განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2---18
(გამოძიების N025071018001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
07 მარტი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნა--- მი------–---–-
დაცვის მხარე -
ბრალდებული ოთ--- ბე------ი, დაბადებული 196- წლის 0- აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დუ–----ს რაიონი, ს------–------ი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა,ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 11' და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
2018 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათსა და 45 წუთზე დუ–----ს რაიონის სოფელ გ---ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ოთ--- ბე------მა მეუღლეს მა-- წი--–-----ს უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მა-- წი--–-----მა ეს ფაქტი უპასუხოდ დატოვა, რამდენადაც სიმთვრალეში ოთ--- ბე------ს ჰქონდა აგრესიული ხასიათი. ამის შემდეგ ოთ--- ბე------ი კიდევ უფრო გაბრაზდა, მა-- წი--–-----ს ყელში წაუჭირა ხელები, თან დაემუქრა, რომ მოკლავდა, იმავდროულად სახეში გამეტებით დაარტყა ხელი. აღნიშნული ოჯახური ძალადობის დროს მა-- წი--–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მასვე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ოთ--- ბე------მა განმარტა, რომ თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაადასტურა, რომ 2018 წლის 07 ოქტომბერს მართლაც იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, იმავდროულად ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ 2018 წლის 07 ოქტომბერს მეუღლე მა-- წი--–-----ი საერთოდ არ უნახავს და შესაბამისად მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია, ამდენად ბრალდებულ ოთ--- ბე------ის ჩვენების ანალიზიდან გამომდინარე ფაქტიურად მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
2.2 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.3 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კა---ნმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
2.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 11' და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ოთ--- ბე------ის მიერ ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
2.4 და---რალებულმა მა-- წი--–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ცხოვრობს დუ–----ს რაიონის სოფელ გ---ში სრულწლოვან შვილებთან გი------ და ლე--- ბე------ებთან, აგრეთვე მეუღლე ოთ--- ბე------თან ერთად. 2018 წლის 07 ოქტომბერს შვილთან ლე--- ბე------თან ერთად იმყოფებოდა ქ.----–---ში, საიდანაც სახლში დაბრუნდა საღამოს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მეუღლე ოთ--- ბე------ი სისტემატურად ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის 2018 წლის 07 ოქტომბერს მეუღლე სახლში მთვრალ მდგომარეობაში დახვდა, რა დროსაც მას სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი - რატომ არ მიდიხარ სახლიდან, სხვა ცოლი უნდა მოვიყვა---ვო. იმავდროულად დაუწყო ლანძღვა-გინება, სწვდა ყელის არეში, ხელი წაუჭირა ყელში, დაემუქრა მოკვლით და სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ოთ--- ბე------ის შეჩერება შემსწრე შვილებმა შეძლეს, მას ხელიდან გააშვებინეს იგი - მა-- წი--–-----ი, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ თავად აცნობა პოლიციის ორგა---ებს და ითხოვა რეაგირება.
და---რალებულმა მა-- წი--–-----მა ასევე განმარტა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ოთ--- ბე------ი ისე აგრესიულად იქცეოდა, რომ იმწუთიერად მართლაც ირწმუნა, რომ ოთ--- ბე------ს შეეძლო მართლაც მოეკლა იგი, შვილები რომ არ დახმარებოდნენ. ოთ--- ბე------ის მხრიდან ძალადობამ უკანასკნელ პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო, რის გამოც იგი იძულებული გახდა პოლიციის ორგა---ებისთვის მიემართა კა---ნშესაბამისი რეაგირებისთვის.
2.5 და---რალებულ მა-- წი--–-----ის ჩვენება ურთიერთთავსებადია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების გი------ და ლე--- ბე------ების -ბრალდებულის შვილების ჩვენებებთან, რომელთა მიხედვით 2018 წლის 07 ოქტომბერს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მამამ ოთ--- ბე------მა ყოველგვარი მიზეზისა და საბაბის გარეშე ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მა-- წი--–-----ს, მასვე აგრესიულად დაემუქრა მოკვლით, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი სახეში გაარტყა სილა. კონფლიქტის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მათი აქტიური ჩარევის შედეგად.
მოწმეებმა გი------ და ლე--- ბე------ებმა ასევე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ავადმყოფობის ნიადაგზე ოთ--- ბე------მა უკანასკნელ პერიოდში უკლო ალკოჰოლური სასმელების მიღებას, თუმცა დაკავებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მან კვლავ განაგრძო ლოთობა, ამ ნიადაგზე კი - ოჯახში კონფლიქტები.
2.6 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შეტყობინების რეგისტრაციის N2448237 განაცხადი, რომლის მიხედვითაც შეტყობინება 112-ის სამსახურში შევიდა 2018 წლის 07 ოქტომბერს 17 საათსა და 50 წუთზე. შეტყობინების ინიციატორის მა-- წი--–-----ი დუ–----ს რაიონის სოფელ გ---ის მცხოვრები, რომელსაც ფიზიკური და---ანება მიაყენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ.
2.7 ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, ოთ--- ბე------ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 1,417 პრომილის ოდენობით. ოქმის სისწორე დადასტურებულია ასევე თავად ბრალდებულ ოთ--- ბე------ის მიერ.
2.8 სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოკვლეული, 2018 წლის 08 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე მა-- წი--–-----ისგან მიღებული ჩვენების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, დუ–----ს რაიონის სოფელ გ---ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, კერძოდ კი აივანზე მა-- წი--–-----მა მიუთითა იმ ადგილზე - რკინის საწოლის განთავსების ადგილზე, სადაც მეუღლემ ოთ--- ბე------მა მას წაუჭირა ყელში ხელი, სახეში ძლიერად დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ყველა მოქმედება ექსპერტების მიერ გადაღებული იქნა ფოტო-აპარატით, რის შემდეგაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებული იქნა და მის შინაარსს გაეცნო ყველა მონაწილე, მათ შორის მა-- წი--–-----ი, რომლებმაც ოქმის სისწორის დასტურად ოქმს ხელი მოაწერეს.
2.9 საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურეს დასახელებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტებმა ზა--- მე---ა და ნი----–---- მუ------–-–---–მა.
2.10 მოწმე ჯა--- ნა–--–-–---–მა - დუ–----ს შს რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა, დაადასტურა ის ფაქტი, რომ შეტყობინების მიღებიდან უახლოეს წუთებში იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - დუ–----ს რაიონის სოფელ გ---ში, რა დროსაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა მა-- წი--–-----მა დაადასტურა, რომ ოჯახური ძალადობა მის მიმართ მთვრალმა მეუღლემ - ოთ--- ბე------მა განახორციელა.
2.11 და---რალებულ მა-- წი--–-----ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ოთ--- ბე------მა მას ყელში წაუჭირა ხელი, დადასტურებას პოულობს სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით რომლის მიხედვითაც 2018 წლის 08 ოქტომბერს პირადი შემოწმებისას მა-- წი--–-----ს აღენიშნებოდა და---ანება კისრის უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. და---ანება განვით---ებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებთ და მიეკუთვნება სხეულის და---ანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით და---ანების განვით---ება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თ---იღს.
2.12 დასახელებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცემა და მისი სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დააასტურა ექსპერტმა გუ-–----- ტა-----–---–მა.
2.13 სასამართლოს მიერ გა---არებული ვერ იქნება ბრალდებულის ვერსია იმის შესახებ, რომ თითქოსდა 2018 წლის 07 ოქტომბერს მას მეუღლე არათუ უცემია და მოკვლით დამუქრებია, ეს უკანასკნელი არც კი უნახავს. ყოველივე ზემოთმიმოხილული მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ვერსია აშკარა წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და მოგონილია იმ მიზნით, რომ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს ოთ--- ბე------მა.
2.14 ის ფაქტი, რომ ოთ--- ბე------ს მიდრეკილება აქვს ოჯახური კონფლიქტებისადმი, დადასტურებულია როგორც და---რალებულ მა-- წი--–-----ის, ასევე მოწმეების გი------ და ლე--- ბე------ების ჩვენებებით.
2.15 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი, საჯაროდ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ოთ--- ბე------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 11' და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
ბრალდებულ ოთ--- ბე------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. მასვე პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაულები მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, მისივე ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, რომელსაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ოთ--- ბე------ი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ თითოეული დანაშაულისათვის მას ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მასვე მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 -ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 ოთ--- ბე------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
4.2 ოთ--- ბე------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11' და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) თვის ვადით.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ოთ--- ბე------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
4.4 ოთ--- ბე------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 ოქტომბრის 21 საათი და 20 წუთიდან .
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა-აკრძალვის ვადა ოთ--- ბე------ს დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
4.5 გაუქმდეს ოთ--- ბე------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა .
4.6 განაჩენი შევიდეს კა---ნიერ ძალაში და აღსრულდეს.
4.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ვაჟა ფუხაშვილი