განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
180100119003052162
დავის ტიპი
276 1
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №-------- 16 სექტემბერი, 20-9 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №------------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ ჯე--–---–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თე--------- ოთ----- ძე წა---- (დაბადებული 1--- წლის 6 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს „--------ის მენეჯერი, მცხოვრები ქ. თბილისში, ვ----------- დასახლება კორპ. N-- ბინა N----ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (20-7 წლის 1 ივნისის რედაქცია) - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2--- წლის 3- ივნისს, დაახლოებით 2---- საათზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 115-ე კილომეტრზე, „მ-------“ მარკის ავტომობილით მოძრავმა თე--------- წა----- ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა და შეეჯახა ქვეითად მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორს გი------ ქ----–---–ს, რომელიც აღნიშნულ ადგილზე არეგულირებდა საგზაო მოძრაობას სატვირთო ავტომობილების დიდი ნაკადის გამო. შეჯახების შედეგად გი------ ქ----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თე--------- წა----- თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა, მოინანია ჩადენილი და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე. ასევე დაადასტურა, რომ სადაოდ არ ხდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა,რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

3.3. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულ თე--------- წა----- მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის 3- ივნისს იმყოფებოდა ს-------–------–- და აპირებდა თბილისში გამგზავრებას, რისთვისაც დაახლოებით 2---- საათზე ს-------–---------- სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში გაემგზავრა თბილისის მიმართულებით მისი კუთვნილი „მ------“-ს მარკის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით M------. ავტომობილს, რომელიც იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, თავად მართავდა და მის გარდა ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. სტეფანწმინდა მცხეთის დამაკავშირებელ გზაზე და ასევე სოფელი ვ------------ გავლის დროს მოძრაობდა დაახლოებით 2---- კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც სიბნელე იყო. ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლის გვერდულაზე იდგა სატვირთო ავტომობილების კოლონა. მან გზაზე შენიშნა, რომ მცხეთის მიმართულების სამოძრაო გვერდულაზე იდგა საპატრულო პოლიციის ციმციმებჩართული ავტომობილი. ბრალდებულ თე--------- წა----- ინფორმაციით, ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლში მოძრაობდნენ ს-------–------- მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ხოლო მისი, მცხეთის მიმართულების სამოძრაო ზოლი იყო თავისუფალი და მის წინ სხვა ავტომობილი არ მოძრაობდა - აღნიშნულ ადგილას, კერძოდ დაპარკინგებული საპატრულო პოლიციის ავტომობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალ ნაწილზე მას ქვეითები არ შეუნიშნავს. როდესაც ბრალდებული თე--------- წა---- 2-3 მეტრის დაშორებით მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას, იგი დაახლოებით 4-5 წამის განმავლობაში დააბრმავა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილის ჩართულმა ფარებმა, რა დროსაც მან დაიწყო ავტომანქანის სიჩქარის შენელება. ბრალდებულმა თე--------- წა----- მხედველობის დაბრუნებისთანავე თავისი ავტომობილის წინა მარცხენა კუთხესთან შეამჩნია ადამიანის სილუეტი და იმავდროულად იგრძნო შეჯახება. მან ქვეითი დაინახა შეჯახების მომენტში და მანამდე იგი არ შეუნიშნავს. შეჯახება მოხდა მისი, მცხეთის მიმართულების სამოძრაო ზოლში, სავალი ნაწილის დაახლოებით შუა ნაწილში. შეჯახებისთანავე მან დაუყოვნებლივ გააჩერა ავტომობილი და დახმარების გაწევის მიზნით გადავიდა ქვეითთან, რომელიც როგორც შემდგომში გაიგო აღმოჩნდა პატრულ-ინსპექტორი გი------ ქ----–---–ი. შეჯახების შედეგად მას ჯამრთელობის დაზიანება არ მიუღია.

3.4. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულად ცნობილი - გი------ ქ----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2--- წლის 3- ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილესთან, გი------ ყუ–----–---–---- ერთად ეკიპაჟით „-----. იმყოფებოდნენ რა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 1---- კილომეტრზე, სოფელ ვ------------- მიმდებარე, ს-------–------- მიმართულებით სამოძრაო ზოლის მოხრეშილ გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილებს უშვებდნენ ეტაპობრივად. საპატრულო ეკიპაჟის შ------- მარკის ავტომობილი გაჩერებული იყო სატვირთო ავტომობილების კოლონის წინ და მასზე ჩართული იყო ციმციმებიანი მაშუქები. შებინდებისას, დაახლოებით 2---- საათზე, იგი იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟის შ------- მარკის ავტომობილთან, კერძოდ, სავალი ნაწილის ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლზე მოხრეშილი გვერდულიდან დაახლოებით 1.5 მეტრის მოშორებით. ამ დროს მას მოესმა ყვირილის ხმა, რის გამოც ყაზბეგის მიმართულებით მობრუნდა, თუმცა არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და მობრუნებისას მას ს-------–------- მიმართულების სავალ გზაზე არსებულ მოხრეშილ გვერდულთან შეეჯახა თ------ ფერის ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა ს-------–---------- მცხეთის მიმართულებით. შეჯახების შედეგად მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც გადაყვანილ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით ს-------–------–- არსებულ კლინიკაში. როგორც მისთვის შემდგომში გახდა ცნობილი, მას შეეჯახა „მ------“-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით M------, რომელსაც მართავდა თე--------- წა----. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, იგი ითხოვდა ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.

3.5. გამოძიების ეტაპზე გი------ ყუ–----–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის 3- ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან, გი------ ქ----–---–თან ერთად, ეკიპაჟით „-----. იმყოფებოდნენ რა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 1---- კილომეტრზე, ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლის გვერდულაზე შეზღუდვების გამო გაჩერებული ჰყავდათ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები. მათი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი გააჩერეს აღნიშნული სატვირთო ავტომობილების კოლონის წინ, ასევე გვერდულაზე და ამ ავტომობილზე ჩართული იყო ციმციმები. დაახლოებით 2---- საათზე, შებინდებისას ის იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის უკან, დაახლოებით 1- მეტრში და იდგა ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლის გვერდულზე. სატვირთო ავტომობილის მძღოლებთან, რამდენიმე მისთვის უცნობი, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ხოლო მისი მეწყვილე გი------ ქ----–---–ი იდგა საპატრულო ავტომობილის მიმდებარეს, ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლზე, გვერდულიდან დაახლოებით 1.5 მეტრის მოშორებით. აღნიშნულ დროს მან შეამჩნია, რომ ს-------–---------- მცხეთის მიმართულებით მოძრაობდა თ------ ფერის მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა გარე მაშუქი ფარები. ამ ავტომობილმა იმ დროს, როდესაც სავალი გზა იყო თავისუფალი, ყოველგვარი ხელშემშლელი გარემოების გარეშე დაიწყო საპირისპირო, მცხეთიდან ს-------–------- მიმართულების ზოლში გადასვლა. საპირისპირო მიმართულებით გადასვლის მომენტისათვის ქვეითსა და ავტომობილს შორის მანძილი იქნებოდა დაახლოებით 4-5 მეტრამდე. მან და მასთან მდგომმა მისთვის უცნობმა მოქალაქეებმა დაიყვირეს, ვინაიდან აღნიშნული თ------ ფერის ავტომობილი ეჯახებოდა ქვეითად მდგომ გი------ ქ----–---–ს, რომელიც სავალ ნაწილზე ყოფნის დროს ადგილზევე მოტრიალდა მათი ყვირილის დროს. მიუხედავად ყველაფრისა, ავტომობილი შეეჯახა გი------ ქ----–---–ს ს-------–------- მიმართულების სამოძრაო ზოლის დაახლოებით შუა ნაწილში. შეჯახების შედეგად გი------ ქ----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც გადაყვანილ იქნა ს-------–------–- არსებულ კლინიკაში.

3.6. სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ავტომობილის წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მასზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

3.7. ავტოტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ თე--------- წა----- მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 49 პუნქტი 3-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

3.8. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ყაზბეგის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გი------ ქ----–---–მა 2--- წლის 3- ივნისს მიმართა კლინიკას, საიდანაც გაეწერა 2--- წლის 0- ივლისს დიაგნოზით მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, ქალას დახურული ტრავმა დაუზუსტებელი, ცხვირის ღია ჭრილობა, ლავიწის მოტეხილობა, მარცხენა იდაყვის მოტეხილობა, მარჯვენა ლიტერალური გოჯის მოტეხილობა, მარჯვენა დიდი წვივის ქვედა ბოლოს მოტეხილობა, მარცხენა იდაყვის ღია ჭრილობა. სს სამედიცინო კორპორაცია ე-------------------–--------- ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ჩანაწერების თანახმად მოქ. გი------ ქ----–---–მა მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2--- წლის 0- ივლისიდან 2--- წლის 05 ივლისის ჩათვლით კლინიკაში დიაგნოზით: მარცხენა ლავიწის მოტეხილობა, მარცხენა იდაყვის მოტეხილობა, მარჯვენა წვივის ორგოჯოვანი მოტეხილობა, ცხვირის მოტეხილობა, არტერიული ჰიპეტრენზია თავის ტვინის შერყევა განაგრძო სტაციონარული მკურნალობა. წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში ასევე მითითებულია, რომ სხეულზე აღენიშნებოდა ექსკორაციები. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

3.9. ამდენად, ზემოაღნიშნული ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ თე--------- წა----- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (20-7 წლის 1 ივნისის რედაქცია) - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

4. სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და დამდგარ მძიმე შედეგს, განზრახვის სახეს, გირაოს შეფარდების პერიოდში ბრალდებულ თე--------- წა----- ქცევას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილიდანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

4.2. სასამართლო მხედველობაში იღებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ ბრალდებულ თე--------- წა----ს სადაოდ არ გაუხდია მტკიცებულებანი, მოინანია ჩადენილი, გულწრფელად აღიარებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, ჰქონდა ყველანაირი მცდელობა დაზარალებულს დახმარებოდა, რის გამოც მისთვის გადახდილი აქვს გარკვეული ოდენობის თანხა ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მკურნალობის ხარჯის სახით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მიზანშეწონილია თე--------- წა----ს ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-65-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 281-ემუხლებით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თე--------- წა---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (20-7 წლის 1 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. თე--------- წა----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. თე--------- წა----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. მსჯავრდებულ თე--------- წა----- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში მისი გამოცხადებიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7-ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს (ქ. მცხეთა, სამხედროსქ. №17) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაია ოშხარელი