განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/09--1-
(გამოძიების N03---------- )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
22 ოქტომბერი , 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ბელა ოჩიაუ---,ბრალდების მხარე -
პროკურორი -ნაზი მირიანაშვილი,დაცვის მხარე -
ბრალდებული რი------ კა---------, დაბადებული 197- წლის 01 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, წარსულში ნასამართლევი, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მცხეთა, ს------–--–--------------------------, და ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთა, ს------–--–---------; ამჟამად პატიმრობაში მყოფი,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 რი------ კა--------მა ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკუ--- ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 03 ივნისის განაჩენით რი------ კა--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მას განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 04 ნოემბრიდან.
პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ რი------ კა--------- არ დაადგა გამოსწორების გზას და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული. სახელდობრ:
201- წლის 21 მარტს, დილით მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში დედის სვ----–--- კა---------ს საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, რომ დედამ უარი განუცხადა 100 ლარის ოდენობით სოციალუ--- დახმარების გამოტანაზე და მისთვის ხელზე გადაცემაზე, რი------ კა--------მა დედას სვ----–--- კა--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ იქვე აიღო ალუმინის ჩაიდანი და რამდენჯერმე ჩაარტყა იგი თავში სვ----–--- კა--------ს, შემდეგ ხელში აიღო ალუმინის ქვაბის თავსახუ--- და ასევე რამდენჯერმე ჩაარტყა დედამისს თავის არეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად სვ----–--- კა--------მა განიცადა ფიზიკუ--- ტკივილი.
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა რი------ კა--------მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო სრულად არ ახსოვს დედასთან, სვ----–--- კა--------თან კონფლიქტის დეტალები, თუმცა ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე. მანვე განმარტა, რომ ალკოჰოლუ--- სასმელების მიღებისადმი მიდრეკილება აქვს ასევე დედამისს სვ----–--- კა--------ს, რომელიც სიმთვრალის დროს არ ერიდებოდა შეურაცხმყოფელ მიმართვებს, რამაც კონკრეტულ შემთხვევაში იგი გააღიზიანა და მდგომარეობიდან გამოიყვანა.
2.2 სასამართლოს დასკვნა ბრალად შერაცხული დანაშაულის რი------ კა---------ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ რი------ კა---------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოკვლეულ და ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ სვ----–--- კა---------ს ჩვენებას, მოწმეების სი---- ნა----ის, ლ--------–---–-ს, გი-------------–---–-ს, ავ--------– ბუ--–---–-ს, გე---------–---–-ს, ირ---–-------------ს, კა---------------–-–---–-ს ლა–------------, ბო-----–--–--- მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს, აწგარდაცვლილ იუ--- მო---–-----ს მიერ სასამართლოსთვის მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის რი------ კა---------ს მიერ ჩადენას. სახელდობრ:
2.3 სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაზარალებულმა სვ----–--- კა--------მა განმარტა, რომ შვილთან რი------ კა--------თან და ძმასთან იუ--- მო---–-----სთან ერთად ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში, ე.წ. ,--------------------–---–ი, სადაც აქვს ერთსართულიანი კერძო ბინა. მეუღლესთან გაცილებულია. შვილი რი------ კა--------- სისტემატურად ეტანება ალკოჰოლურ სასმელებს და აქვს პათოლოგიუ--- სიმთვრალე. 201- წლის 21 მარტს, დილით რი------ კა--------- მეგობართან სო--- ნა----ესთან ერთად, მთვრალ მდგომარეობაში მივიდა სახლში, სადაც დედამისთან ერთად იმყოფებოდა ბიძა იუ--- მო---–-----. რი------ კა--------მა მას, მშობელს უთხრა, რომ ფული სჭირდებოდა, რის გამოც ბანკიდან აეღო სოციალუ--- დახმარება -100 ლარის ოდენობით და გადაეცა მისთვის. ვინაიდან სოციალუ--- დახმარება ჯერ არ იქნებოდა დარიცხული, მან უარი უთხრა თხოვნაზე. მიღებული პასუხით განაწყენებულმა რი------ კა--------მა მას ხმამაღლა დაუწყო ყვირილი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან ხელში აიღო ჩაიდანი და რამდენჯერმე ჩაარტყა იგი თავში დედას სვ----–--- კა--------ს, შემდეგ ჩაიდანი იქვე მოისროლა, აიღო ქვაბის თავსახუ--- და ისიც რამდენჯერმე ჩაარტყა იგი თავში დედას. ვინაიდან რი------ კა--------- აგრესიულად მოქმებდა, დედა-შვილს შორის ჩადგა სო--- ნა----ე და ისინი დააშორა. ცემის შედეგად სვ----–--- კა--------მა განიცადა ძლიერი ფიზიკუ--- ტკივილი. მომხდარის თაობაზე დაზარალებულმა მეზობლის გე---------–---–-ს კუთვნილი მობილუ--- ტელეფონით იმავე დღეს აცნობა 112-ის სამსახურს და ითხოვა პოლიციის დახმარება.
2.4 ის ფაქტი, რომ 201- წლის 21 მარტს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რი------ კა--------მა მეტალის საგნების გამოყენებით ფიზიკუ--- შეურაცხყოფა მიაყენა დედას სვ----–--- კა--------ს, დადასტურებას მოულობს თვითმხილველი მოწმეების იუ--- მო---–-----ს და იოსებ ნა----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
2.5 მოწმე გ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ 201- წლის 21 მარტს, დილით მას სახლში ეწვია მეზობელი სვ----–--- კა---------, რომელიც, მისივე განმარტებით, იყო ნაცემი შვილის რი------ კა---------ს მიერ და უჩიოდა თავის არეში ტკივილს. სვ----–--- კა--------მა მისი კუთვნილი მობილუ--- ტელეფონიდან დარეკა 112-ის სამსახურში, აცნობა მომხდარის სესახებ და ითხოვა პოლიციის მუშაკთა დახმარება.
2.6 დაზარალებულ სვ----–--- კა---------ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ოჯახუ--- ძალადობის დროს შვილმა რი------ კა--------მა გამოიყენა მეტალის საგნები - ჩაიდანი და ქვაბის თავსახუ---, დადასტურებას პოულობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დანართ ფოტოცხრილთან ერთად, რომლის მიხედვითაც სახლის აივანზე მართლაც იქნა ნანახი ჩაიდანი და ქვაბის თავსახუ---.
2.7 ამოღებული ნივთმტკიცებულებანი - ალუმინის ჩაიდანი და ემალის ქვაბის თავსახუ--- საქმეს დაერთო ნივთმტკიცებულებების სახით.
2.8 ის ფაქტი, რომ რი------ კა--------მა წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა დედის, სვ----–--- კა---------ს მიმართ ოჯახუ--- ძალადობა, დადასტურებას პოულობს მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 03 ივნისის განაჩენით, აგრეთვე 201- წლის 02 იანვრის შემაკავებელი ორდერით.
2.9 სასამართლო სამედიცინო ექსპერტის N00255331- დასკვნის მიხედვით სვ----–--- კა--------- შემოწმებისას უჩიოდა ტკივილს თავის და ზურგის მიდამოში. მის სხეულზე ობიექტურად ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: მარცხნივ შუბლის მიდამოსი, აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 4 X3 სმ, ირგვლივ მიდამო შეშუპებულია და მტკივნეული, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება კისრის მიდამოში უკანა ზედაპირზე, გასწვრივი სამი ერთმანეთის პარალელურად მდებარე სისხლნაჟღენთები ზომებით 7 X0,2 სმ, 6 X05 სმ, 2,5 X3 სმ.
2.10 რი------ კა---------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეფასების დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამძიმდა დასახელებული მუხლის 201- წლის 30 მაისის რედაქციით, რამდენადაც სანქციას დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე რი------ კა---------ს მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს ამ დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 04 მაისის რედაქცია).
2.11 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ რი------ კა--------მა ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკუ--- ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 04 მაისის რედაქცია).
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
3.2 ბრალდებულ რი------ კა--------ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ მან გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ინანიებს ჩანადენს, ამასთან დაზარალებული სვ----–--- კა--------- 201- წლის 19 სექტემბრის წერილობითი განცხადებით ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. რი------ კა--------ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, ოჯახუ--- კონფლიქტის ნიადაგზე.
იმის გათვალისწინებით, რომ რი------ კა--------- წარსულში გასამართლებულია იმავე მშობლის, აგრეთვე აწგარდაცვლილი ბიძის იუ--- მო---–-----ს მიმართ ჩადენილი ოჯახუ--- ძალადობისთვის, ამასთან დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ რი------ კა--------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 რი------ კა--------- იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 03 ივნისის განაჩენით რი------ კა---------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი მოუხდელ სასჯელზე - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ამ საქმეზე დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით ნაწილობრივ - 02 (ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილითან და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რი------ კა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით .
4.2 სასჯელის მოხდის ათვლა რი------ კა--------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201- წლის 21 მარტის 13 საათი და 20 წუთიდან.
4.3 გაუქმდეს რი------ კა---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულებების ბედი:
- ალუმინის ჩაიდანი და ქვაბის თავსახუ---, რომლებიც ორ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ სვ----–--- კა--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ბილაინის ფირმის მობილუ--- ტელეფონი, რომელიც ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ რი------ კა---------ს ნდობით აღჭურვილ პირს.
4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი