განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/115-19
(გამოძიების N025131218001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
13 ივნისი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
ბრალდებული ნი-- ა------ე, დაბადებული 1972 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N16001001923, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დუშეთი, სოფელი ოძისი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ბრალდებულის ადვოკატი : თამარ დოხტურიშვილი,დანაშაულის კვალიფი--ცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2018 წლის 30 მაისის რედაქცია),სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ფაქტებზე და სასამართლომ დადგენილად ცნო:
ნი-- ა------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 დეკემბერს დაახლოებით 18 საათზე დუშეთი, სოფელ ოძისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ნი-- ა------ემ თავისივე საცხოვრებელ სახლში მოხუც მამას კოლა პავლიაშვილს, დაბადებულს 1939 წლის 24 იანვარს, შეკამათების დროს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა უცენზურო სიტყვებით მიმართვაში და იმავდროულად არასრულწლოვანი შვილიშვილის გიორგი მეცხვარიშვილის თანდასწრებით მასვე მოულოდნელად რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც კოლა პავლიაშვილმა მარცხენა წარბთან და ცხვირზე მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ნი-- ა------ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე, ჩანადენს გულწრფელად ინანიებს და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (20128 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნი-- ა------ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ნი-- ა------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების კოლა პავლიაშვილის და გიორგი მეცხვარიშვილის გამოკითხვის ოქმებს, მოწმე ქეთევან და ილია პავლიაშვილების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, სამედიცინო ბარათს, ალკოტესტის ქვითარს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ნი-- ა------ის მიერ ბრალად შერაცხული იმ დანაშაულის ჩადენას, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.
3.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ნი-- ა------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია).
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ ნი-- ა------ეს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია. ნი-- ა------ეს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია და ბრალდებული ინანიებს დანაშაულების ჩადენას, წარსულში ნასამართლობა არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნი-- ა------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მიზანშეწონილია მას ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 ნი-- ა------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
5.2 ნი-- ა------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 დეკემბრის 21 საათი და 34 წუთიდან.
5.3 გაუქმდეს ნი-- ა------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ნი-- ა------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ვაჟა ფუხაშვილი