განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
020100118002609709
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-84-2019 წელი

№ 020100118002609709

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- პ-----ს,ადვოკატის – რ----- მ-----–--ს,გამართლებულის – მ--–---- ბ-------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა მ--–---- ბ-------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ--–---- ბ-------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ს------------------------–-----–-------–ში, ზუგდიდის რაიონუ-ლი სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

მ--–---- ბ-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო არა-სრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და სის-ტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს შსს სსიპ დ-–--------–-–იის დეპარტამენტის რ--------------------ის და-ცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების დ-----–---------------–-------–-----------------------ის დაცვის განყოფილების უ-–-------------------- მ--–---- ბ------- 2----–-–-დან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფ-------–- ხ--–--ესთან. 2018 წლის დასაწყისიდან 2018 წლის 02 აგვისტომდე, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს, მ--–---- ბ------- ფ-------–- ხ--–--ის მისამართით ახორციელებდა ფიზიკურ ძა-ლადობას და სისტემატურად აყენებდა მას შეურაცხყოფას. 2018 წლის 02 აგვისტოს, და-ახლოებით 20:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- ბ-------მ ს------------------------–-----–-------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისი არასრულწლოვა-ნი შვილის, ბ-------- ბ-------ს თანდასწრებით, ფ-------–- ხ--–--ეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რასაც თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხეულზე მიაყენა დარტყმა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ--–---- ბ-------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ----- პ-----მ, რომელიც ითხოვს მ--–---- ბ-------ს მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შე-საბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მართა-ლია დაზარალებული ფ-------–- ხ--–--ე უარყოფს ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ფაქტს, ასევე უთითებს, რომ არ განუცდია ფიზიკური ტკი-ვილი და ტანჯვა, თუმცა სასამართლომ მისი ჩვენება სათანადოდ შეფასების გარეშე გაიზიარა და გამოიტანა არასწორი დასკვნა. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს მის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტს. სხეულზე არსებული დაზიანებები კი უდავოდ დაკავშირებულია ფიზიკურ ტკივილთან. ამასთან ფ-------–- ხ--–--ემ გამოძიე-ბის მიმდინარეობისას არაერთხელ მიუთითა გამომძიებელთან, რომ მას მარცხენა ხელ-ზე მიაყენა დაზიანება მ--–---- ბ-------მ. ამავეს უთითებს იგი სასწრაფო სამედიცინო პერსონალთან და უფრო მეტიც, ამის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებულია სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერში, სადაც ჩანს თუ როგორ უთითებს ფ-------–- ხ--–--ე მეუღლის მხრიდან მის მიმართ მარცხენა ხელის არეში განხორციელებული ძალადობის შესახებ.

სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ის გარემოება, თითქოს ზ------ ბ-------მ ხელი მოჰკიდა დაზარალებულს და ამ დროს არ გამორიცხავს დაზიანების მიღების ფაქტს.

სასამართლომ გაიზიარა ის გარემოებას, რომ დაზარალებულმა განაცხადა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ, თუმცა სასამართლო ამას ხსნის დაზა-რალებულის მითითებით, თითქოს მისთვის მოულოდნელი იყო პოლიციის თანამ-შრომლების მოსვლა და არ იცის რა განაცხადა. დაზარალებულის აღნიშნული განცხა-დება არის აბსურდული, რადგან მოულოდნელ გარემოებას არ შეუძლია ადამიანს უბიძგოს იქით, რომ მან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს არარეა-ლური ფაქტების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის საუბარი, როგორც არის ამ შემთხვევაში დაზარალებული, არ შეიძლება იყოს უნებლიე, თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როცა საუბარი ვითარდება მოულოდნელ გარემოებებში.

ასევე სასამართლო სამხრე ვიდეო კამერის მეშვეობით განხორციელებულ ჩანაწერს მი-იჩნევს როგორც უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა მ--–---- ბ-------მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებლეს, პროკურორ დ----- პ-----ს, რომელიც ითხოვს მ--–---- ბ-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამ-ტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

– გამართლებულ მ--–---- ბ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ----- მ------–--ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ფ-------–- ხ--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2----–-–-ს 15 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ--–---- ბ-------სთან, ჰყავთ ერთი შვილი და ცხოვრობენ მეუღლის მშობლებთან ერთად, განიცდიან მატერიალურ სიდუხჭირეს, უნდა მეუღლესთან ერთად თავისი მშობლების სახლში, ს-----------ში საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ დედამთილი არის წინააღმდეგი, რის გამოც მასთან აქვს კონფლიქტი, მ--–---- ბ------- მუშაობს, არის მზრუნველი მამა და ბავშვს არაფერს აკლებს, 2018 წლის 02 აგვისტოს მისმა შვილმა აიღო ძირს დაგდებული ატამი, ის გაუწყ-რა, ბავშვმა დაიწყო ტირილი, მეუღლეს ეგონა, რომ ცემა და გაუბრაზდა, ეს იყო მხო-ლოდ სიტყვიერი შელაპარაკება, მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მათ შო-რის კონფლიქტი არასდროს ყოფილა, ოთხი წლის განმავლობაში ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამს, მეზობლებთან შევიდა მატერიალური პრობლემების გამო განერვიულებული, სადაც დაამშვიდეს და როდესაც დაბრუნდა სახლში პოლიციის თანამშრომლები იმყო-ფებოდნენ, რომელიც მამამისს გამოუძახებია გაუგებრობის გამო, მათ მოჰყვა სასწრაფო დახმარებაც, დამამშვიდებელი დაალევინეს, შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში და დაკით-ხეს, ის იყო შეშინებული, რადგან იქ მკაცრად ექცეოდნენ, არ იცის ოქმში გამომძიებელმა რა დააფიქსირა, არ ეთანხმება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, ძალით ჩაუტარეს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ითხოვს მ--–---- ბ-------ს გათავისუფ-ლებას, რადგან მას ძალადობა არ ჩაუდენია და ტკივილი არ მიუყენებია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე----- ბ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მისცა ჩვენება თავისი ახლო ნათესავის – შვილის მ--–---- ბ-------ს წინააღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა ფ------ კ---------ემ და ზ------ ხ--–--ემ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მ--–---- ბ------- იყო მათი სიძე და ოჯახის წევრი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ ბ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ--–---- ბ------- არის მისი შვილი, 2018 წლის 02 აგვისტოს საღამოს დაინახა, რომ მისი მეუღლე იყო წაქცეული, რძალს სკამი ეჭირა და გამოგლიჯა ხელიდან და მეორე ხელი ჩაავლო მკლავზე, მან გა-მოსტაცა ხელი და ბავშვთან ერთად მეზობელთან გაიქცა, მ--–----ი შემდეგ გამოვიდა სახლიდან, ნახევარ საათში პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური მოვიდა, ფ--------–-- წნევა გაუზომეს და პოლიციაში წაიყვანეს, მის მეუღლესაც აღმოუჩინეს დახმა-რება, მაგრამ ცოტა ხანში პოლიციელებმა წაიყვანეს მ--–---- ბ-------ც, დაუბარეს, რომ დაკითხავდნენ და გამოუშვებდნენ. მის შვილს რძალთან არასოდეს უჩხუბია, ის ოჯახის კაცია, რძალს დედამთილთან ჰქონდა დავა, რადგან ს-----------ში უნდოდა საცხოვრებ-ლად გადასვლა, რასაც მისი მეუღლე ეწინააღმდეგებოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე---–- ყ------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს საღა-მოს ფ-------–- ხ--–--ემ ბავშვთან ერთად შეირბინა მის სახლში, თქვა, რომ დედამთილი ეჩხუბებოდა, რადგან არ უნდოდა მათთან ცხოვრება და ს-----------ში სურდა ქმარ-შვილთან ერთად ყოფნა. ფ-------–-ს არ უთქვამს მისთვის, რომ მ--–---- ბ-------მ მიაყენა შეურაცხყოფა, მათ შორის იყო კარგი ურთიერთობა და დაპირისპირებას ადგილი არას-დროს ჰქონია, დედამთილს ვერ უგებს ფ-------–- და მასთან აქვს მხოლოდ უკმაყოფი-ლება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ--–------- ი------ განმარტავს, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს საღამოს მეუღლეს-თან, ე---–- ყ------თან ერთად იმყოფებოდა სახლში, შემოირბინა ფ-------–- ხ--–--ემ, ტიროდა და თქვა, რომ ეჩხუბა დედამთილს, შემდეგ ფ-------–- წაიყვანეს პოლიციის თა-ნამშრომლებმა, მოგვიანებით მათთან სახლში მყოფ მ--–---- ბ-------ს დაუძახეს პოლი-ციელებმა, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს, არ ეგონა, რომ დაკავებული იყო. ის ცხოვ-რობს მ--–---- ბ-------ს მეზობლად, 50 მეტრში, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება არას-დროს გაუგია და არც ფ-------–-ს უთქვამს მათ შორის კონფლიქტის შესახებ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--- ჩ-------- თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს სენაკის პოლიციის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება ს------------------------–-----–--------–ში ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მეზობლების სახლიდან ბავშვთან ერთად გად-მოვიდა ფ-------–- ხ--–--ე და განმარტა, რომ ცემა მეუღლემ და ეს არ იყო პირველი შემ-თხვევა, მათ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ფ-------–- ხ--–--ე წაიყვანეს პოლიციაში, შემდეგ დაბრუნდნენ და მ--–---- ბ------- დააკავეს, რომელიც ამბობდა, რომ არაფერი მომხდარა, მეუღლისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება. დაკავების ოქმი შეადგინეს ადგილზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ-–- ლ-–-------მ ანალოგიურად განმარტა ჩვენების მიცემისას და დამატებით აღნიშნა, რომ გ------- ჩ--------სთან ერთად მივიდა მ--–---- ბ-------ს სახლში, მეზობ-ლების სახლიდან კივილით გადმოვიდა ფ-------–- ხ--–--ე, უთხრა მათ, რომ მეუღლემ ბავშვის თანდასწრებით ცემა და „ებლატავება“, რადგან პოლიციელია. ამბობდა, რომ იყო ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების სამსახური, შემდეგ ფ-------–- წაიყვანეს პოლიციაში, რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ და დააკავეს მ--–---- ბ-------, ალკოტეს-ტით შეამოწმეს, ის იყო ნასვამი, დაკავების ოქმი შეადგინეს საცხოვრებელი სახლის მისა-ღებ ოთახში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-------– შ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამე-დიცინო სამსახურში ექიმად, 2018 წლის 02 აგვისტოს გამოიძახეს ს-------------------------–-----–-------–ში, დაზარალებული გადმოვიდა მეზობლის სახლიდან და თქვა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, გაუსინჯეს პულსი და მისცეს დამამშვიდებელი წა-მალი, შეადგინა სამედიცინო ბარათი, მას დაზიანება მკლავზე ვიზუალურად არ ჰქონდა და არც ნაკაწრი ეტყობოდა. დედამთილსაც გაუწიეს დახმარება, მას წნევა ჰქონდა მაღა-ლი, წელს და ფეხს იტკიებდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ც---- კ----–--მ და აღნიშნა, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს გამოძახებით მივიდნენ სოფელ ა---–-------–ში, ფ-------–- ხ--–--ე იყო აღელვებული, პულსი ჰქონდა აჩქარებული და მისცეს დამამშვი-დებელი, ამბობდა, რომ ოჯახში ჰქონდა კონფლიქტი, ქმარი ამშვიდებდა და თხოვდა დაწყნარებას, ოჯახის დიასახლისსაც გაუწიეს დახმარება, გაუკეთა ინექცია და შეამჩნია, რომ ბარძაყზე ჰქონდა სილურჯე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სა-ხით დაკითხვისას განმარტა, რომ ფ-------–- ხ--–--ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექს-პერტიზა, ტანსაცმლით დაუფარავი ადგილები შეუმოწმა, დაზარალებულს პირადი გა-სინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრი და სისხლნაჟღენთების სახით, რომე-ლიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშ-ლელად. სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ წარმოედგინათ ექსპერტიზის დასკვნის გა-ცემისას გაიზიარებდა, დაზიანება, რომ ჰქონოდა ექიმი შეამჩნევდა, ფ-------–- ხ--–--ემ თვითდაზიანება მიიღო თუ არა, დადასტურება არ შეუძლია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე რ----- გ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სენაკის პოლიციის სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად, 2018 წლის 02 აგვისტოს ზ------ ხ--–--ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, მორიგე ჯგუფი გავიდა მ--–---- ბ-------ს სახლში და წარმოადგინეს ფ-------–- ხ--–--ე, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დააკავეს მ--–---- ბ-------, დაკითხა მოწმეები, გაირკვა, რომ მოძალადე იყო დ-–--------–-–იის თანამშრომელი, მოიპოვა ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით ქვემდებარეობით გადაიგზავნა საქმე. ფ-------–- ხ--–--ის გამოკითხვა მიმდინარეობდა მშვიდ და ნორმალურ პირობებში, მისი განმარტება ცდომილების გარეშე ასახა ოქმში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა------- კ-------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს გენერალური პროკურატურიდან გამოძიების ჩატარების მიზნით, ქვემდებარეობით შე-მოვიდა საქმე მ--–---- ბ-------ს მიმართ, რომელიც ბრალდებულის სახით მისცა პასუ-ხისგებაში და გამოკითხა ბრალდებული და მისი მშობლები, დაზარალებულის დედა ფ------ კ---------ე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალი, დანიშ-ნა ფსიქოლოგიური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, გამოითხოვა მასალები სსიპ 112-დან და სენაკის პოლიციიდან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მ--–---- ბ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მის მიმართ შერაცხულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–-ს სექტემ-ბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფ-------–- ხ--–--ესთან, ჰყავთ ერთი შვილი – ბ-------- ბ-------, 2018 წლის 02 აგვისტოს 12:00 საათზე დაბრუნდა სამსახური-დან, ცოტა ნასვამი იყო, ბავშვი ჭამდა მიწაზე დაგდებულ ხილს და შენიშვნა მისცა მე-უღლეს, შემდეგ დაიძინა და გამოაღვიძა ფ-------–-მ, კონფლიქტი ჰქონია დედასთან, შემდეგ ის გადავიდა მეზობლის სახლში, ცოტა ხანში მოვიდა სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია, უთხრეს, რომ შეტყობინება ჰქონდათ მიღებული ძალადობის ფაქტზე. ფ-------–- პოლიციას არ ელოდა და აფორიაქდა, ჯერ მისი მეუღლე წაიყვანეს პოლიციაში, შემდეგ თვითონ, სადაც დააკავეს, მას მეუღლესთან აქვს კარგი ურთიერ-თობა, კონფლიქტი არ ჰქონია და არც არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ შეესწრო რძალ-დედამთილის დაპირისპირებას და ცდილობდა სიტუაციის გან-მუხტვას, მიზეზი იყო ფ-------–-ს სურვილი, რომ ს-----------ში ეცხოვრათ და იმ დღესაც ამის გამო მოხდა კონფლიქტი, რადგან დედა არის წინააღმდეგი, ითხოვს გამართლებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაცვის მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული მოწმე ლ-------- ბ-------მ ჩვე-ნების მიცემისას განმარტა, რომ მ--–---- ბ------- არის მისი ძმისშვილი, მას მეუღლესთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია, ფ-------–- ხ--–--ეს ს-----------ში უნდა ცხოვრება, რასაც არ თმობს დედამთილი – ე----- ბ------- და ეს არის რძალ-დედამთილს შორის უთანხ-მოების მიზეზი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა---- წ---–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ--–---- ბ------- არის მისი მა-მიდაშვილი, მას მეუღლესთან აქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ მისი ცოლი ეჩხუბება მამიდამისს, ამის თაობაზე ლაპარაკიც ჰქონდა მ--–---- ბ-------სა და ფ-------–- ხ--–--ეს-თან, რადგან არ უნდოდა რძალი მამიდას მოქცეოდა ცუდად.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ გ------–ი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ცხოვრობს მ--–---- ბ-------ს მე-ზობლად, 2018 წლის 2 აგვისტოს სამსახურიდან ბრუნდებოდა და მეზობლებისგან გაი-გო, რომ ე----- ბ------- იყო ცუდად და შევიდა სანახავად. ფ-------–- ხ--–--ე მ--–---- ბ--------ს თხოვდა წასულიყვნენ ს-----------ში, ის იყო აფორიაქებული, ეტყობოდა, რომ ეშინოდა დედამთილი არ მომკვდარიყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს ე----- ბ-------ს, მას არ უნახავს ფ-------–- ხ--–--ე როდის წაიყვანა პოლიციამ, ხოლო მ--–---- ბ------- ე---–- ყ------ის სახლიდან წაიყვანეს და იქ ოქმი არ შეუდგენიათ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--- ჩ----------------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს მ--–---- ბ--------ს მეზობლად, ცოლ-ქმარს აქვთ კარგი ურთიერთობა, მაგრამ დედამთილთან ხშირად აქვს მ--–----ის მეუღლეს უთანხმოება, რადგან არ სურს მათთან ერთად ცხოვრება. 2018 წლის 02 აგვისტოს შვილიშვილმა აჩვენა მის ტელეფონში SMS, სადაც ფ-------–- დე-დამისს წერდა, რომ დედამთილთან იჩხუბა და არ უნდოდა მათთან ცხოვრება, შემდეგ მეზობლებისგანაც გაიგო რძალ-დედამთილს შორის ჩხუბის შესახებ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტუ-რებულია, რომ საქართველოს შსს სენაკის რაიონულ სამმართველოში 2----–-–----------------ს დაიწყო გამოძიება მ--–---- ბ-------ს მიერ მეუღლის ფ-------–- ხ--–--ის მიმართ ძალადობის ფაქტზე.

(ტომი I, ს.ფ .1)

საქმეში არსებული, 2----–-–------------------------------- ქორწინების აქტის ჩანაწე-რით დადასტურებულია, რომ ფ-------–- ხ--–--ე და მ--–---- ბ------- იმყოფებიან რეგის-ტრირებულ ქორწინებაში.

(ტ.1, ს.ფ. 122)

საქმეში არსებული, 2----–-–----------------------------- დაბადების აქტის ჩანაწერით დადასტურებულია, რომ მ--–---- ბ-------ს და ფ-------–- ხ--–--ეს 2014 წლის 23 აგვის-ტოს შეეძინათ შვილი ბ-------- ბ-------.

(ტ.1, ს.ფ.124)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 14 აგვისტოს №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით 2018 წლის 03 აგვისტოს ჩატარებული პირადი შემოწმებისას ფ-------–- ხ--–--ეს სხეულზე გარეგნუ-ლად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაკაწრის სახით, დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებულია მახვილი საგნის წვე-რით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითა-რებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

(ტ.1, ს. ფ. 213 -216)

საქმეში არსებული, 2018 წლის 24 აგვისტოს დათვალიერების ოქმის თანახმად ს---------–-------------------------–--- პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიე-ბელმა ა------- კ-------მა დაათვალიერა 1 ცალი DVD დისკი, ჩანაწერში ფიქსირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ავტომობილები, ეზოში ისმის ქალის შეძახილი „მე არ მეშინია შენი ფორმის“, ფ-------–- ხ--–--ის განმარტებით ოჯახში გა-მუდმებით არის კონფლიქტური სიტუაცია და მისმა მეუღლემ სცემა და ითხოვს საა-ვადმყოფოში გადაყვანას.

(ს.ფ 229-230)

საქმეში არსებული, 2018 წლის 02 აგვისტოს სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქ-მით მ--–---- ბ-------ს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე 1,735 %.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მ--–---- ბ-------ს უდანაშაულოდ ცნო-ბისა და გამართლების შესახებ.

ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა მ--–---- ბ-------ს მიერ ფ-------–- ხ--–--ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩა-დენაში და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღ-მა სტანდარტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფ-------–- ხ--–--ის ჩვენებას, სადაც მ,ან კატეგო-რიულად გამორიცხა მ--–---- ბ-------ს მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან ასეთს არც არასოდეს ჰქონია ად-გილი. რომ მას კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან და 2018 წლის 2 აგვისტოს, სწორედ მასთან - ე-----ი ბ-------სთან მოუვიდა უთანხმოება.

ფ-------–- ხ--–--ის ჩვენებას ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული ე---–- ყ------ი და ვ--–------ ი------ - მ--–---- ბ-------ს მეზობლები. ისინი მართალია არ არიან შემ-თხვევის უშუალო თვითმხილველნი, მაგრამ ადასტურებენ, რომ ფ-------–- ხ--–--ე, 2018 წლის 2 აგვისტოს, ტირილით შევიდა მათთან და განაცხადა, რომ დედამთილთან - ე-----ი ბ-------სთან მოუვიდა კონფლიქტი.

რძალ-დედამთილს შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობაზე მიუთითებს მო-წმის სახით დაკითხული ზ------ ბ------- - მ--–---- ბ-------ს მამა. იგი თავად შეესწრო იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, მისი მეუღლე იყო წაქცეული, რძალს სკამი ეჭირა ხელში, რომელიც გამოგლიჯა (ზ------ ბ-------მ) ხელიდან და მეორე ხელი ჩაავლო მკლავზე. ფ-------–-მ გაითავისუფლა ხელი და ბავშვთან ერთად მეზობელთან გაიქცა, მ--–----ი შემდეგ გამოვიდა ოთახიდან.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმის სახით დაკითხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთნის - ც---- კ----–--ს ჩვენებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ როდესაც 2018 წლის 02 აგვისტოს გამოძახებით მივიდნენ სოფელ ა---–-------–ში, ფ-------–- ხ--–--ე იყო აღელვებული, პულსი ჰქონდა აჩქარებული და მისცეს დამამშვიდებელი. ამბობდა, რომ ოჯახში ჰქონდა კონფლიქტი, ქმარი ამშვიდებდა და თხოვდა დაწყნარებას. დახმარება გაუწიეს ოჯახის დიასახლისსაც - ე-----ი ბ-------ს. როდესაც მას ინექციას უკეთებდა შეამჩნია, რომ ბარძაყზე ჰქონდა სილურჯე.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო-სამედიცი-ნო ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც მითითებულია, რომ ფ-------–- ხ--–--ეს სხეულ-ზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაკაწრის სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდე-გებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 2 აგვისტოს, სააპელაციო პა-ლატა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გა-რემოებებზე:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა ექსპერიზის დასკვნის ავტორი, ექს-პერტი გ------- გ-------–-–---–ი, რომელმაც აჩვენა, რომ დაზარალებულ ფ-------–- ხ---–--ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის და სისხლნაჟღენ-თების სახით, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯან-მრთელობის მოუშლელად. მისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. რომ წარედგინათ, რა თქმა უნდა, გაიზიარებდა ექსპერტიზის დასკვნის გაცემისას, რადგან ფ-------–- ხ--–--ეს დაზიანება რომ ჰქონოდა, ექიმი ამას აუცილებლად შეამჩნევდა. თუ სამედიცინო ჩანაწერებში არ იქნებოდა დაზიანებები, ეს გავლენას იქონიებდა ექსპერტი-ზის დასკვნაში მის მიერ მითითებულ ხანდაზმულობაზე.

მოწმის სახით დაკითხულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა გ-------– შ------–--მ კი ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ როდესაც 2018 წლის 02 აგვისტოს გამო-ძახებით მივიდა ს------------------------–-----–-------–ში, დაზარალებულს მისცეს და-მამშვიდებელი წამალი. შეადგინა სამედიცინო ბარათი. ფ-------–- ხ--–--ეს დაზიანება მკლავზე ვიზუალურად არ ჰქონდა და არც ნაკაწრი ეტყობოდა.

ამდენად, უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება სასამართლო-სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც მ--–---- ბ-------ს ბრალის მადსტურებელ გა-რემოებაზე, რადგან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ დასტურდება, თუ ვისგან და როდის მიიღო ეს დაზიანება ფ-------–- ხ--–--ემ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მ--–---- ბ-------ს მიმართ წარდგენილი ბრა-ლდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ--–---- ბ-------ს მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი მ--–---- ბ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნ-და დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გამამართლებელი განა-ჩენი მ--–---- ბ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

მ--–---- ბ------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მ--–---- ბ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამარ-თლის იურიდიული პირი 112-დან გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი 1 ცალ СD- დისკ-ზე და საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოგ-ზავნილი სამხრე კამერის ჩანაწერი 1 ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

მ--–---- ბ-------ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili