განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
020100118002402046
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-485-2018 წელი

№020100118002402046

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

21 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ---- ა-----–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ---- ა-----–--, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ს------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვ-რები ჩ-------–----------------------–-----–-ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მეო-რე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

გ---- ა-----–--ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულ-წლოვნის მიმართ.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლო-ვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჩადენილი ორი პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 13:40 საათზე, ზ----------------------------–-------ში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, კ----------------------------–----- საც-ხოვრებელ ბინაში, გ---- ა-----–--მ თავის არასრულწლოვან შვილს 2----–-–----------------–ს დაბადებულ მ------ ა-----–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წვდა მას თმებ-ში, მოქაჩა და თავი მიარტყმევინა სკამზე, რის შემდეგ ქამარი დაარტყა ზურგის არეში. აღნიშნულის შედეგად მ------ ა-----–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 13:55 საათზე, ზ----------------------------–-------ში მდებარე თ-- ჟ-----ს საცხოვრებელ სახლში, გ---- ა-----–--მ თავის არასრულწლოვან შვილებს – 2----–-–---------------–ს დაბადებულ მ------ ა-----–--სა და 2----–-–----------------ს დაბადებულ გ------- ა-----–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გ---- ა-----–--მ არასრულწლოვან გ------- ა-----–--ს თანდასწრებით ორჯერ ძლიერად მოქაჩა თმაზე გ------- ა-----–--ს დას მ------ ა-----–--ს, რის შედეგად მ------ ა------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, გ---- ა-----–--მ ასევე ფი-ზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- ა-----–--ს, მისი არასრულწლოვანი დის - მ------- ა-----–--ს თანდასწრებით დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც გ------- ა-----–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ ქ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს გ---- ა-----–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშა-ვედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნა-წილით და 1261-ე მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პირადი შემოწმე-ბის მონაცემებით მ------ ა-----–-- უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში, მაგრამ სხეულ-ზე გარეგნული დაზიანების ნიშნები არ ჰქონდა. რაც შეეხება გ------- ა-----–--ს დადგე-ნილია, რომ პირადი შემოწმების შედეგად მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვემოთ ქუთუთოზე, გარ-დამავალი ყვრიმალებზე და უჩიოდა თავის ტკივილს. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანება მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით და მიეკუთვ-ნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის მოუშლელად.

არასრულწლოვანმა მოწმემ კ----–- ჯ---------მ განმარტა, რომ არ იცის თუ რა მოხდა გ---- ა-----–--სა და მ------ ა-----–--ს შორის, თუმცა გამოძიების ეტაპზე კანონიერი წარმომადგენლის – ქ--------- უ---–---ს თანდასწრებით დეტალურად აღწერდა გ---- ა-----–--ს მიერ მ------ ა-----–--ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. სასამართლოში გამოკვლეული დასკვნის თანახმად დაზარალებულ გ------- ა-----–--ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მარცხენა თვალბუდის მიდა-მოში ქვემოთ ქუთუთოზე, გარდამავალი ყვრიმალებზე. აღნიშნული სისხლნაჟღენთები მიუთითებს, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდი-და.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ გ---- ა-----–--ს ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა ს----- ჯ--–--------მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა მ------ ა-----–--მ და გ------- ა-----–--მ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ-- ჟ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანი მოწმე კ----–- ჯ--------- განმარტავს, რომ მ------ ა-----–-- არის მისი მეგობარი, 2018 წლის 31 მარტს მ------ი იმყოფებოდა მასთან სახლში, ჯერ გ------- ა-----–-- მოვიდა და უთხრა მ------ს, რომ სახლში გაყოლოდა, მაგრამ ის არ წავიდა. შემდეგ მამამ, გ---- ა-----–--მ წაიყვანა მ------ი და მათ შორის რა მოხდა არ იცის. ის დაიკითხა პოლიციაში, მაგრამ ნერვიულობდა და რა ჩვენება მისცა არ ახსოვს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ქ--------- უ---–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 31 მარტს თ-- ჟ-----სთან ერთად იმყოფებოდა ქალაქში. სახლში, რომ დაბრუნდა მისი შვილისგან, კ-----–- ჯ---------სგან გაიგო, რომ გ------- ა-----–-- და მ------ ა-----–-- ცემა მამამ – გ----- ა-----–--მ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ-------- ზ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს ზ-----------------------------–-------ში, 2018 წლის 31 მარტს იმყოფებოდა გარეთ, ეზოში და არასრულ-წლოვანმა გ------- ა-----–--მ დედასთან დასარეკად თხოვა ტელეფონი. მან არ იცის რა-ზე ელაპარაკა დედას, მაგრამ მოგვიანებით გაიგო, რომ ოჯახში ჰქონიათ კონფლიქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ--- კ------–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 112-ში შემოსული შეტყობინე-ბის საფუძველზე, რომლის ინიციატორი იყო თ-- ჟ-----, მისი არასრულწლოვანი შვი-ლების მ------ და გ------- ა-----–--ს მიმართ მამის მხრიდან ძალადობის ფაქტზე გამო-კითხა თ-- ჟ-----, არასრულწლოვანი დაზარალებულები გ------- ა-----–-- და მ------ ა-----–--, არასრულწლოვანი მოწმე კ----–- ჯ---------, მოსამართლის განჩინების სა-ფუძველზე 2018 წლის 01 აპრილს ქალაქ ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე გ------- ჭ------სთან ერთად დააკავა გ---- ა-----–--, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ბავშვის მი-თითებით ამოიღო ქამარი, რითაც მ------ ა-----–--ს ჩვენებით ცემა მამამ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ჭ-----მ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მ--- კ------–--სთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში ჭადრაკის სასახლის მიმდე-ბარე ტერიტორიაზე სკვერში გ---- ა-----–--ს დაკავების ფაქტი, აღნიშნა, რომ გამომძიე-ბელმა განუმარტა მას უფლებები, დაკავებისას გ---- ა-----–--ს წინააღმდეგობა არ გაუ-წევია და ადგილზე შეადგინეს დაკავების ოქმი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ---- ჟ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტად. 2018 წლის 31 მარტს იყო მორიგე და ზ----------------------------–-------ში მიიღო მონაწილეობა ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილიდან გამომძიებელ მ--- კ------–--ს მი-თითებით ამოიღო ღია ნარინჯისფერი ქამარი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ს-------- კ-----–---–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 31 მარტს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გ---- ა-----–--ს მიმართ ოჯახური ძა-ლადობის ფაქტზე. გამომძიებელმა მ--- კ------–--მ უთხრა, რომ გ---- ა-----–--მ მას გაუ-თიშა ტელეფონი და დაავალა ლ---- კ------–--სთან ერთად ქალაქ ზ--------–------------------------------ში გ---- ა-----–--სთვის ჩაებარებინა უწყება, გამოცხადნენ აღნიშ-ნულ მისამართზე, მაგრამ სახლში არავინ არ იმყოფებოდა და ვერ შეძლეს უწყების ჩაბა-რება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ---- კ-------–--მ და დაადასტურა, რომ ს-------- კ-----–---–--სთან ერთად გამომძიებელ მ--- კ-------–--ს დავალებით იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდში გ---- ა-----–--ს დროებით საცხოვ-რებელ სახლში, მაგრამ არავინ დახვდა და შეადგინეს შესაბამისი ოქმი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე შ----- თ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენი-ლების საფუძველზე 2018 წლის 31 მარტს ღამის საათებში ჩაატარა სასამართლო სამედი-ცინო ექსპერტიზა, შესამოწმებლად წარუდგინეს მ------ ა-----–-- და გ------- ა-----–--, ორივე არასრულწლოვანი შეამოწმა იმავე დღეს, რასაც ესწრებოდა დედა თ-- ჟ-----. გ-------- ა-----–--ს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანე-ბები სისხლნაჟღენთების სახით მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვემოთ ქუთუთოზე, გარდამავალი ყვრიმალებზე და უჩიოდა თავის ტკივილს. დაზიანება მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით და მიეკუთვნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანე-ბას ჯანმრთელობის მოუშლელად. მ------ ა-----–--ც უჩიოდა ტკივილს თავის მიდამო-ში, მაგრამ სხეულზე გარეგნული დაზიანებების ნიშნები არ გააჩნდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გ---- ა-----–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 31 მარტს მიაკითხა ბავშვებს, გ------- ა-----–-- გარეთ თამაშობდა და თვალის მიდამოში ეტყობოდა სილურჯე, გაიგო, რომ ბავშვებს უჩხუბიათ, შემდეგ გ-------ს უთხრა, რომ მ------ი მოეყვანა კ----–- ჯომი-დავას სახლიდან, მაგრამ, რომ არ დაბრუნდნენ თვითონ მიაკითხა ბავშვს, ის ტიროდა და წამოიყვანა სახლში. შემდეგ მოვიდა ბავშვების დედა და თხოვა, რომ მათთვის მიექ-ცია ყურადღება. მ------ი არ გაყვა მას ჭადრაკის სასახლეში, რის შემდეგ მათ დაემშვი-დობა. 2018 წლის 31 მარტს ბავშვებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც არასდროს უცემია ისინი, ქამარი საიდან მოვიდა არ იცის. საბოლოო სიტყვაში ითხოვს გამართლებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტუ-რებულია, რომ საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს ენგურ-ქაღალდ-კომბინატის განყოფილებაში 2018 წლის 31 მარტს გამოძიების დაწყებას საფუძ-ვლად დაედო მიღებული შეტყობინება გ---- ა-----–--ს მიერ არასრულწლოვანი ბავშვე-ბის - მ------ ა-----–--ს და გ------- ა-----–--ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

(ტ. 1, ს.ფ .1-2)

საქმეში არსებული, 2018 წლის 31 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქ-მის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ----------------------------–-------ში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, მ-----------------------------------–-------------ში და წარმოადგენს ქ--------- უ---–---ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინას. მაგიდის შუა ნაწილში მიდგმულია ერთი სკამი, რომლის საზურგეზე გადაკიდებულია ერთი ცალი საშუალო ზომის ნარინჯისფერი ქამარი, რაც იქნა ამოღებული.

(ტ. 1, ს.ფ. 37-51)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარატმენტს 2018 წლის 04 აპრილის №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით 2018 წლის 31 მარტს 21:55 - 22:07 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას გ------- ა-----–--ს სხე-ულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც გან-ვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწი-ნააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტ.1, ს. ფ.144 -146)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარატმენტს 2018 წლის 04 აპრილის №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 2018 წლის 31 მარტს 22:08 - 22:22 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მ------ ა-----–--ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

(ტ.1, ს. ფ.147 -149)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა სრუ-ლად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ---- ა-----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელე-ვანტური და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაა-დასტურებდა გ---- ა-----–--ს მიერ ამ დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალ-დებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი გ---- ა-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ---- ა-----–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

გ---- ა-----–-- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გ---- ა-----–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქამა-რი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარ-ტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ენგურქაღალდკომბინატის განყოფი-ლებაში, დაუბრუნდეს მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.

გ---- ა-----–--ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili