განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/107-1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მ–----ის რაიონული სასამართლო
2- ივ----, 201- წელი ქ. მ–----ა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნ---- მი------–---–ი
დაცვის მხარე -
ბრალდებული და---- ფი-----–---–ი, დაბადებული 1-8- წლის 2- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, წარსულში ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–----ა, სოფელი ძ---ი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ბრალდებულის ადვოკატი : გო-- ჯა----–---–ი,და--შაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის პირველი ნაწილი, 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ფაქტებზე და სასამართლომ დადგენილად ცნო :
და---- ფი-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ(ორი ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სახელდობრ:
201- წლის 22 ი------ს, დაახლოებით 1-:00 საათზე მ–----ის რაიონის სოფელ ძ---ში, საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და---- ფი-----–---–მა დედას ნა-- რ-----–--–--ლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოხლის მოსპობით მას და ოჯახის წევრებს. ნა-- რ-----–--–--ლმა უთხრა და---- ფი-----–---–ს - წასულიყო სახლიდან, რის გამოც კიდევ უფრო აგრესიული გახდა და---- ფი-----–---–ი და მუშტი დაარტყა დედას ზურგის არეში, რა დროსაც ნა-- რ-----–--–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 201- წლის 22 ი------ს, დაახლოებით 1-:00 საათზე მ–----ის რაიონის სოფელ ძ---ში, საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და---- ფი-----–---–მა დედას ნა-- რ-----–--–--ლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქვაბი ესროლა, რაც არ მოხვედრია ნა-- რ-----–--–--ლს, ხოლო შემდეგ დანის გამოყენებით დაემუქრა ნა-- რ-----–--–--ლს, მის ძმას, აწგარდაცვლილ კა-- რ-----–--–--ლს და არასრულწლოვან ძმიშვილს ნა-- ფი-----–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რომელთან ერთად ცხოვრობდა მუდმივად ერთ ოჯახში და ეწევოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ვინაიდან და---- ფი-----–---–ი იყო აგრესიული, ნა-- რ-----–--–--ლს და ნა-- ფი-----–---–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 201- წლის 23 ი------ს, დაახლოებით 1-:30 საათზე მ–----ის რაიონის სოფელ ძ---ში, საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი და---- ფი-----–---–ი არასრულწლოვან ძმიშვილს ნა-- ფი-----–---–ს, რომელთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერთ ოჯახში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამტვრია საოჯახო ნივთები. ვინაიდან და---- ფი-----–---–ი იყო აგრესიული, ნა-- ფი-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 201- წლის 23 ი------ს, დაახლოებით 18:30 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ ძ---ში, საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი და---- ფი-----–---–ი დედას ნა-- რ-----–--–--ლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ძმამ, აწგარდაცვლილმა კა-- ფი-----–---–მა არ მისცა საშუალება. ვინაიდან და---- ფი-----–---–ი იყო აგრესიული, ნა-- რ-----–--–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა და---- ფი-----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას და ადასტურებს, რომ ბრალად შერაცხული და--შაულები ჩადენილია მის მიერ, ჩა--დენს გულწრფელად ინანიებს და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის პირველი ნაწილით, 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულების და---- ფი-----–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ და---- ფი-----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნა-- რ-----–--–--ლის გამოკითხვის ოქმებს; არასრულწლოვანი დაზარალებულის ნა-- ფი-----–---–ის გამოკითხვის ოქმს; ნა-- რ-----–--–--ლის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს; ნა-- ფი-----–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ფოტოსურათებს, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს - და--ს და დამტვრეული ჭაღის ნაწილებს; სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ და---- ფი-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული იმ და--შაულების ჩადენას, რაზეც მხარეები ასევე შეთანხმდნენ.
აქვე, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- ფი-----–---–ს 201- წლის 22 იანვრის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდებიდან (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან) უნდა ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, რამდენადაც სსკ-ის 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი სრულად მოიცავს ამავე მუხლის პირველ ნაწილს.
3.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ და---- ფი-----–---–მა ჩაიდინა და--შაულები, გათვალისწინებულნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის პირველი ნაწილით, 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ და---- ფი-----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული და--შაულები, ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია, დაზარალებული მშობელი ითხოვს მის გათავისუფლებას პატიმრობიდან, და---- ფი-----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს აგრეთვე ის გარემოება, რომ უკა--სკნელ პერიოდში გარდაეცვალა ოჯახის ორი წევრი - მამა, შემდეგ კი - ძმა, რის ნიადაგზე განცდილმა სტრესმა, ლოგიკურად, უარყოფითად იმოქმედა მის ხასიათსა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
და---- ფი-----–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ და--შაულები მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, აგრეთვე - იგი წარსულში ნასამართლევია, - მ–----ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 07 ა-----–ის გა--ჩენით და---- ფი-----–---–ი, იმჟამად ნასამართლევი, მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1-7-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდა--ც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
4.3 ბრალდებულის წარსულში ნასამართლობისა და იმის გათვალისწინების, რომ და--შაულები და---- ფი-----–---–ს ჩადენილი აქვს ოჯახის წევრის მიმართ, სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 531 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებით იმის შესახებ, რომ მითითებული გარემოებების არსებობისას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი და--შაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 და---- ფი-----–---–ს 201- წლის 22 იანვრის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდებიდან - ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
5.2 და---- ფი-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.3 და---- ფი-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (201- წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.4 და---- ფი-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (201- წლის 23 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.5 და---- ფი-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 23 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
5.6 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა თა--ბარი სასჯელებიდან 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (201- წლის 22 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თა--ბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და და---- ფი-----–---–ს და--შაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.7 გაუქმდეს მ–----ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 07 ა-----–ის გა--ჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ამ საქმეზე და--შაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა გა--ჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელიდან ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ გა--ჩენთა ერთობლიობით და---- ფი-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.8 და---- ფი-----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201- წლის 23 იანვრის 23 საათი და 05 წუთიდან.
5.9 გაუქმდეს და---- ფი-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5.10 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:
- ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს - საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამზარეულო და--, რომელიც ინახება მ–----ის შს რაიონულ სამმართველოში, გა--დგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭაღის დაზიანებული მინისმაგვარი ორი ფრაგმენტი, რომელიც ასევე ინახება მ–----ის შს რაიონულ სამმართველოში, გა--დგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.
5.11 გა--ჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.12 გა--ჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი