განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-29-2020 წელი
№020100119003270544
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
12 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ-–- მ-------–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ-–- მ-------–--, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებუ-ლი გ--–--------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ------------–-------------------------ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გა-ნაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
ლ-–- მ-------–--ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამო-იწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თან-დასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამო-იწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ- ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ლ-–- მ-------–-- 2004 წლის 17 აპრილიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----–- ბ-------სთან, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი 2----–-–-----------------ს დაბადებული ქ------- მ-------–--, 2----–-–---------------–ს დაბადებული თ------ მ-------–-- და 2----–-–-----------ს დაბადებული ს-------- მ-------–--.
ლ-–- მ-------–--მ 2019 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ------------–-------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზა-რეულო ოთახში ყოფნისას, ნახა რა მის მეუღლესთან თ----–- ბ-------სთან, წინა დღით ქო-რწილში გადაღებულ ფოტოსურათზე გამოსახული უცხო მამაკაცი, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე, სახეში, მარცხენა ლოყაზე გაარტყა ხელი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები – ქ-------, თ----- და ს-------- მ-------–---ი, რამაც თ----–- ბ--------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2019 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლ-–- მ-------–--მ წინა დღით და-წყებული ეჭვიანობის ნიადაგზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, იძალადა მე-უღლეზე - თ----–- ბ-------ზე, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე გაარტყა ხელი სახეზე, მარ-ცხენა ლოყაზე, რის შემდეგ თ----–- ბ-------მ მას გააჩერებინა მანქანა ქ. ზუგდიდში მდე-ბარე ი------–--------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე და წავიდა ი------–--------–ის უკან მდებარე „სკეიტპარკის“ მიმართულებით, სადაც მას დაეწია ლ-–- მ-------–-- და სახის არე-ში მარჯვენა ლოყაზე გაარტყა ხელი, შემდეგ თმაზე მოქაჩა და წააქცია. ლ-–- მ-------–--მ იმავე დღეს დაახლოებით 12:00 საათზე კვლავ იძალადა მეუღლეზე თ----–- ბ-------ზე, ქ------------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ თ-----–- ბ-------ს მისაღებ ოთახში კვლავ გაარტყა ხელი სახეზე, მარცხენა ლოყაზე, რამაც თ-----–- ბ-------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ლ-–- მ-------–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნა-წილით წარდგენილ ბრალდებებში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ლ--- ბ---–--მ, რომელიც ითხოვს ლ-–- მ-------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლების სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაცვის მხარემ სადავოდ არ გა-ხადა და პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებად სცნო 2019 წლის 27 სექტემბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თ----–- ბ-------ს სხეულზე გარეგ-ნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, დაზიანება განვითარებულია რა-იმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზია-ნებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდე-გება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელი თ----–- ბ-------ს განმარტე-ბით 2019 წლის 24 სექტემბერს მეუღლემ ლ-–- მ-------–--მ ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა და გამოკვლელული იქნა ნოტა-რიული წესით დამოწმებული დაზარალებულ თ----–- ბ-------ს განცხადება, რომელშიც თვითონ თ----–- ბ------- აღნიშნავს, რომ „იგი არ აპირებს მეუღლის ლ-–- მ-------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ვინაიდან აპატია და შეურიგდა ამ უკანასკნელს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ლ-–- მ-------–--სთან. ეს ასევე დაუ-დასტურა სამედიცინო ექსპერტს. მასზე მეუღლის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი ფი-ზიკური ზიანის არსებობა კი დადასტურებილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
მოწმეებმა პ------ თ--------მ, მ-------- ე------მ და ნ-----–- ღ-----მ ჩვენებებში დაადას-ტურეს, რომ 2019 წლის 24 სექტემბერს ლ-–- მ-------–--ს მშობლებისგან გაიგეს, რომ ლ-–-ს და მის მეუღლეს თ----–- ბ-------ს შორის მომხდარა ოჯახური კონფლიქტი და ლ-–-ს თა-ვისი მეუღლისთვის თ----–-სთვის მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა, რის გამოც თ----–-ს დაურეკავს 112-ზე და უთხოვია პოლიციის დახმარება, რის გამოც ლ-–- დაუკავებიათ.
მოწმე დ-------- შ-------მ და ლ---- თ-------მ თავის ჩვენებებში დაადასტურეს, რომ შე-ტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ გ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ქალბატონი თ----–- ბ-------, ასევე ამ უკანასკნელის დედამთილი ი-----–--- მ-------, მამამთილი მ------- მ-------–-- და რამდე-ნიმე წუთში მოვიდა თ----–- ბ-------ს მეუღლე ლ-–- მ-------–--. თ----–- ბ-------მ გა-მოკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 23 სექტემბერს მისმა ქმარმა ლ-–- მ-------–--მ სახლში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, მისი არასრულწლოვანი შვილების ს--------, თ----- და ქ------- მ-------–---ის თანდასწრებით. ასევე მისმა მეუღლემ 2019 წლის 24 სექტემბერს თავიანთი ავტომანქანით ქ.ზუგდიდში მგზავრობისას ისევ იძალადა მასზე, ხელი გაარტყა ლოყაზე, შემდგომ ლ-–- მ-------–--მ ქ.ზუგდიდში ი------–--------–ის უკანა ტერიტორიაზე მას კვლავ ხელი გაარტყა ლოყაზე, ხოლო შემდეგ მის დედამთილის ი-----–--- მ-------ს და მულის ი--- მ-------–--ს წინაშე მოქაჩა თმებზე, რის შედეგადაც დაეცა, ასევე იმავე დღეს სახლში მოსვლის შემდეგაც მარტო ყოფნისას ლოყაზე ისევ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შემდეგაც ლ-–- მ-------–-- ბრალდებულის სახით ადგილზე იქნა დაკავებული.
მოწმე გ--–- მ-----მ და დ----- შ-----–--მ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ 2019 წლის 24 სექტემბერს სამსახურში ყოფნისას, რომელიც მდებარეობს ქ-----------–-----------------------ში მდებარე ი------–--------–ის შენობის მესამე სართულზე, მათი სამსახურის უკანა მხარეს არსებულ ეზოში ყოფნისას დაახლოებით 90-100 მეტრის მოშორებით დაინახეს, რომ ი------–--------–ის უკან მდებარე „სკეიტპარკის“ გვერდით იყო ხმამაღალი საუბარი, მაგრამ რა თემაზე საუბრობდნენ არ ისმოდათ, დაახლოებით 20 მეტრში მიახლოებისას დაინახეს, რომ ორმა ქალმა სკამზე დასვა ახალგაზრდა სუსტი აღნაგობის გოგო, რომელსაც თავზე ადგა ახალგაზრდა ასევე სუსტი აღნაგობის მამაკაცი, დ-----მა დაუძახა მათ შორი-დან, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთო, რა დროსაც ის ახალგაზრდა ბიჭი წამოვიდა მათკენ და ხელით ანახა არაფერიო, ოჯახური ამბავიაო, ისინი შორიდან ხედავდნენ, რომ ის გოგონა, რომელიც იჯდა სკამზე ტიროდა ხოლო ის ორი ქალი ამშვიდებდა მას.
დაზარალებული და მოწმეები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი, როგრც წესი, მაქსიმა-ლურად ცდილობენ მსგავსი ფაქტები არ გახმაურდეს და ცნობილი არ გახდეს საზოგადოე-ბისათვის, რათა თვითონ, ან მათი ოჯახის წევრები – ხშირ შემთხვევაში მეუღლეები, არ გახდნენ საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტები, ამით თითქოს ოჯახის ღირსების დაცვას ცდილობენ და საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ ასევე ოჯახის სხვა წევრების სიცოცხ-ლესა და ჯანმრთელობას. მსგავს შემთხვევებში დამნაშავე პირებს უვითარდებათ დაუსჯე-ლობის სინდრომი, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ დაზარალებულები-მეუღლეები, შვილები, მშობლები მათ ხელს გადააფარებენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შესა-ხებ არ განუცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებს.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ლ-–- მ-------–--ს ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა კ------- ტ--------მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკ-მაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა თ----–- ბ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მის-თვის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის, ლ-–- მ-------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------- მ-------–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საპ-როცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის – ლ-–- მ-------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი-----–--- მ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საპ-როცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის – ლ-–- მ-------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი--- მ-------–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საპრო-ცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ძმის – ლ-–- მ-------–--ს წინა-აღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- მ-------–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის სა-პროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ძმის – ლ-–- მ-------–--ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
არასრულწლოვანმა მოწმეებმა ქ------- მ-------–--მ და თ----- მ-------–--მ ასევე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – მამის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ლ-–- მ-------–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მი-ნიჭებული დუმილის უფლებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2019 წლის 27 სექტემბ-რის №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად თ----–- ბ-------ს სხეულ-ზე აღენიშნება დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
(ს.ფ. 144-147)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულება-თა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ-–- მ-------–--ს მიერ თ----–- ბ-------ს მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ბრალდების მხარე ლ-–- მ-------–--ს ბრალის მადასტურებლად აპელირებს მოწმეების დი-მიტრი შ-------ს, ლ---- თ-------ს, გ--–- მ-----სა და დ----- შ-----–--ს ჩვენებებზე.
ლ-–- მ-------–--ს მიერ თ----–- ბ-------ს მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთი-თებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – დ-------- შ-------სა და ლ---- თ-------ს ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ თ----–- ბ-------ს მიერ მი-წოდებულ ინფორმაციას. ასევე არ არიან შემთხვევის თვითმხილველები მოწმეები გ--–- მ-----სა და დ----- შ-----–--. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის თ----–- ბ-------ს მიერ მიწოდე-ბული ინფორმაცია.
თავად დაზარალებულმა თ----–- ბ-------მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფ-ლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება მეუღლის – ლ-–- მ-------–--ს წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ-–- მ--------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართა-ლია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია თ----–- ბ-------ს სხეულზე დაზიანების არსებობა სისხლჩაქცევის სახით, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანება, ლ-–- მ-------–--ს ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ლ-–- მ-------–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდე-ბის დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ-–- მ-------–--ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულების ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ლ-–- მ-------–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ლ-–- მ-------–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
ლ-–- მ-------–-- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ლ-–- მ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
გამართლებულ ლ-–- მ-------–--ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვა-ლისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
ლ-–- მ-------–--ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili