განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1---1-
(გამოძიების N03---------- )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
06 ს-----------, 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვ-–--------–---–-
სხდომის მდივანი დ------------–--–---–-,ბრალდების მხარე -
პროკურორი -ნაზი მირიანაშვილი,დაცვის მხარე -
ბრალდებული ზუ----- რო-----–---–-, დაბადებული 199- წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მც------------–----–------------------–--–--–----, ამჟამად პატიმობაში მყოფი
ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით
ადვოკატი - მურმან ნიკოლეიშივლი
სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1 სასამართლომ დაადგინა:
201- წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 17 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--–---–-, საცხოვრებელ სახლში ზუ----- რო-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის, ხუთი წლის ლუ-- რო-----–---–-ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნი--- ჯა----–--ლს, კერძოდ, მრავალჯერ გაარტყა მას ხელი სახის არეში, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ზუ----- რო-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით .
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ზუ----- რო-----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.
2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ზუ----- რო-----–---–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის გ------–----------–---–ის და ნა--------------–-------ს ჩვენებებს, დაზარალებულის ნი--- ჯა----–--ლის ჩვენებას, მოწმეების ლუ-- რო-----–---–-ს, გი---------–-----ს, გი---------–-–---–-ს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ზუ----- რო-----–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზუ----- რო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწერებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
3.2 ბრალდებულ ზუ----- რო-----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ამასთან დაზარალებული წერილობითი განცხადებით ითხოვს ზუ----- რო-----–---–-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. ზუ----- რო-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმელი გარემოებანი არ გააჩნია.
3.3 ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზუ----- რო-----–---–-ს მიმართ გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 ზუ----- რო-----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ზუ----- რო-----–---–ს განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
4.2 სასჯელის მოხდის ათვლა ზუ----- რო-----–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201- წლის 17 მარტის 14 საათი და 05 წუთიდან.
4.3 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ზუ----- რო-----–---–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.4 გაუქმდეს ზუ----- რო-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფ----–---–ი