განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2---18
(გამოძიების N025151018001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
2- ია-----ი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
ბრალდებული გი-----ი ბუ-------–ი, დაბადებული 199- წლის 04 ივ---ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0---------6, წარსულში ნასამართლევი, საშუალო განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები; ქ. დ--–---ი, რ---------–-ს ქუჩა N4-,ბრალდებულის ადვოკატი: თამაზ ქაშიაშვილი,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) , 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
გი-----ი ბუ-------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აგრეთვე ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ნივთის დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
სახელდობრ:
2018 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 10 საათზე გი-----ი ბუ-------–ი მივიდა ყოფილი მეუღლის ქე-----ნ ყე---–---–ის საცხოვრებელ სახლში ქალაქ დ--–---ში, ე-----–-ს ქ. N12, ბინა N17-ში, სადაც ქე-----ნ ყე---–---–ს უთხრა, რომ არ გაახარებდა, ვინაიდან დაშორდა, მასვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, საწოლზე მჯდომ ქე-----ნ ყე---–---–ს ყელზე მიადო დანა და დაემუქრა მოკვლით. ქე-----ნ ყე---–---–მა ხელი ჰკრა გი-----ი ბუ-------–ს და წამოდგა საწოლიდან, მაგრამ გი-----ი ბუ-------–მა ჯერ თავში ჩაარტყა მუშტი, შემდეგ კი ორჯერ მკერდში, რა დროსაც ქე-----ნ ყე---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მასვე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აღნიშნულის შემდეგ ქე-----ნ ყე---–---–მა ხელში აიღო თავისი კუთვნილი ,,H-----’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი და უთხრა გი-----ი ბუ-------–ს, რომ დარეკავდა პოლიციაში. აღნიშნულზე განაწყენებულმა გი-----ი ბუ-------–მა ხელიდან გამოსტაცა მას მობილური ტელეფონი, დააგდო ძირს, შედგა ფეხით და დაამტვრია, რის შედეგადაც ქე-----ნ ყე---–---–ს მიაყენა 600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გი-----ი ბუ-------–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია), 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გი-----ი ბუ-------–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გი-----ი ბუ-------–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ქე-----ნ ყე---–---–ის, მოწმეების რუ-------- ყე---–---–ის, ლა----- უძ--–-----ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოღებულ ნივთმტკიცებულებას, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გი-----ი ბუ-------–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვ---ათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გი-----ი ბუ-------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აგრეთვე ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ნივთის დაზიანება, ანუ გი-----ი ბუ-------–მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია), 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ გი-----ი ბუ-------–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულები. ყოფილი მეუღლე ქე-----ნ ყე---–---–ი ითხოვს ბრალდებულ გი-----ი ბუ-------–ის მიმართ ლმობიერი სასჯელის განსაზღვრას. ამასთან, გი-----ი ბუ-------–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ წარსულში ნასამართლევია. სახელდობრ; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენით გი-----ი ბუ-------–ი წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენისთვის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით, ანუ ამჯერად სახეზეა წინათ განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულების ჩადენა (დანაშაულის რეციდივი - სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც გი-----ი ბუ-------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელების დანიშვ--- დროს სავალდებულო წესით გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვ---ას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას (ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ეპიზოდში მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმალურ ვადას - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას).
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილ მეუღლეთა შორის კონფლიქტი აღმოფხვრილია და გი-----ი ბუ-------–ი ინანიებს დანაშაულების ჩადენას, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკოცებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ თითოეული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაზეც გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი - დანიშნული სასჯელების ნაწილი მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 გი-----ი ბუ-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ასევე, გი-----ი ბუ-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
გი-----ი ბუ-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გი-----ი ბუ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
5.2 გი-----ი ბუ-------–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ოქტომბრის 15 საათი და 20 წუთიდან .
დამატებითი სასჯელის მოხდის ათვლა გი-----ი ბუ-------–ს დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
5.3 გაუქმდეს გი-----ი ბუ-------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გი-----ი ბუ-------–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულების ბედი:
ერთი ცალი ,,H-----’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი თავისი ჩასადებით, რომელიც ინახება დ--–---ის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ქე-----ნ ყე---–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.
5.6 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი