განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/8--19
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მც-----ს რაიონული სასამართლო
07 ი-----, 20-9 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნა--- მი------–---–-
დაცვის მხარე -
ბრალდებული გო-- ნი--–--–---–ი, დაბადებული 197- წლის 0- ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მც------------–----–-------, სოფელი მ-------ი;
ბრალდებულის ადვოკატი : მა----- პა---–---–-,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) ,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
გო-- ნი--–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-8 წლის 2- დ--------ს, დაახლოებით 19 საათზე მც-----ს რ------- სოფელ მ-------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გო-- ნი--–--–---–მა არასრულწლოვან შვილს ხვ--- ნი--–--–---–ს, დაბადებულს 26.1-.2-02 წელს, უსაყვედურა, თუ რატომ მიიტანა მან ოჯახში სოციალური დახმარების თანხა 10 ლარით ნაკლები ოდენობით, რაზეც ხვ---მ უპასუხა, რომ რაც იყო დარიცხული, ბანკომატიდან თანხა სრულად აიღო და სრულადვე მიუტანა მამას. აღნიშნულის გამო გო-- ნი--–--–---–ი გახდა აგრესიული და არასრულწლოვან შვილს ხვ--- ნი--–--–---–ს მისი არასრულწლოვანი ძმების ლე--- და ან------ ნი--–--–---–ების, აგრეთვე დედის ბე-–--------------ის თანდასწრებით სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც ხვ--- ნი--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, გო-- ნი--–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-8 წლის 2- დ--------ს, დაახლოებით 19 საათზე მც-----ს რ------- სოფელ მ-------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გო-- ნი--–--–---–მა არასრულწლოვანი შვილის ხვ--- ნი--–--–---–ის მიმართ განახორციელა ოჯახური ძალადობა, რის გამოც გო-- ნი--–--–---–ს უსაყვედურა მეუღლემ ბე-–--------------მა. აღნიშნულმა სრულიად უსაფუძვლოდ გააბრაზა გო-- ნი--–--–---–ი და მეუღლეს თავში ჩაარტყა ლითონის ფინჯანი, რომელმაც ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გო-- ნი--–--–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების გო-- ნი--–--–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გო-- ნი--–--–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ბე-–--------------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების ხვ--- და ლე--- ნი--–--–---–ების გამოკითხვის ოქმები, მოწმე შო----- ტყ----–---- გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, ამოღებული ნივთმტკიცებულება - ლითონის ფინჯანი, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გო-- ნი--–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გო-- ნი--–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 12--ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) და ასევე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) .
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ გო-- ნი--–--–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულები, მრავალშვილიანია - კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, მეზობლები ბრალდებულს ახასიათებენ დადებითად, ხოლო დაზარალებულები ითხოვენ ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. გო-- ნი--–--–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია და ბრალდებული ინანიებს დანაშაულების ჩადენას, წარსულში ნასამართლობა არ გააჩნია, ბრალდებულს სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი მიზანშეწონილია ჩაითვალოს პირობით მსჯავრად. აქვე სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ გო-- ნი--–--–---–მა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი რეალურად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
ასევე, ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (II-96).
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით პირობითი მსჯავრი იქნება გო-- ნი--–--–---–ის ქმედებებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში.
ასევე, ვინაიდან გო-- ნი--–--–---–ს ბრალად შეერაცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ოჯახში ძალადობის კვალიფიციური შემადგენლობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, ანუ მითითებული დანაშაულის კვალიფიციური შემადგენლობა დააფუძნა ოჯახში ძალადობის ჩადენამ სწორედ არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, ამ ფონზე სასამართლო მოკლებულია კანონიერ შესაძლებლობას გო-- ნი--–--–---–ზე გაავრცელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით ასევე ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 გო-- ნი--–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 0- (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
5.2 გო-- ნი--–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (20-8 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გო-- ნი--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 0- (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
5.3 გო-- ნი--–--–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 20-8 წლის 2- დეკემბრის 19:46 საათიდან 20-8 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
5.4 გაუქმდეს გო-- ნი--–--–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს არსენა აღაჯანოვს, პირადი ნომერი N3100-055296, დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკში’’ 20-8 წლის 23 დ--------ს შეტანილი, გო-- ნი--–--–---–ის საგირავნო თანხა 2-00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5.5 მსჯავრდებულ გო-- ნი--–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.6 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულების ბედი;
-საქმეზე ამოღებული ლითონის ფინჯანი, რომელიც ინახება მც-----ს შს რაიონული სამმართველოს მ-------ის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ განყოფილებას.
5.7 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.8 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მც-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი