განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/263-19 11 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–----------------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა-–------------------;
ბრალდებული - ბ------- ი----ს ძე ჩ-----–ი (დაბადებული 1--- წლის 18 მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეფარდებული.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811 მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბ------- ჩ-----–ი, მამასთან ი---- ჩ-----–თან ერთად ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში. მამის ი---- ჩ-----–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, 2019 წლის 3 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს მიერ, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0------ ბ------- ჩ-----–ის მიმართ, რომლის თანახმად მოძალადე ბ------- ჩ-----–ს 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მამასთან, ი---- ჩ-----–თან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, იმ სახლთან მიახლოება, სადაც იგი ცხოვრობს, ასევე იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფება. მიუხედავად იმისა, ბ------- ჩ-----–მა დაარღვია ზემოხსენებული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, არ შეასრულა ამ ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები - არ ჰქონოდა ი---- ჩ-----–თან კომუნიკაცია, არ მისულიყო მასთან სახლში და არ მიახლოვებოდა მას. 2019 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 21:00-22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მაინც მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში მდებარე ი---- ჩ-----–ის საცხოვრებელ სახლში და მამას - ი---- ჩ-----–ს მოსთხოვა გამოსულიყო გარეთ სასაუბროდ, რაზეც მან უარი განუცხადა და მოსთხოვა შვილს დაეტოვებინა მისი სახლი, რადგან ამ უკანასკნელს აკრძალული ჰქონდა მასთან კომუნიკაცია და მიახლოვება. ბ------- ჩ-----–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ი---- ჩ-----–ს მიადგა მორალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ------- ჩ-----–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე. ასევე დაადასტურა, რომ სადაოდ არ ხდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
2.2. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ი---- ჩ-----–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე იგი იმყოფებოდა სოფელ ა---–-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მეზობელთან, გ---–----ა ჭ-------სთან ერთად, რა დროსაც ბ------- ჩ-----–მა შეაღო სახლის კარები, შევიდა სახლში და მას სთხოვა მათთან ერთად ღვინის დალევის ნება მიეცა. ბ------- ჩ-----–ის დანახვაზე მოწმემ განუცხადა, რომ მას სახლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა და დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი ადგილი, რის შემდეგაც ი---- ჩ-----–ი ფეხზე ადგა, მიუახლოვდა ბ------- ჩ-----–ს, მხრებზე მოკიდა ხელი, გაუმეორა სახლიდან წასულიყო. ბ------- ჩ-----–მა მას უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გასულიყო მასთან ერთად ეზოში, რის შემდეგაც დაზარალებულმა მოკიდა ბ------- ჩ-----–ს ხელი და გაიყვანა ეზოში. რამდენიმე წუთის შემდეგ ბ------- ჩ-----–მა დატოვა ი---- ჩ-----–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია.
2.3. გამოძიების ეტაპზე გ---–----ა ჭ------ის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე იგი იმყოფებოდა სოფელ ა---–-----ში მდებარე ი---- ჩ-----–ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად, რა დროსაც სახლში შევიდა ბ------- ჩ-----–ი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ბ------- ჩ-----–მა ი---- ჩ-----–ს უთხრა „ერთი ჭიქა ღვინო დამალევინეო“. რაზეც ი---- ჩ-----–მა უპასუხა, რომ მას სახლში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა. ი---- ჩ-----–ი ფეხზე ადგა, მიუახლოვდა ბ------- ჩ-----–ს, ბეჭებზე მოკიდა ხელი და სახლიდან გარეთ გაიყვანა, თან ეუბნებოდა რომ სახლში მისვლის უფლება არ ჰქონდა და დაეტოვებინა სახლი, ხოლო ბ------- ჩ-----–ი სთხოვდა ეზოში გასვლას, ვინაიდან სასაუბრო ჰქონდა. მათ ერთმანეთისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
2.4. გამოძიების ეტაპზე გ------ი გ-------–---–ის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მუშაობს შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 3 აგვისტოს მის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რის მიხედვითაც ბ------- ჩ-----–ს 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მამამისთან - ი---- ჩ-----–თან ყოველგვარი კომუნიკაცია, რის შესახებაც ორივე მათგანს აცნობა სიტყვიერად, გააცნო ოქმი, მათ წაიკითხეს ოქმის შენაარსი, რის შემდგომაც მოაწერეს ხელი.
2.5. 2019 წლის 3 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამომცემი თანამდებობის პირია საქართველოს შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი გ------ი გ-------–---–ი. შემაკავებელი ორდერის მიხედვით მოძალადეს ბ------- ჩ-----–ს აეკრძალა მსხვერპლთან ი---- ჩ-----–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაა 30 დღე.
2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ------- ჩ-----–ი არის ი---- ჩ-----–ის შვილი.
2.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
2.8. ამდენად, ზემოაღნიშნული ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ბ------- ჩ-----–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. სასჯელის განსაზღვრა:
3.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და დამდგარ მძიმე შედეგს, განზრახვის სახეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
3.3. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულ ბ------- ჩ-----–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებები, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო დამამაძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
3.4. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ ბ------- ჩ-----–ს სადაოდ არ გაუხდია მტკიცებულებანი, გულწრფელად აღიარებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მიზანშეწონილია ბ------- ჩ-----–ს ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-65-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------- ჩ-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
2. გაუქმდეს ბ------- ჩ-----–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. ბ------- ჩ-----–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულ ბ------- ჩ-----–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია ოშხარელი