განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1---18
(გამოძიების N0----------- )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
12 ს----------ი, 2018 წელი ქ. მც-----
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი -ნა--- მი------–---–-,დაცვის მხარე -
ბრალდებული მა----- მე-----–---–ი, დაბადებული 198- წლის 16 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, ნასამართლობის არმქონე (წარსულში ნასამართლობა გაუქარწყლდა), დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მც-----, სოფელი ა---–---------ი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია),ადვოკატები - თა---- ქა–--–---–ი და ნო----- ილ-------,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 მცხეთის რაიონის სოფელ ნ-----ში მცხოვრები მა----- მე-----–---–ი მეუღლის ლე--- პა---–---–-ს და არასრულწლოვანი, 16 წლის ქალიშვილის თა----- მე-----–---–ის მიმართ წლების განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას. კერძოდ, მათ უსაფუძვლოდ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა მათ, რის გამოც ლე--- პა---–---–- და თა----- მე-----–---–ი განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას და დამცირებას.
2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე მცხეთის რაიონის სოფელ ნ-----ში, საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მა----- მე-----–---–მა უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება მეუღლეს ლედი პ----–---–ს. მა----- მე-----–---–მა ლე--- პ----–---–ს დასარტყმელად მოუღერა მუშტი, რა დროსაც გასაშველებლად მათ შორის ჩადგა შვილი თა----- მე-----–---–ი. მა----- მე-----–---–მა თა----- მე-----–---–ს ორივე იდაყვი ჩაარტყა ხელის სახსრებში და იმავდროულად მას ხელი ჰკრა, რის გამოც თა----- მე-----–---–ი მიეჯახა კარადას. შემდეგ მა----- მე-----–---–მა მოიხსნა ქა----- და დაიწყო მეუღლის მიმართულებით ქამრის ქნევა, თუმცა ქა----- ვერ მოარტყა - ლე--- პა---–---–- მას სხვა ოთახში გაერიდა. მა----- მე-----–---–მა მოძებნა მეუღლე საძინებელ ოთახში, სწვდა მარცხენა ხელში და ცდილობდა მის გათრევას ფანჯრისკენ, თუმცა ლე--- პ----–---–მა ხელი გააშვებინა, რის შემდეგაც მა----- მე-----–---–მა უკნიდან ხელი მოხვია ყელში და ძალის გამოყენებით წაათრია მეზობელი ოთახის ფანჯრისკენ, იმავდროულად მეუღლეს და შვილს ემუქრებოდა მოკვლით. ვინაიდან მა----- მე-----–---–ი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა აგრესიით მეუღლის მიმართ და ახორციელებდა ძალადობას, ლე--- პ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან ერთად ძალადობის შედეგად ლე--- პ----–---–მა და არასრულწლოვანმა თა----- მე-----–---–მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მა----- მე-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,ა" ქვეპუნქტით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მა----- მე-----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე.
2.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,ა" ქვეპუნქტით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების მა----- მე-----–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მა----- მე-----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების ლე--- პა---–---–-ს და არასრულწლოვანი შვილის თა----- მე-----–---–ის ჩვენებებს, მოწმე ვლ-------- ლ------ ჩვენებას, ალკოტესტზე შემოწმების ოქმს, ალკოტესტის ქვითარს, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N00------- და N0-------- დასკვნებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მა----- მე-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებოის მიხედვით და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ თა----- მე-----–---–ი მა----- მე-----–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N004959218 დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებოის მიხედვით და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ ლე--- პა---–---–- მა----- მე-----–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2.4 მა----- მე-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივი შეფასების დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,ა" ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამძიმდა დასახელებული მუხლების 2018 წლის 30 მაისის რედაქციის შესაბამისად რამდენადაც სანქციას დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე მა----- მე-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა დაკვალიფიცირდეს ამ დანაშაულების ჩადენის დროისათვის მოქმე--- სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).
2.5 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მა----- მე-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შისი, ანუ მა----- მე-----–---–მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
3.2 ბრალდებულ მა----- მე-----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულები, არის მრავალშვილიანი მამა - კმაყოფაზე ჰყავს ოთხი შვილი, რომელთაგან სამი არასრულწლოვანია, ამასთან კონფლიქტი ამოწურულია: დაზარალებულებს ლე--- პ----–---–ს და თა----- მე-----–---–ს ბრალდებულ მა----- მე-----–---–ის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ, ადასტურებენ, რომ ისინი შეურიგდნენ მა----- მე-----–---–ს და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
მა----- მე-----–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაულები ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.
ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მა----- მე-----–---–ის მიმართ გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 მა----- მე-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია). ამასთან,მა----- მე-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს ორი წელი.
მა----- მე-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლიოს მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს ორი წელი.
საქართველოს სისხლოის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მა----- მე-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მა----- მე-----–---–ს განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს ორი წელი.
4.2 სასჯელის მოხდის ათვლა მა----- მე-----–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აპრილის 22 საათი და 17 წუთიდან.
4.3 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მა----- მე-----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.4 გაუქმდეს მა----- მე-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი