განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2018
საქმის ნომერი
180100118002442349
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---1-

(გამოძიების N0----------- )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 აგვისტო , 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვა–- ფუ--–---–-

სხდომის მდივანი დი--- რ-----–--–---–-,ბრალდების მხარე -

პროკურორი - გი------ ჯე--–---–-,დაცვის მხარე -

ბრალდებული ია---- ბა---–---, დაბადებული 198- წლის 2---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N01007015229, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი თბილისი, წ---–--------------------

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2--------------–----–--–--

ადვოკატი - რა---- ჩი----–---

 

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2012 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 15:55 საათზე მე-9 კილომეტრზე ,,სუბარუ ’’- ს მარკის ავტომობილით ნოძრავმა ,,სუბარუ ‘’ -ს მარკის ავტომობილით მოძრავმა ია---- ბა---–---მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საქართველოს შს სამისტროს კუთვნილ ავტომანქანა ,----------------------------, რომელსაც მართავდა ლე--- კა-----. დასახელებულ ავტომანქანაზე შეჯახების შემდეგ ია---- ბა---–---- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა შეეჯახა მოსაცდელთან ქვეითად მყოფ ც---–--------–---–-, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ია---- ბა---–---მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით.

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ია---- ბა---–---მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე. ასევე განმარტა, რომ დაზარალებულ ც---–--------–---–- მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან გამოთქვა საქართველოს შს სამისტროსთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მზადყოფნა.

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ია---- ბა---–---- მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ია---- ბა---–---- აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ცი--–--------–---–--, მოწმეების ლე--- კა-----ს, ლე--- სა------–---–--, მ---------------------------------------–-ს, ქე--------------–---–-------------------–---–----------------–------- დაკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ია---- ბა---–---- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მართავდა რა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ია---- ბა---–---მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ ია---- ბა---–---ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, დაზარალებულ ც---–--------–---–- ბრალდებულ ია---- ბა---–---- მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. ია---- ბა---–---ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ ,,--------------------------.ზე შეჯახებით მესაკუთრისთვის - საქართველოს შს სამისტროსთვის დღემდე არ აუნაზღაურებია მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3.3 იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ წლების განმავლობაში ია---- ბა---–--- აღარ ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ გამოყენებული იქნას დამატებითი სასჯელი ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის სახით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

4.1 ია---- ბა---–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამპყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

4.2 ია---- ბა---–---- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.3 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.4 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუ--–---–-