განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2-----
(გამოძიების N032100719001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მც----ის რაიონული სასამართლო
25 ნ--------ი, 2019 წელი ქ. მც-----
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ლაშა შავიძე
ბრალდების მხარე -
პროკურო--- - გო-- ცი-–---
დაცვის მხარე -
ბრალდებული არ---– ჭუ-–-----ე, დაბადებული 197- წლის 08 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N5----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. გო---, სოფელი ა------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: მც-----, წე--------, დ-----–-----------–---------- N1-----------, ამჟამად პატიმრობაში მყოფი
ბრალდებულის ადვოკატი: ცი---- ცქ-----–---–ი
დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
არ---– ჭუ-–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეო---ს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 ი--–--ს, დაახლოებით 22:30 საათზე, მც----ის რაიონის სოფელ წე-------ში დ-----–-----------–---ს მე-1-----------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა არ---– ჭუ-–-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვან შვილს ზა---- ჭუ-–-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა სახის არეში და დაუზიანა წარბი, ხოლო შემდეგ მუშტებს ურტყავდა თავისა და ტანის არეში, რის შედეგად ზა---- ჭუ-–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკვილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა არ---– ჭუ-–-----ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შო---ს მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის არ---– ჭუ-–-----ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ არ---– ჭუ-–-----ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას, დაზარალებულ არასრულწლოვან ზა---- ჭუ-–-----ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების თა------------–---–-ს და მზ-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულ არ---– ჭუ-–-----ის გამოკითხვის ოქმს, ბრალდებულ არ---– ჭუ-–-----ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ფოტოსურათებს, ზა---- ჭუ-–-----ის სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმს და ბარათს, შემაკავებელი ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ არ---– ჭუ-–-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ არ---– ჭუ-–-----ემ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეო---ს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ანუ არ---– ჭუ-–-----ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ არ---– ჭუ-–-----ეს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, დაზარალებულსა და ბრალდებულს შო---ს კონფლიქტი ამოწურულია, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებითა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, ხოლო არ---– ჭუ-–-----ეს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, არასულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ.
იმის გათვალისწინებით, რომ არ---– ჭუ-–-----ე აღიარებს, ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია, წარსულში ნასამართლობა არ გააჩნია და სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ---– ჭუ-–-----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სს-ის 63-ე მუხლის გამოყენებით მიზანშეწონილია მას ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 27--276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ---– ჭუ-–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
2. მსჯავდებულ არ---– ჭუ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 10 ი--–--ის 01 საათი და 00 წუთიდან.
3. გაუქმდეს არ---– ჭუ-–-----ის მიმართ მც----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ი--–--ის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მც----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბ. შონია