განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/3---1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
01 თ--------–-, 2019 წელი ქ. მც-----
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ჯემალ ნათელაშვილი,დაცვის მხარე -
ბრალდებული ზა--- მგ--–--–---–ი, დაბადებული 199- წლის 04 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული - დე-------–--–------- რა-----, სოფელი ს------–ო და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მც-----, გ-------------ს ქუჩა N12;
დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 ზა--- მგ--–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში.
201- წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 02 საათზე ზა--- მგ--–--–---–მა უკანონოდ შეაღწია მც-----ში, თ----–---–ის ქუჩა N12-ში მდებარე, რ------------------------------------------–-, სადაც დამონტაჟებული იყო საქართველოს შსს მც------მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ,,ფოტო-ხაფანგი, რომელსაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც და---რალებულს მიაყენა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.2 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ზა--- მგ--–--–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.
2.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ზა--- მგ--–--–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა თავად ბრალდებულ ზა--- მგ--–--–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: და---რალებულის წარმომადგენლის მ----------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების ზა--- ჩ------–---–ის, ვ-–-----------------–---–ის და სი----- ბე-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ბინის ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოღებულ ნივთმტკიცებულებას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის ზა--- მგ--–--–---–ის მიერ ჩადენას.
2.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზა--- მგ--–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელონანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს.
3.2 ბრალდებულ ზა--- მგ--–--–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული და განმარტა, რომ გულწრფელად ინანიებს ჩანადენს. მასვე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზა--- მგ--–--–---–ს სასჯელის სახით დაწესებული სანქციის ფარგლებში განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულს წარსული შებღალული არ აქვს, ნასამართლობა არ გააჩნია, უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, რაც იქნება შემაკავებელი, პროპორციული და დამაფიქრებელი, რომ მან არ განაგრძოს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა და აღსრულდეს სასჯელის მიზნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 ზა--- მგ--–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს აღკვეთა 03 (სამი) წელი.
ზა--- მგ--–--–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 201- წლის 19 ნოემბრის 22 საათი და 07 წუთიდან 201- წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
4.2 მსჯავრდებულ ზა--- მგ--–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
4.3 გაუქმდეს ზა--- მგ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს რობერტ გაგაძეს, პირადი ნომერი N01012015046, დაუბრუნდეს 201- წლის 22 ნოემბერს სს ,,საქართველოს ბანკში’’ შეტანილი საგირავნო თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: ფოტო-ხაფანგი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება მ–-------–------------–--------------–-----------------–---ლ შენობაში, დაუბრუნდეს საქართველოს შსს მც------მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს.
4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი