განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
180100118002411484
დავის ტიპი
177 2
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/8--18

(გამოძიების N032030218001 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასა----თლო

 

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მოსა----თლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

პროკურორი - გო-- ცინცაძე,დაცვის მხარე -

ბრალდებული გო-- ბე------–---–ი, დაბადებული 196- წლის 04-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, ნასა----თლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთა, სოფელი ქ---------, ერ-------- ქ.N5, ამჟამად პატიმრობაში მყოფი;

 

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით,ადვოკატი - ლელა ჭანკოტაძე,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.1 სასა----თლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასა----თლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით, გო-- ბე------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გო-- ბე------–---–ს განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ამასთან სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 17 დეკემბრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი სამჭოს გადაწყვეტილებით გო-- ბე------–---–ი 2017 წლის 31 მაისს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 6 თვისა და 17 დღით ადრე.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2018 წლის 03 თებერვლამდე, დაახლოებით ერთი კვირის დროის შუალედში, ზუსტი დრო დაუდგენელია, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გო-- ბე------–---–მა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით უკანონოდ შეაღწია ჟუ–---- ბუ------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე მცხეთის რაიონის სოფელ ქ--------–-, სადაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა “LG”-ს ფირმის ტელევიზორი თავისი პულტით ღირებული 100 ლარი, ელექტრო დრელი ღირებული 200 ლარი, ოქროს ჯვარი ღირებული 150 ლარი, „STAR TRACK”-ის ფირმის რესივერი თავისი პულტით ღირებული 75 ლარი, „LG”-ის ფირმის დივიდი ღირებული 50 ლარი, 60 კილოგრამი ხახვი ღირებული 60 ლარი, 20 კილოგრამი ნიორი ღირებული 140 ლარი, ხმელი ლობიო 3 კილოგრამი ღირებული 6 ლარი. გო-- ბე------–---–ის ქმედებით ჟუ–---- ბუ-----ს მიადგა საერთო ჯამში 781 (შვიდას ოთხოცდა ერთი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

გო-- ბე------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

2.1 საქმის სასა----თლო განხილვის დროს ბრალდებულმა გო-- ბე------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. მანვე საქმის სასა----თლო განხილვის სხვადასხვა სტადიაზე, მათ შორის გო-- ბე------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებათა სხდომაზე დათვალიერების დროს განმარტა, რომ ყველა დასახელებული ნივთი -რესივერი, დივიდი და პულტები მართლაც მისი სახლიდან არის ამოღებული, თუმცა ეკუთვნის მას.

2.2 სასა----თლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სა----თლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე მხარეთა მონაწილეობით საჯაროდ გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ გო-- ბე------–---–ი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.3 სასა----თლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ჟუ–---- ბუ-----მა დაადასტურა, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქ--------–- მის ოჯახს გააჩნია მშობლების დანატოვარი სააგარაკე, ბელეტაჟიანი, სამოთახიანი სახლი, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად პერიოდულად ჩადის ქ. თბილისიდან, სადაც მუდმივად ცხოვრობს. ბრალდებულ გო-- ბე------–---–ი იცნობს როგორც სოფელ ქ---------ს მცხოვრებს, 3-4 წლის წინ მას ნაკვეთში ამუშავებდა მუშად. 2018 წლის ი-----ის თვის ბოლოს, როდესაც მოინახულა დასახელებული სააგარაკე სახლი, ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა სოფელ ქ--------–- მეუღლესთან ერთად ერთი კვირის შემდეგ, მომდევნო ჩასვლის დროს - 2018 წლის 0------------–ს სახლი დახვდა გაქურდული. კერძოდ, ეზოში შესვლისთანავე შენიშნა, რომ ნივთები იყო გადაადგილებული, ამასთან სახლის ფასადზე, ზალა-ოთახის ერთ-ერთი ფანჯრის რკინის დამცავი ბადე გარედან იყო ჩამოხსნილი, შესაბამისი ფანჯრიდან კი შუშა იყო ამოღებული და გატეხილი. როდესაც ცოლ-ქმარი სახლში შევიდა, დახვდა უწესრიგობა - სამივე ოთახში თითქმის ყველაფერი არეული იყო. დათვალიერებით მეუღლეები დარწმენდნენ, რომ სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა საგნები და პროდუქტები, სახელდობრ: ტელევიზორი თავისი პულტით, ელექტრო დრელი, გარდაცვლილი ძმის დანატოვარი ოქროს ჯვარი, რომელიც სალოცავ კუთხეში იდო, ასევე მოპარული იყო რესივერი თავისი პულტით და დივიდი. სხვენიდან, რომელში შესვლაც მხოლოდ ბინის შიდა სივრციდან, კიბის გამოყენებით შეიძლება, მოპარული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები - ხახვი და სხვა. მთლიანობაში მოპარული იყო რვაას ლარამდე ღირებულების ნივთები და პროდუქტები. ნივთების ნაწილი სახლში შეფუთული ან ადიელაში იყო გახვეული - ეტყობა წასაღებად გამზადებული. მინის ნატეხზე აშკარად შეამჩნია სისხლისმაგვარი კვლები, რაც მიანიშნებდა იმ გარემოებაზე, რომ ფანჯრიდან მინის ამოღების დროს ქურდმა ხელი დაიზიანა და სისხლი დაკარგა. მომხდარი ქურდობის თაობაზე მეუღლესთან ერთად აცნობა პოლიციის ორგანოებს. პოლიციის თანამშრომლებმა ექსპერტებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, როგორც ახსოვს, ამოიღეს სისხლის კვლები, შეადგინეს ოქმი, რომელსაც თავადაც გაეცნო და მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურა.

დაზარალებულმა ჟუ–---- ბუ-----მა ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში მას გამომძიებლის მიერ წარედგინა ამოსაცნობი ნივთები, რა დროსაც სხვა მსგავს ნივთებს შორის მან ამოიცნო მისი სააგარაკე სახლიდან ნაქურდალი თავისი ნივთების ნაწილი. შესაბამის ოქმებს გაეცნო და მათი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. სახლიდან გატანილი გამათბობელი ღუმელი დაზარალებულს მეზობელმა მიუტანა - ეტყობა სიჩქარის თუ სხვა მიზეზის გამო დასახელებული ნაქურდალი ნივთის სახლში გადატანა ქურდმა ვერ მოახერხა და გზაში მიატოვა. ახსოვს, რომ დათვალიერების დროს ექსპერტებმა აიღეს სისხლისმაგვარი კვლები. გამომძიებელმა შეადგინა ოქმები, რასაც გაეცნო და მისი სისწორე ხელმოწერითაც დაადასტურა.

დაზარალებულმა ჟუ–---- ბუ-----მა ასევე განმარტა, რომ ამოცნობების ჩატარებამდე გამომძიებელმა იგი დაკითხა ნაქურდალ ნივთებთან დაკავშირებით. თავისი ნივთები ადვილად ამოიცნო, სხვისი მინიშნების გარეშე. დახედა თუ არა, მაშინვე იცნო ისინი სხვა ანალოგიურ ნივთებს შორის. ამოცნობა არ გაჭირვებია, რამდენადაც მათ ხშირად ხედავდა. როგორც ახსოვს ამოიცნო 4 ნივთი, მათ შორის 2 პულტი.

 

2.5 გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული, გო-- ბე------–---–ის საცხოვრებელი სახლის 2018 წლის 04 თებერვლის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვევიდან ამოღებულია ყვითელი და თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული „STAR TRACK”-ის ფირმის ვერცხლისფერი ე.წ. რესივერი. პოლიეთილენის პარკს აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. იმავე საძინებელ ოთახში მომიჯნავედ მდგარი საწოლის ლეიბის ქვევიდან ამოღებულია ორი ცალი ე.წ. ,,პულტი’’, რომელთაგან ერთს აქვს წარწერა „STAR TRACK” , ხოლო მეორეს „LG”. იმავე საძინებელი ოთახიდან ასევე ამოღებულია ე.წ. დივიდი, წარწერით „LG”.

დასახელებული ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ პოლიეთილენის პარკები მოთავსებულ იქნა სხვა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI 365056 ლუქით, რესივერი მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკსი და დაილუქა FCI 515061 ლუქით, დივიდი და ორი ცალი პულტი მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCI 515033 ლუქით. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ და მის სისწორეს ადასტურებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები, მათ შორის მცხეთის რაიონის სოფელ ქ---------ს ტერტორიული ორგანოს რწმუნებული თე----- მო--------ე, ექსპერტები მა----- რო–---–---–- და ნი----–---- მუ------–-–---–ი.

2.6 სასა----თლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული 2018 წლის 05----------–-ს ნივთის ამოცნობის ოთხი ოქმი, რომლებითაც დასტურდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილ მსგავს ნივთებს შორის დაზარალებულმა ჟუ–---- ბუ-----მა სხვადასხვა მახასიათებელი ნიშნებით ამოიცნო კუთვნილი ნივთები - ე.წ. რესივერი, დივიდი და ორი ცალი პულტი რომლებიც 2018 წლის 04-----------–ს გო-- ბე------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

2.7 მოწმე დე-------------–---–მა, მცხეთის შს რაიონული სა----თველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა სასა----თლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ 2018 წლის 04-----------–ს იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრიში მდებარე, ჟუ–---- ბუ------ს სააგარაკე სახლი გაქურდული იყო ამავე სოფელში მცხოვრები გო-- ბე------–---–ის მიერ, ამავე ინფორმაციით მოპარულ ნივთებს გო-- ბე------–---–ი ინახავდა თავისივე საცხოვრებელ სახლში, მცხეთის რაიონის სოფელ ქ--------–-. აღნიშნულის თაობაზე მან წერილობითი პატაკით მიმართა მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების უფროსს.

2.8 მოწმე თე----- მო--------ემ, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, განმარტა, რომ 2018 წლის 04-----------–ს, გვიან ღამით, როდესაც იგი იმყოფებოდი სახლში, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვეს, რომ როგორც ტერტორიული ორგანოს რწმუნებული, დასწრებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ქ--------–-, გო-- ბე------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას, რაზედაც იგი დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ ისინი მივიდნენ გო-- ბე------–---–ის სახლში, სადაც პოლიციამ მისი თანდასწრებით ჩაატარა ჩხრეკა, ჩხრეკის დროს გო-- ბე------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული საძინებელი ოთახის მარცხენა საწოლიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი რესივერი წარწერით “STAR TRACK“, რომელიც მოთავსებული იყო ყვითელ და თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და აღნიშნულ პოლიეთილენის პარკს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე აღნიშნული ოთახიდან ამოღებული იქნა“LG” ფირმის და “STAR TRACK“ ფირმის ორი ცალი პულტი , იმავე ოთახში არსებული ტუმბოს მეორე უჯრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „დივიდი“ “LG” ფირმის, აღნიშნული ნივთები დაილუქა. ჩხრეკის თაობაზე შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო და ოქმის სისწორე ხელმოწერითაც დაადასტურა.

 

2.9 მოწმე ნა----------–---–მა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ბიოლოგმა, განმარტა, რომ 2018 წლის 05 თებერვალ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მცხეთის შს რაიონული სა----თველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის მიერ დანიშნული იქნა ბიოლოგიური, გენეტიკური სეროლოგიური ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რომ გო-- ბე------–---–ის სისხლის ნიმუში იდენტურია თუ არა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მინის ზედაპირიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების და ასევე გო-- ბე------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ პოლიეთილენის პარკებზე არსებულ სისხლის მაგვარი ლაქების. მის მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: "მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები წკირზე" მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. 1) და პაკეტში, წარწერით: ,, ....2 ც. პოლიეთილენის პარკი ‘’ მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ 2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გო-- ბე------–---–ს (ობ 3. პაკეტი წარწერით: გო-- ბე------–---–ის სისხლის ნიმუში’’).

აქვე, მოწმე ნა----------–---–მა დაადასტურა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულ გო-- ბე------–---–ის სისხლის სა----თლის საქმეზე არის კატეგორიული დასკვნა.

 

2.10 ბიოლოგიური, გენეტიკური სეროლოგიური ექსპერტიზის N002325618 დასკვნის მიხედვით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: "მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები წკირზე" მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. 1) და პაკეტში, წარწერით: ,, ....2 ც. პოლიეთილენის პარკი ‘’ მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ 2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გო-- ბე------–---–ს (ობ 3. პაკეტი წარწერით: გო-- ბე------–---–ის სისხლის ნიმუში’’).

 

2.11 სასა----თლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის გო-- ბე------–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, ემყარება ასევე სისხლის სა----თლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ქ.რუსთავის საქალაქო სასა----თლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენს გო-- ბე------–---–ის მიმართ, რომლის მიხედვითაც გო-- ბე------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გო-- ბე------–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს; გო-- ბე------–---–ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის გო-- ბე------–---–ის მიერ ჩადენას.

 

2.12 სასა----თლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს თითქოსდა არსებითად დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები, კერძოდ კი -დასახელებული საგამოძიებო მოქმედებები თითქოსდა ჩატარდა ისე, რომ მანამდე დაზარალებული ჟუ–---- ბუ------ არ ყოფილა დაკითხული, ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებებს თითქოსდა ესწრებოდა დაზარალებულის ქალიშვილი და ნივთები სწორედ ამ უკანასკნელის მინიშნებით იქნა ამოცნობილი.

დაცვის მხარის დასახელებული არგუმენტი არის სასა----თლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების შეუსაბამო და ამ ჩვენების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი, რამდენადაც დაცვის მხარის მცდელობის მიუხედავად ჟუ–---- ბუ-----მა არაერთხელ და დამაჯერებლად განმარტა, რომ ამოცნობების ჩატარებამდე გამომძიებელმა იგი დაკითხა ნაქურდალ ნივთებთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, თავისი ნივთები ადვილად ამოიცნო, სხვისი მინიშნების გარეშე. დახედა თუ არა, მაშინვე იცნო ისინი სხვა ანალოგიურ ნივთებს შორის. ამოცნობა არ გაჭირვებია, რამდენადაც მათ ხშირად ხედავდა. როგორც ახსოვს, ამოიცნო 4 ნივთი, მათ შორის 2 პულტი. ადვოკატის განაცხადს, რომ ამოცნობამდე არ დაკითხულა, რომ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებებს თითქოსდა ესწრებოდა დაზარალებულის ქალიშვილი და ნივთები სწორედ ამ უკანასკნელის მინიშნებით იქნა ამოცნობილი, დაკითხვის დროს დაზარალებულმა ჟუ–---- ბუ-----მა საჯაროდ უწოდა ტყუილი.

 

ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებების ოქმებიდან კი ირკვევა, რომ ამოცნობის დროს დაზარალებულმა მიუთითა კონკრეტულ ნიშნებზე, რომლებითაც მან ამოიცნო სხვა მსგავსს ნივთთა შორის მისი ოჯახის კუთვნილი ნივთები და მოახდინა მათი იდენტიფიცირება.

 

2.13 სასა----თლოს მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, თითქოსდა მასში არ არის ასახული და აღწერილი ყველა აღმოჩენილი ნივთი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 135-ე მუხლია მოთხოვნათა დაცვით შემთხვევის ადგილის დათვალიერეის ოქმში თანმიმდევრულად აღწერილია აღმოჩენილი კვლები და საგნები, ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში აღინიშნულია, დროის რა მონაკვეთში, როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რომელი ფირმის და რა ტექნიკური საშუალება - ფოტოაპარატი იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, ობიექტი დაილუქა და აღინიშნა ლუქის ინდივიდუალური ნიშნები ( გამოყენებულია ორი ლუქი FCI550092 და FCI365057 . დაზარალებულს ხელზე გადაეცა ოქმის ასლი. სასა----თლო ადასტურებს, რომ დაზარალებულის განმარტებით, სახლიდან წაღებული აღმოჩნდა ასევე ჭაღი, წასაღებად გამზადებული იყო შეფუთულ მდგომარეობაში მყოფი ვაზა, თუმცა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ვინაიდან ამ ჭაღთან და ვაზასთან ან სხვა საგნებთან, თუნდაც სასა----თლო სხდომაზე დამატებით ნაქურდალ ნივთად მოხსენიებულ გამათბობელ ღუმელთან დაკავშირებით საქმის მასალებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ინფორმაცია არ მოიპოვება, ეს ვერ გახდება საპროცესო კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით დასახელებული თუ სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებულად ცნობის საფუძველი, რამდენადაც გამნმცხადებელი ჟუ–---- ბუ------ გამოიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე რამდენიმე წუთით ადრე და ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის ჭაღის ქურდობასთან დაკავშირებით მას არც დაკითხვის დროს და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არაფერი უთქვამს, არ ახსოვდა ეს ნივთი. თავად ჟუ–---- ბუ------ს განმარტებით იმჟამად იგი მოკლებულიც კი იყო მსგავსი განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას, რამდენადაც ბინიდან არა მხოლოდ ჭაღის, არამედ ზოგიერთი სხვა საგნის ქურდობა მან გააცნობიერა მოგვიანებით - რამდენიმე დღის თუ კვირის შემდეგ, როდესაც შესაბამისი საგანი დაჭირდა და ვეღარ მოიძია სახლში.

2.14 სასა----თლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ გამომძიებელი შა-–-----------–---–-, ექსპერტები მა----- რო–---–---–- და ნი----–---- მუ------–-–---–ი, მედდა თა---- ნი----–----იშვილი, დათვალიერდა ამოღებული ნივთმტკიცებულებანი, რამაც უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ასევე გო-- ბე------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებულებათა ამოღება, თავად გო-- ბე------–---–ისგან სისხლის ნიმუშის აღება ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა დასახელებულ საგამოძიებო მოქმედებების დროს არსებითად დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები, მოგონილია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - მოსალოდნელი სისხლისსა----თლებრივი პასუხისმგებლობის გო-- ბე------–---–ისთვის თავიდან აცილების მიზანს. კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი და არსებითია ისიც, რომ დაცვის მხარე სადაოდ არ ხდის ამოღებული ნივთმტკიცებულებების - ე.წ. დივიდის, რესივერის და ორი პულტის ავთენტურობას - საქმის სასა----თლო განხილვის სხვადასხვა სტადიაზე, მათ შორის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ნივთმტკიცებულებათა სხდომაზე დათვალიერების დროს გო-- ბე------–---–მა არაერთხელ განმარტა, რომ ყველა დასახელებული ნივთი - რესივერი, დივიდი და პულტები მართლაც მისი სახლიდან არის ამოღებული, არანაირი ეჭვი, ვარაუდი ნივთმტკიცებულებათა შესაძლო გამოცვლასთან ან მათზე არსებული კვლების შეცვლა-განადგურებასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ გამოუთქვამს და ასეთი არც საქმის მასალებიდან იკვეთება, ხოლო ბრალდებულის ის ვერსია, თითქოსდა დასახელებული ნივთები ეკუთვნის მას და არა - დაზარალებულს, დასაბუთებულად არის უარყოფილი როგორც დაზარალებულის ჩვენებით და ნივთების ამოცნობის შედეგებით, აგრეთვე იმ ფაქტითაც, რომ, როგორც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმიდან გაირკვა, ნივთები სახლში გადამალულ მდგომარეობაში ინახებოდა.

 

2.15 ამდენად, სასა----თლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სა----თლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასა----თლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გო-- ბე------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით ანუ გო-- ბე------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასა----თლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასა----თლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

3.2 ბრალდებულ გო-- ბე------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. მასვე პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ მიყენებული მატერიალური ზიანი სრული მოცულობით არ არის ანაზღაურებული და დაზარალებულს მის მიმართ გააჩნია პრეტენზია. ვინაიდან მას ქურდობის კვალიფიციური შემადგენლობა შეერაცხა ბრალად არაერთგზისობის ნიშნით, წარსულში ნასა----თლობა ვერ ჩაეთვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

4.1 გო-- ბე------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გო-- ბე------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასა----თლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი სასჯელზე -თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით - გო-- ბე------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასა----თლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გო-- ბე------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

 

4.2 გო-- ბე------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05-----------–-- 22:15 საათიდან.

 

4.3 გაუქმდეს გო-- ბე------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს შემდეგ ნივთმტკიცებულებათა ბედი:

- 01 ცალი ვერცხლისფერი ე.წ. რესივერი წინა ხედზე წარწერით “STAR TRACK”, რესივერი ჩასადები ყუთი და პასპორტი, რომლებიც ინახება მცხეთის რაიონულ სასა----თლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–---- ბუ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „ლილო მოლი“, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასა----თლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–---- ბუ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- 02 ცალი პულტი: პირველი წარწერით “STAR TRACK”, ხოლო მეორე “LG”, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასა----თლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–---- ბუ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- 01 ცალი შავი ფერის „დივიდი“ წარწერით “LG” რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასა----თლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ჟუ–---- ბუ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

- გო-- ბე------–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასა----თლოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება მცხეთის რაიონულ სასა----თლოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

- გო-- ბე------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: სავარცხელი, გო-- ბე------–---–ის ავტომანქანის მართვის მოწმობა, მობილური ტელეფონის დამტენი, გო-- ბე------–---–ის პირადობის მოწმობა, - რომლებიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს გო-- ბე------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს (პირებს).

 

4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სისხლის სა----თლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასა----თლოს მეშვეობით.

 

მოსა----თლე ვაჟა ფუხაშვილი