განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
180100119003149224
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/232-19 11 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–---;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------ი რ---------ს ძე თ------ი (დაბადებული 1--- წლის 15 ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №31---------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი მ-------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთის რაიონი სოფელი ვ-----------ნში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 1- ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ვ-----------ნში გ------ი თ------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ნ----ა ქ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ორჯერ გაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ საწოლიდან აიღო წყლით სავსე ორ ლიტრიანი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი და დამიზნებით ესროლა მეუღლეს ნ----ა ქ------ეს, რომელიც მოხვდა ბეჭის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით ნ----ა ქ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გ------ი თ------მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე. ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

3.3. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულ გ------ი თ------ის მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ პერიოდულად მუშაობს ხელოსნად, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, დაახლოებით ათი წელი იმყოფება მეუღლესთან ნ----ა ქ------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მისი მეუღლე ნ----ა ქ------ე არის უმუშევარი, ხოლო მისი შვილი ნ-----–--ზ თ------ი არის მცირეწლოვანი რვა წლის სკოლის მოსწავლე. 2019 წლის 1- ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, იგი მამიდაშვილთან ვ--–---ი ა--------თან ერთად მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდნენ მისი მეუღლე ნ----ა ქ------ე და მისი ბაბუა ბ----ა ხ-----–---–ი. ბრალდებულმა მეუღლე ნ----ა ქ------ეს სთხოვა მოემზადებინა საჭმელი მისთვის და ვ--–---ი ა--------ისთვის, ვინაიდან ისინი მშივრები და დაღლილები იყვნენ. ნ----ა ქ------ე იყო საჭმლის მზადების პროცესში, რა დროსაც ბრალდებულმა გ------ი თ------მა აიღო მისაღებ ოთახში კომპიუტერის მაგიდაზე დადებული მისი კუთვნილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და ნახა, რომ ამ მობილურ ტელეფონიდან მის მეუღლეს ნ----ა ქ------ეს სოციალურ ქსელ „facebook”-ზე მისი პროფილიდან მიწერილი ჰქონდა რამოდენიმე შეტყობინება მისი მეგობარი გოგონასთვის. აღნიშნულის გამო იგი გაბრაზდა და მეუღლეს ნ----ა ქ------ეს უსაყვედურა მის დაუკითხავად მობილურით სარგებლობის გამო. ნ----ა ქ------ე გახდა აგრესიული, ეკითხებოდა მას თუ რატომ სწერდა სხვა გოგონას მოკლე ტექსტურ შეტყობინენს, რის შემდეგაც მაგიდაზე დადებული მისი „SAMSUNG”-ის ფირმის მოთეთრო ფერის მობილური ტელეფონი აიღო და იატაკზე დაახეთქა. იმის გამო, რომ აღნიშნული ტელეფონი დაზიანდა, ბრალდებული გ------ი თ------ი გამოვიდა წყობილებიდან და რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახის მარცხენა არეში ლოყაზე ერთხე გაარტყა გაშლილი მარჯვენა ხელი. სიტუაციის განეიტრალება სცადა იქვე მყოფმა ვ--–---ი ა--------მა, რომელმაც მოახერხა მისი გამოყვანა სამზარეულოში, საიდანაც ბრალდებულმა გ------ი თ------მა აიღო იქვე მდგარი ნაბეღლავის ბოთლი და ესროლა მის მეუღლეს ნ----ა ქ------ეს ტანის არეში. კონფლიქტს ასევე ესწრებოდა მისი ღრმადმოხუცებული ბაბუა ბ----ა ხ-----–---–ი, ხოლო მისი შვილი ნ-----–--ზ თ------ი კონფლიქტის დროს სახლში არ ყოფილა.

3.4. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულად ცნობილი ნ----ა ქ------ის მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ინფორაციით დადგენილია, რომ მისი მეუღლე ხშირად წერს მეგობარ გოგონებს, რაც არ მოსწონს და აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად ჰქონიათ კამათი, თუმცა მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ, ვინაიდან ძალადობას არასდროს ჰქონია ადგილი. დაზარალებულის ინფორმაციით, სახლში დაბრუნებული გ------ი თ------ი თავის ფეისბუქ გვერდზე შესვლის შემდეგ მიხვდა, რომ ნ----ა ქ------ემ ისარგებლა მისი პროფილით და გააგზავნა შეტყობინება ფეისბუქ მომხმარებელ ,,მადო მადო"-სთან. ამის გამო გ------ი თ------მა მას ჰკითხა თუ რატომ გამოიყენა მის დაუკითხავად, რაზეც ნ----ა ქ------ემ უპასუხა, რომ მან აღნიშნულ მომხმარებელს მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეეკითხა. ამის გამო გ------ი თ------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შეესწრო ბრალდებულის ბაბუა ბ----ა ხ-----–---–ი და მამიდაშვილი ვ--–---ი ა--------ი. გ------ი თ------მა ნ----ა ქ------ეს ხელიდან გამოსტაცა მისი კუთვნილი "NOKIA"-ს ფირმის მობილური ტელეფონი და დააგდო იატაკზე, თუმცა არ დაზიანებულა. ამის შემდეგ თავად დაზარალებულიც გაბრაზდა, აიღო გ------ი თ------ის მობილური ტელეფონი და დააგდო იარატზე, რის შედეგადაც აღნიშნული ტელეფონი გატყდა და დუზიანდა ეკრანი. გ------ი თ------ი მიუახლოვდა ნ----ა ქ------ეს და სახის არეში მარცხენა ლოყაზე გაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი, ნ----ა ქ------ემ დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის დანახვაზე ვ--–---ი ა--------ი წამოხტა და შეეცადა გ------ი თ------ის შეკავებას, რომელსც კიდევ უნდოდა დაერტყა მისთვის. ვ--–---ი ა--------ი და ბ----ა ხ-----–---–ი გ------ი თ------ს დაწყნარებისკენ მოუწოდებნენ, თუმცა გ------ი თ------ი კვლავ განაგრძობდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამასობაში წყლით სავსე ორი ლიტრის ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც იდო საწოლთან, აიღო გ------ი თ------მა და ესროლა ბეჭის მიდამოში, რის შედეგად ნ----ა თ------მა განიცადა ძლიერი ფიზიკრი ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია ნ-----–--ზ თ------ი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა მეზობლის საცხოვრებელ სახლში. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით ნ----ა ქ------ე გაერიდა გ------ი თ------ს და კუთვილი მობილური ტელეფონით დარეკა 112-ზე. რამდემინე წუთში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარება.

3.5. გამოძიების ეტაპზე ვ--–---ი ა--------ის მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ი თ------ი არის მისი ბიძაშვილი. ის და გ------ი თ------ი 2019 წლის 1- ივლისს, დაახლოებით 1-:00 საათზე წავიდნენ სამუშაოდ, ხოლო 15:00 საათიდან 15:30 საათამდე დროის მონაკვეთში, სახლში დაბრუნებისას დახვდათ გ------ი თ------ის ბაბუა ბ----ა ხ-----–---–ი და გ------ი თ------ის მეუღლე ნ----ა ქ------ე. იგი იმყოფებოდა რა მისაღებ ოთახში, გ------ი თ------მა უთხრა ნ----ა ქ------ეს თუ რატომ გააგზავნა მისი ფეისბუქ გვერდიდან შეტყობინება, რაზედაც ნ----ა ქ------ემ უპასუხა, რომ აინტერესებდა მისი ვინაობა. ამის შემდეგ გ------ი თ------ი გაბრაზდა და ნ----ა ქ------ეს დაუწყო კამათი, მიაყენა სიტყვიერი შეურახყოფა. კამათის დროს გ------ი თ------მა ნ----ა ქ------ეს ხელიდან გამოსტაცა და იატაკზე დაუგდო “NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც არ დაზიანებულა. ამის შემდგომ ნ----ა ქ------ემ აიღო გ------ი თ------ს კუთვნილი “SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იდო იქვე მაგიდაზე და დააგდო ძირს და შედეგად დააზიანა ის. აღნიშნულის გამო გ------ი თ------ი გაბრაზდა, მიუახლოვდა ნ----ა ქ------ეს და სახის, მარცხენა ლოყის არეში ორჯერ გაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი, შემდეგ ნ----ა ქ------ეს ესროლა ორი ლიტრის ტევადონის წყლით სავსე ბოთლი, რომელიც მოხვდა ბეჭის არეში. აღნიშნული ფაქტის დროს გ------ი თ------ი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.

3.6. ბ----ა ხ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს შვილიშვილთან გ------ი თ------თან, მის მეუღლესთან ნ----ა ქ------ესთან და ნ-----–--ზ თ------თან ერთად. 2019 წლის 1- ივლისს გ------ი თ------ი და ვ--–---ი ა--------ი მივიდნენ სახლში, სადაც დახვდათ ნ----ა ქ------ე. ამის შემდგომ მისაღებ ოთახში გამოვიდა ასევე ბ----ა ხ-----–---–იც. გ------ი თ------ი და ნ----ა ქ------ე შეკამათდნენ. ბ----ა ხ-----–---–ისთვის შეკამათების მიზეზი უცნობია, გ------ი თ------მა იატაკზე დააგდო ნ----ა ქ------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ნ----ა ქ------ემაც აიღო კომპიუტერის მაგიდიდან გ------ი თ------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მის მიერ იატაკზე დაგდების შედეგად გატყდა. აღნიშნულის გამო გაბრაზდა გ------ი თ------ი და ნ----ა ქ------ეს სახეში გაარტყა გაშლილი ხელი. ბ----ა ხ-----–---–ი და ვ--–---ი ა--------ი შეეცადნენ შეეჩერებინათ გ------ი თ------ი, თუმცა მან საწოლზე მდგარი წყლით სავსე ორ ლიტრიანი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი ესროლა ნ----ა ქ------ეს ბეჭის მიდამოში.

3.7. გამოძიების ეტაპზე ნ-----–--ზი ბ---------ს მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ექიმის თანამდებობაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცეტრის ა---–------- სამედიცინო სამსახურის ფილიალში, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ წ-----------------–--- დასახლებაში მე-1- რიგში. მისი მორიგეობისას 2019 წლის 1- ივლისს, შემოვიდა შეტყობინება, რის გამოც გამოცხადდა მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე მ-------ის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში და გასინჯა ნ----ა ქ------ე, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ცხვირისა და წელის არეში ჰიპერემია, რაც დააფიქსირა პაციენტის N--- სამედიციო ბარათში. აღნიშნული ბარათი მის მიერ გადაეცა ნ----ა ქ------ეს. საუბრისას მან შეიტყო, რომ ნ----ა ქ------ეს მისმა მეუღლემ მიაყეა ფიზიკური შეურაცხყოფა.

3.8. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიხედვით, ნ----ა ქ------ემ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილი - სახლის პირველ სართულზე მდებარე საძინებელი ოთახი, სადაც მისმა მეუღლემ გ------ი თ------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ხელიდან გამოსტაცა კუთვნილი ტელეფონი და დააგდო იატაკზე, რის შემდეგაც ნ----ამაც დააგდო გ------ი თ------ის კუთვნილი ტელეფონი და ასევე დააგდო იატაკზე. ამის შემდეგ გ------ი თ------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში მარცხენა ლოყაზე გაარტყა გაშლილი ხელი, ნ----ა ქ------ემ ასევე მიუთითა საწოლზე, საიდანაც გ------ი თ------მა აიღო წყლით სავსე ბოთლი და ისროლა ნ----ა თ------ის მიმართულებით.

3.9. 2019 წლის 1- ივლისის ამოღების ოქმის მიხედვით ნ----ა ქ------ისგან ამოღებულიქნა N--- სამედიცინო ბარათი.

3.10. 2019 წლის 1- ივლისის ამოღების ოქმის მიედვით მ-------ის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გ------ი თ------ისგან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის “SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფორი, რომელსაც მინის მთლიანი კორპუსი აქვს დაზიანებული. ამოღებამდე მობილური ტელეფონი წარედგინათ საგამოძიებომოქმედებაში მონაწილე პირებს.

3.11. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ნ----ა ქ------ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღეთის სახით, რომელიც განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხასიათს, რასაც შედეგდ ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხადაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

3.12. ამდენად, ზემოაღნიშნული ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გ------ი თ------ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და დამდგარ მძიმე შედეგს, განზრახვის სახეს, გირაოს შეფარდების პერიოდში ბრალდებულ გ------ი თ------ის ქცევას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

4.2. სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა გ------ი თ------მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

4.3. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ გ------ი თ------ს სადაოდ არ გაუხდია მტკიცებულებანი, გულწრფელად აღიარებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მიზანშეწონილია გ------ი თ------ს ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-65-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 281-ე მუხლებით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------ი თ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

2. გ------ი თ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. გ------ი თ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 1- ივლისიდან 2019 წლის 1- ივლისის ჩათვლით.

4. მსჯავრდებულ გ------ი თ------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: გ------ი თ------ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე და აღსრულდეს.

7. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში მისი გამოცხადებიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7-ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს (ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ოშხარელი