განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/7--19
(გამოძიების N025051-1-001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
02 მ---ი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
ბრალდებული თა---- და----–---–ი, დაბადებული 197- წლის 29 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე (წარსულში ნასამართლობა მოეხსნა), საშუალო განათლებით, მცხოვრები ქ. დ--–---ი, რ---------–ის ქუჩა, ბინა N49 აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 -ე მუხლის პირველი ნაწილი (201- წლის 30 მ---ის რედაქცია),ბრალდებულის ადვოკატი - ლელა ჭანკოტაძე
სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
თა---- და----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სახელდობრ:
201- წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე ქ.დ--–---ში, ნ---ი შა--------ის ქუჩა N1--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თა---- და----–---–მა მეუღლეს მა-- ქა-------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იგი მოიხსენია უცენზურო სიტყვებით, შემდეგ კი მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მოულოდნელად სახეში - თვალისა და ცხვირის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მა-- ქა-------–-–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და დაუზიანდა თვალი. მა-- ქა-------–-–---–ი მოერიდა მეუღლეს და გავიდა საძინებელ ოთახში, სადაც შეჰყვა თა---- და----–---–ი და განაგრძო მის მიმართ ძალადობა. კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სახის არეში, რის შემდეგაც მა-- ქა-------–-–---–ი გაიქცა ეზოში. თუმცა მეუღლე თა---- და----–---–ი დაეწია მას და ძლიერ მოქაჩა თმით, მასვე ხელი კვლავ დაარტყა სახის არეში. ოჯახის წევრის, მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად მა-- ქა-------–-–---–მა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თა---- და----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმ-----ა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმ-----ება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმ-----ებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმ-----ოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 -ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 30 მასის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის თა---- და----–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ თა---- და----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მა-- ქა-------–-–---–ის, მოწმეების: კ---------------------------------------–--–---–----------------------------------–---–-----------------------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ფოტოცხრილით, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის თა---- და----–---–ის მიერ ჩადენას.
3.4 საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დასახლებული მუხლის სა--ნონმდებლო კონსტრუქციის მიხედვით მეუღლეები ოჯახის წევრებად ითვლებიან ახლო ნათესაური ურთიერთობიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, მუდმივად ეწევიან (ეწეოდნენ) თუ არ ეწევიან (ეწეოდნენ) ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულ თა---- და----–---–სა და დაზარალებულ მა-- ქა-------–-–---–ს შორის ახლო ნათესაური ურთიერთობა, რომ არიან მეუღლენი, უტყუარად არის დადასტურებული საქმის მასალების ერთობლიობით, მათ შორის დასახელებულ პირთა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით.
კონკრეტულ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაცია არ საჭიროებს დამატებით საქართველოს სსკ-ის 111 მუხლზე მითითებას, რამდენადაც ოჯახის მეორე წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სსკ 1-61 -ე მუხლში მოცემული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტია.
3.5 ბრალდებულ თა---- და----–---–ის ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მისაცემად სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამ გადასახედიდან აშკარაა, რომ თა---- და----–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 30 მ---ის რედაქცია), რამდენადაც დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე იგი ყველაზე მსუბუქი კანონია: მოგვიანებით შეტანილმა სა--ნონმდებლო ცვლილებებმა მხოლოდ გაამკაცრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დასახელებული დანაშაულისათვის - გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის ზედა ზღვარი.
3.6 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ თა---- და----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ თა---- და----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 -ე მუხლის პირველი ნაწილი (201- წლის 30 მ---ის რედაქცია).
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ თა---- და----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, მეზობლები ახასიათებენ დადებითად, ავადმყოფობს მარცხენა ხელის ზედა კიდურის ტრავმული დაზიანების გამო. თა---- და----–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.
4.3 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თა---- და----–---–ი ინანიებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, ნასამართლობა არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - ნახევარი მას განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან და--ვშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 27--ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 თა---- და----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 -ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 30 მ---ის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი. თა---- და----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 02 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან და--ვშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
5.2 თა---- და----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს და--ვების მომენტიდან - 201- წლის 1- დეკემბრის 16 საათი და 35 წუთიდან.
5.3 გაუქმდეს თა---- და----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ თა---- და----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა თა---- და----–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს.
5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ვაჟა ფუხაშვილი