განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2-----
(გამოძიების N0----------- )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
29 ნოემბერი , 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - გი------ წი-----–---–ი,დაცვის მხარე -
ბრალდებული ვა------ ჯა----–---–ი, დაბადებული 198- წლის 13 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი #1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბ--–---, მ-----------------------------, კორპუსი N3-;
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 156 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 ვა------ ჯა----–---–მა ჩაიდინა ადამიანის დევნა მისი სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობის მუქარით , რაც გამოიხატა შემდეგში.
201- წლის 17 მაისს ნა---- კო------ე მიწვეული იყო ტელეკომპანია ,, კ--------’’ ეთერში გადაცემა ,,ბ-------ში’’, სადაც მან სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და გამოხატა პირადი აზრი, - მკაცრად დაგმო სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ გახორციელებული ძალადობრივი ქმედებები. აღნიშნული გადაცემა ტელეეთერში ნახა ვა------ ჯა----–---–მა, რომელიც ძლიერ გააღიზიანა ნა---- კო------ის მიერ გამოთქმულმა აზრმა. 201- წლის 19 მაისს დუ–----ს რაიონის სოფელ ჭი---–---ში ყოფნის დროს ვა------ ჯა----–---–მა თავისი მობილური ტელეფონით მოძებნა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’’ ნა---- კო------ე, რომელიც დარეგისტრირებული იყო ,,n---------------‘’-ით და თავისი ანუ ,,V------------------’’-ის სახელით არსებული ფეისბუქის ანგარიშიდან გადაცემაში გამოხატული აზრის შეუწყნარებლობის მოტივით მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ნა---- კო------ეს და მას მიაყენა პატივისა და ღირსების დამამცირებელი შეურაცხყოფა, მასვე დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით - სხეულზე ცეცხლის მოკიდებით, ასევე დაემუქრა გაუპატიურებით. ვა------ ჯა----–---–ის მიერ გახორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ნა---- კო------ეს გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ვა------ ჯა----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე, დაადასტურა, რომ პირადად გაუგზავნა მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები ნა---- კო------ეს და ნამდვილად არის დასახელებული მოკლეტექსტური შეტყობინებების ავტორი, ამასთან განმარტა, რომ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს მიზნად არ ისახავდა ადამიანის დევნას მისი სიტყვის და აზრის გამო.
2.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ვა------ ჯა----–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე გარდა ბრალდებულ ვა------ ჯა----–---–ის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნა---- კო------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების ვა------ მა--------ის, მობილური ტელეფონის და ფეისბუქ გვერდის დათვალიერების ოქმებს და ფოტომასალას, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს, დათვალიერების ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალად შერაცხული დანაშაულის ვა------ ჯა----–---–ის მიერ ჩადენას.
ბრალდებულის ვერსია იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი მიზნად არ ისახავდა ადამიანის დევნას მისი სიტყვის და აზრის გამო, დასაბუთებულად არის უარყოფილი საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის მოკლეტექსტური შეტყობინებების დათვალიერების შესახებ 201- წლის 22 მაისის ოქმებით (ს.ფ. 13-17, 127-142) , რომლითაც მოკლეტექსტური შეტყობინებების ავტორი უცენზურო სიტყვების გამოყენებით შეუწყნარებლობის მოტივით უკიდურესად შეურაცხყოფს რა ადრესატს, აღნიშნულით ფაქტობრივად, იმავდროულად ავლენს დევნას მისი სიტყვის და აზრის გამო.
2.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ვა------ ჯა----–---–მა ჩაიდინა ადამიანის დევნა მისი სიტყვის და აზრის გამო, ძალადობის მუქარით, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
3.2 ბრალდებულ ვა------ ჯა----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული და განმარტა, რომ გულწრფელად ინანიებს ჩანადენს. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა დისკრიმინაციის შემცველი ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით.
ზემოხსენებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ვა------ ჯა----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც იმის მხედველობაში მიღებით, რომ მას წარსული შებღალული არ აქვს, ნასამართლობა არ გააჩნია, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, რაც იქნება შემაკავებელი, პროპორციული და დამაფიქრებელი, რომ მან არ განაგრძოს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა და აღსრულდეს სასჯელის მიზნები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 ვა------ ჯა----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს აღკვეთა 01 (ერთი) წელი.
ვა------ ჯა----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 06 (ექვსი) თვის ვადით.
4.2 მსჯავრდებულ ვა------ ჯა----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
4.3 გაუქმდეს ვა------ ჯა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მტკიცებულება: ვა------ ჯა----–---–ის კუთვნილი ,,ა--------’’ ფირმის მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება დუ–----ს შსს რაიონული სამმართველოს ჟი----–-ს პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს ვა------ ჯა----–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც მოთავსებულის სისხლის სამართლის მოცემულ საქმეში, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბ--–--- გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი