განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
180100119003029260
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/137-19 4 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №-----------1)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----–-------ა;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ქე-----------–----ძე, გ-----------------–---–ი

 

ბრალდებული - ი----- ი-----ს ძე სო----–--ვი, დაბადებული: 1--- წლის 14 ი--–--ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, კაფე-ბარის მეჩილიმე, მცხოვრები: თბილისი, ტ---–----ის ქ. N3ა, აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ცემა, რამაზ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისიწნებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ბრალდებული - ნ-----–--ზ ბ-----ს ძე მ------ა, დაბადებული: 1--- წლის 10 ო--------რს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ბარმენი, მცხოვრები: თბილისი, გლ-----ს მე-5 მ/რ, კორპ. N10, ბინა N16, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ცემა, რამაზ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისიწნებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 13:50 საათზე, ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში, კაფე-ბარ „ტ--------ში“ ბართან მომხდარი შელაპარაკების დროს ბარმენმა ნ-----–--ზ მ------ამ და მეჩილიმე ი----- სო----–--ვმა ბარის კლიენტს გ------ი შ-----–-იას ცემეს, სახეში დაარტყეს ხელები, რა დროსაც გ------ი შ-----–-იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულებმა ი----- სო----–--ვმა და ნ-----–--ზ მ------ამ თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვეს პატიება.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

3.3. დაზარალებულად გ------ი შ-----–-იას გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ის 2019 წლის 9 მარტს 11:46 საათზე იმყოფებოდა დაბა გუდაურში არსებულ კაფე-ბარ „ტ--------“-ში თ---რ კ--–--ესთან, დ---თ დ----–--–თან და მ------–-ნა ი---------–თან ერთად. გ------ი შ-----–-ია და მისი მეგობარი თ---რ კ--–--ე მივიდნენ ბარში სასმელის შესაკვეთად. ბარმენი მისდამი იყო ცინიკურად და აგრესიულად განწყობილი. მას უკნიდან მიუახლოვდა ორი მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რის გამოც ის მიტრიალდა და დაახლოებით 5 წამში ერთ-ერთმა მათგანმა დაარტყა გ------ის ხელი სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დარტყმიდან მაშინვე მეორე ახალგაზრდა მამაკაცმაც ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი. მას ამ ქმედებების საპასუხოდ ორივე მამაკაცისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ განიმუხტა კონფლიქტი. რამოდენიმე წამში აღმოჩნდა კაფე-ბარის ვერანდაზე თ---რ კ--–--ესთან ერთად, ასევე მასთან ერთად ვერანდაზე იმყოფებოდა დ---თ დ----–--–ი და რამდენიმე უცხო პიროვნება. მისი ვარაუდით აღნიშნულმა ორმა პიროვნებამ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სექსუალური ნიშნით ჰომოფობიურ ნიადაგზე მისი ვიზუალის გამო, რადგანაც ყურზე ეკეთა საყურეები, რომელთაგან ერთი იყო ჯვრის ფორმის. ამის შემდეგ მან დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება და პოლიციას დაელოდა იმავე ვერანდაზე, რის შემდგო--ც მალევე დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ზეპირი გამოკითხვის შემდგომ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდგომ ვინაიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ, დ---თ დ----–--–მა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

3.4. თ---რ კ--–--ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 მარტს დილის დაახლოებით 11:00 საათზე თ---რ კ--–--ე, დ---თ დ----–--–ი, გ------ი შ-----–-ია და მ------–ენა ი---------–ი, იმყოფებოდნენ დაბა გუდაურში მდებარე კაფე-ბარ „ტ--------ის“ ვერანდაზე. ვერანდაზე მათი მაგიდა იდგა ღია-დახურული სივრცის შესასვლელთან ახლოს. მათი მიმტანი იყო ახალგაზრდა ბიჭი. გ------ი შ-----–-იას დაეჯახა მათი სუფრის მიმტანი, გ------ი მისთვის არაფერი უთქვამს, ხოლო მიმტანმა გ------ი შ-----–-იას უხეშად მიმართა და გამოხატა მის მიმართ უკმაყოფილება დგო--სთან დაკავშირებით. ცოტა ხანში გ------ი შ-----–-ია შევიდა კაფე-ბარის დახურულ სივრცეში და მივიდა ბართან არსებულ სკამთან და ჩამოჯდა. რამდენიმე წამში მივიდა ისიც დაჯდა გ------ი შ-----–-იას გვერდით ბარის სკამზე. გ------ი შ-----–-ია ესაუბრებოდა ბარმენს, მის უკან და გვერდით არავინ იდგა. გ------ი შ-----–-იასა და ბარმენს შორის შედგა დიალოგი სასმელის არჩევასთან დაკავშირებით. ამ დროს უცებ რამდენიმე ადამიანი დადგა მათ უკან და გ------ი შ-----–-იას ჰკითხეს „აბა რა გინდა“. გ------ი შ-----–-ია შეტრიალდა მათკენ და მათ შეეპასუხა, მაგრამ ზუსტად არ იცის თუ რა სიტყვები უთხრა. გ------ი შ-----–-იას საუბრის დროს უცებ გ------ი შ-----–-იას ერთ-ერთმა ბიჭმა ორჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ მეორე ბიჭმაც დაარტყა. ამ დროს იქვე უცებ მაგიდიდან ადგნენ ბიჭები და ინციდენტიც ამოიწურა. ამის შემდეგ ის და გ------ი შ-----–-ია ისევ გავიდნენ ვერანდაზე, საიდანაც გ------ი შ-----–-იამ დარეკა 112-ში და შეატყობინა მისი ცემის ფაქტი.

3.5. 2019 წლის 9 მარტის ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ------ი შ-----–-იამ განმარტა, რომ პირმა, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იყო საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მოგრძო ფორმის სახით, მუქი ფერის თვალებით, მოკლე შავი ფერის თმით, შავგრემანი კანის ფერით, დაახლოებით ოცდაათ წლამდე. გ------ი შ-----–-იამ ხელის გაშვერით მიუთითა მარჯვენა პირველ რიგში მდგომი ნ-----–--ზ მ------აზე და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირმა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.

3.6. 2019 წლის 9 მარტის ამოცნობის ოქმის მიხედვით, თ---რ კ--–--ემ მისთვის წარდგენილ სამ პიროვნებას შორის ამოიცნო მარცხნიდან პირველი პიროვნება და განაცხადა, რომ სწორედ მან დაარტყა გ------ი შ-----–-იას სახის არეში ხელი. თ---რ კ--–--ემ განმარტა, რომ ი----- სო----–--ვი მან ამოიცნო სიმაღლით - დაახლოებით 180 სმ, მოკლედ შეჭრილი შავი ფერის თმებით, მრგვალი სახით, სრული აღნაგობით, სწორი ცხვირით, შავი წარბებით.

3.7. 2019 წლის 10 მარტის ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ------ი შ-----–-იამ განმარტა, რომ პირმა, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იყო საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის თვალებით, შავი ფერის მოკლე თმით, ასაკით დაახლოებით ოცდაათ წლამდე, ოვალური ფორმის სახით, შავგრემანი კანის ფერით. გ------ი შ-----–-იამ ხელის გაშვერით მიუთითა მარჯვნიდან მეორე რიგში მდგარ ი----- სო----–--ვზე და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირმა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.

3.8. 2019 წლის 10 მარტის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დ---თ დ----–--–მა განაცხადა, რომ მისთვის წარდგენილ სამ პიროვნებას შორის მან ამოიცნო მარცხნიდან მეორე, ხოლო მარჯვნიდან მეორე პიროვნება, რომელმაც მიაყენა გ------ი შ-----–-იას ფიზიკური შეურაცხყოფა. დ---თ დ----–--–მა ი----- სო----–--ვი ამოიცნო სიმაღლით - დაახლოებით 180 სმ, სრული აღნაგობით, მოკლედ შეჭრილი შავი ფერის თმებით, მრგვალი სახით, სწორი ცხვირით, შავი წარბებით.

3.9. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 9 მარტის 13:31 საათზე კაფე ბარის თანამშრომელი ბ----რ ფ------–-–---–ის განმარტებით ნ-----–--ზ მ------ა, ერთხელ სახის არეში ურტყავს კლიენტს, რომელიც პრეტენზიას გამოხატავს, ამ დროს ბარის პერსონალი იწყებს სიტუაციის განეიტრალებას კლიენტიც ცდილობს ხელების მოქნევით დაარტყას ნ-----–--ზ მ------ას. ამის დანახვაზე კლიენტს მარცხენა მხრიდან 2 ჯერ თავის არეში ხელს ურტყავს ი----- სო----–--ვი. ამ დროს კაფე ბარის ადმინისტრაცია აქტიურად იწყებს სიტუაციის დამშვიდებას და სამივე მათგანი გაჰყავთ ცალ-ცალკე, რის შემდეგაც საუბარი გრძელდება ბ----რი ფ------–-–---–სა და კლიენტის თანმხლებ გოგონებს შორის.

3.10. 2019 წლის 18 მარტის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღებული იქნა სამედიცინო ბარათი N 248.

3.11. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე გ------ი შ-----–-იას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ქვედა ტუჩის ლორწოვანზე მარცხნივ სისხლჩაქცევის / მის ფონზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა / სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

3.12. ამდენად, მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაციით, დ---თ დ----–--–ის, ი-----ს სო----–--ვის, ნ-----–--ზ მ------ას, თ---ნა დ---თაძის, ბ----რი ფ------–-–---–ის, ო--რ კ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ი----- სო----–--ვმა და ნ-----–--ზ მ------ამ 2019 წლის 9 მარტს, გ------ი შ-----–-იას მიმართ ჩაიდინეს ცემა ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულების ნ-----–--ზ მ------ას და ი----- სო----–--ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მათ თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებენ ჩადენილს, სასამართლოს სთხოვენ პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მათ არ გააჩნიათ.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზო--ს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულების პიროვნების, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მათ გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- სო----–--ვს და ნ-----–--ზ მ------ას უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 281-ე მუხლებით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- სო----–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო--დ დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ი----- სო----–--ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. ნ-----–--ზ მ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო--დ დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნ-----–--ზ მ------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაია ოშხარელი