმა ვერ გასცა პასუხი შეკითხვას თუ რატომ უნდა გაჩერდეს ორივე სატრანსპორტო საშუალება არარეგულირებად გზაჯვარედინზე, ან ორივე ავტომობილის გაჩერების შემდეგ რომელმა უნდა განაგრძოს სვლა. ორი ურთიერთშემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილის გაჩერება ხდება მხოლოდ შუქნიშნით რეგულირებულ გზაჯვარედინზე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ს------ს ქმედებას არ უნდა მიესადაგოს 36.4 (გ) მუხლის მოთხოვნას, რადგან ლოლუას ქუჩაზე არსებული საგზაო ნიშანი ავალდებულებდა ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანის მძღოლს გზა დაეთმო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის, რისი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა რ----- ს------ს და შესაბამისად მას საფრთხის საფუძველი არ გააჩნდა, რასაც ადასტურებს მისი მხრიდან ავტოავარიის თავიდან აცილების მიზნით მკვეთრი დამუხრუჭება (მოულოდნელობის ეფექტი), მაგრამ მათ შორის მანძილის სიმცირის გამო მისსავე სამოძრაო ზოლზე შეჯახება, რადგან ის დარწმუნებული იყო, რომ მას ჰქონდა უპირატესი მოძრაობის უფლება.
პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დადგინდებოდა რ----- ს------ს მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, მხოლოდ ამ მტკიცებულების საფუძველზე შეუძლებელი იქნებოდა პირის დამნაშავედ ცნობა, რადგან დაზარალებულმა ზ------ ბ------მ სასამართლოში დაკითხვისას უარყო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანების მიღების ფაქტი და აღნიშნა, რომ მას დაზიანება არ მიუღია ავტოავარიის შედეგად. გულით ავადმყოფობის გამო გახდა ცუდად და წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისთვის რენტგენოგრაფია არ ჩაუტარებიათ და ნეკნის მოტეხილობა ავტოავარიამდე 15 დღით ადრე, დაცემის შედეგად მიიღო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა 2016 წლის 16 ნოემბერს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15/12-2016 წლის მომართვით ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტმა მოითხოვა ზ------ ბ------სათვის გადაღებ---–- რენტგენოფირი და გულ-მკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დასკვნა, რომელიც როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გამომძიებლის მიერ გაიგზავნა 2016 წლის 21 დეკემბერს, რის შემდეგ გაიცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნული საეჭვოს ხდის 2016 წლის 11 ნოემბერს ზ------ ბ------სთვის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას, ხოლო ამ ეჭვის გასაბათილებლად ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და რაც მთავარია, რენტგენოფირის ასლი და რენტგენოლოგიური გამოკვლევის დასკვნა არ ერთვის ზ------ ბ------ს სამედიცინო დოკუმენტაციას, მტკიცებულებად არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოშიც, შესაბამისად ის ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული, ასევე არ დაკითხულა ექიმ-ტრავმატოლოგი, ხოლო სასამართლო სამედიცინო ექსპერტის განმარტებით მას არ შეუძლია დაზიანების ხანდაზმულობის ვადის დადგენა.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებ---–-ა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებ---–-ა სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
აქვე სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებ---–- დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის, შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში საქმის სასამართლოში განხილვის დროს უტყუარად დადგენილი ვერ იქნა რა ვითარებაში მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ზ------ ბ------მ: შემთხვევამდე თხუთმეტი დღით ადრე, როგორც თვითონ სასამართლოზე განმარტა, თუ გაცხადებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებ---–-ს სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მეცამეტე ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებ---–- და სამართლიანი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებ---–-ა, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებ---–- ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებ---–- უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებ---–- განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ----- ს------ს ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო რ----- ს------ უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ლ--- ბ---–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი რ----- ს------ს მიმართ დარჩეს უცვლელად:
რ----- ს------ ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
რ----- ს------ს საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებ---–- ზიანის ანაზღაურება.
ზ------ ბ------ს კუთვნილი „ოპელ ვექტრა“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მას, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს ზ------ ბ------ს.
რ----- ს------ს კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით H------, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მას, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს გამართლებულ რ----- ს------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე