საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.12.2014
საქმის ნომერი
2კ-230აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №230აპ-14 ქ. თბილისი

ს-ე მ 230აპ-14 22 დეკემბერი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე ი. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:

მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა მ. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე.

მ. ს-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 2) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით – „“, 3) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით – „“, 4) საიდენტიფიკაციო ნომრის „ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 5) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 6) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,მერსედეს ბენც 809“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 7) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 8 საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,მერსედეს ბენც 208დ“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 9) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,მერსედეს ბენც 308დ“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 10) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 11) საიდენტიფიკა-ციო ნომრის მქონე ,,ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით – „“, 12) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით – ,,“, 13) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 14) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით ,,“, 15) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 16) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 17) საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ,,ფორდ–ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 18) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით - „“, 19) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,``, 20) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით - „“, 21) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 22) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით - „-“, 23) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით – „“, 24) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 25) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 26) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 27) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 28) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 29) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 30) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 31) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - ,,“, 32) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,მერსედეს - ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 33) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „-“, 34) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 35) საიდენტიფიკაციო ნომრით, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით - „“, 36) საიდენტიფიკაციო ნომრით, ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით - „“, 37) საიდენტიფიკაციო ნომრით, „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანა – ავტომობილების ბედი გადაწყვეტილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით.

ნივთმტკიცება – სსიპ-დან გამოგზავნილი დოკუმენტაცია (სალაროს შემოსავლის ორდერი, სასაქონლო ექსპერტიზის N დასკვნა და საბაჟო დოკუმენტაცია), რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში მისი შენახვის ვადით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი