განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2---18
(გამოძიების N032--1018002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
15 იანვარი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
ბრალდებული მა-–----- არ-----–-, დაბადებული 197- წლის 2- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, წარსულში ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები; მცხეთა, სოფელი წ---------,ბრალდებულის ადვოკატი: ცისანა ცქვიტიშვილი,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
მა-–----- ა-------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
სახელდობრ:
2018 წლის 2- ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მა-–----- ა-------–მა მ------–-- ნ-------------–---–ს და არასრულწლოვან შვილს გი------ ა-------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - უცენზურიო სიტყვებით აგინა. ამასთან, სახლის მისაღებ ოთახში ყოფნის დროს მა-–----- ა-------–მა შვილის გი------ არ-----–-ს თანდასწრებით მ------–-- თავში ჩაარტყა სკამი ე.წ. ,,პუფი’’, რის შედეგადაც ნ-------------–---–მა მიიღო დაზიანება თავის არეში. აღნიშნულის შემდეგ გი------ არ-----–- გავიდა ოთახიდან, ხოლო მა-–----- ა-------–მა განაგრძო ძალადობა მეუღლის მიმართ - ნ-------------–---–ს მრავალჯერ სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა ქატოს ტომარაზე. ძალადობის შედეგად ნ----ა ს------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ მა-–----- ა-------–მა მეუღლე ძალის გამოყენებით მიათრია აბაზანასთან, მას მოსთხოვა აეღო ვედრო და საკვები მიეცა ღორებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გააგდებდა სახლიდან. როდესაც ნ-------------–---–მა უთხრა, რომ გაშორდებოდა, მა-–----- არ-----–- ამჯერად დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ მოკლავდა - მუცელში გაუყრიდა დანას, თუ გაშორდებოდა. მუქარის შედეგად ნ-------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების- მოკვლის საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მა-–----- ა-------–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მა-–----- არ-----–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მა-–----- არ-----–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის ნ-------------–---–ის, მოწმე გი------ არ-----–-ს მოწმე გი------ ბ-----------ას გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ალკოტესტის შედეგებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მა-–----- არ-----–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მა-–----- ა-------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე, ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ მა-–----- ა-------–მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ მა-–----- ა-------–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულები, მეზობლები მას ახასიათებენ დადებითად. მეუღლე ნ-------------–---–ი, რომელიც შეურიგდა მა-–----- ა-------–ს, ითხოვს ამ უკანასკნელის მიმართ ლმობიერი სასჯელის განსაზღვრას. მა-–----- ა-------–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოებანი, რომ განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, მასვე შემოწმებისას დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ მა-–----- ა-------–ს წარსული არ აქვს შებღალული, ადრე ნასამართლობა არ გააჩნია, მეუღლეთა შორის კონფლიქტი აღმოფხვრილია და მა-–----- არ-----–- ინანიებს დანაშაულების ჩადენას, სასამართლოს მიაჩნია, რომ თითოეული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი - დანიშნული სასჯელის ნაწილი მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 -ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 27--ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 მა-–----- არ-----–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
მა-–----- არ-----–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მა-–----- ა-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
5.2 მა-–----- ა-------–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2- ოქტომბრის 13 საათი და 55 წუთიდან.
დამატებითი სასჯელის მოხდის ათვლა მა-–----- ა-------–ს დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
5.3 გაუქმდეს მა-–----- არ-----–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ მა-–----- არ-----–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულების, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნის, ბედი: მომწვანო ფერის სკამი ე.წ. ,,პუფი’’ ლითონის ფეხებით, რომელიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს წ---------ს განყოფილებაში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ განყოფილებას.
5.6 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი