განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
180100119003298501
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/349-19 5 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა კაბიდაური,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა------------–---–ი;

 

დაცვის მხარე: მა-------–---------–---ი;

 

ბრალდებული - დ---ო ა-–---ის ძე ზ----ძე (დაბადებული 19-- წლის 13 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლეობის არმქონე, შპს „ე----“-ის დისტრიბუტორი, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, მ--------ს გამზირი მე-5 კვარტალი, კორპ. 9, ბინა N28, ფაქტობრივი მისამართი: დუშეთის რაიონი სოფელი ბე-----ი, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ბე-----ში, სახლში ყოფნის დროს, დ---ო ზ----ძემ როდესაც ნახა, რომ მეუღლეს მ------ა ე-------ას ავტომანქანაში ჰქონდა ჩანთები ჩაწყობილი და აპირებდა მისგან წასვლას, დაუწყო ჩხუბი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ დააგდო დივანზე და სახეში დაარტყა მუშტები, თან იჭერდა და არ აძლევდა ადგომის საშუალებას, წინააღმდეგობის დროს, მ------ა ე-------ამ შემთხვევით ფეხი მიარტყა მაგიდას, რაც გატყდა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა დ---ო ზ----ძე და როდესაც მ------ა ე-------ა ფეხზე ადგა, დ---ო ზ----ძემ ხელი კრა და თავი მიარტყმევინა კედელს, რის გამოც წაიქცა, შემდეგ კი წაქცეულ მეუღლეს დ---ო ზ----ძემ ფეხი ჩაარტყა ლოყაში. დ---ო ზ----ძემ აიღო მაგიდის გატეხილი ფიცარი და მ------ა ე-------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ------ა ე-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ბე-----ში, სახლში ყოფნის დროს დ---ო ზ----ძემ როდესაც ნახა, რომ მეუღლეს მ------ა ე-------ას ავტომანქანაში ჰქონდა ჩანთები ჩაწყობილი და აპირებდა მისგან წასვლას, დაუწყო ჩხუბი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ დააგდო დივანზე და სახეში დაარტყა მუშტები, თან იჭერდა და არ აძლევდა ადგომის საშუალებას, წინააღმდეგობის დროს, მ------ა ე-------ამ შემთხვევით ფეხი მიარტყა მაგიდას, რაც გატყდა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა დ---ო ზ----ძე და როდესაც მ------ა ე-------ა ფეხზე ადგა, დ---ო ზ----ძემ ხელი კრა და თავი მიარტყმევინა კედელს, რის გამოც წაიქცა, შემდეგ კი წაქცეულ მეუღლეს დ---ო ზ----ძემ ფეხი ჩაარტყა ლოყაში. დ---ო ზ----ძემ აიღო მაგიდის გატეხილი ფიცარი და მ------ა ე-------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ------ა ე-------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2019 წლის 13 მაისს, ქალაქ თბილისში, თ----- დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვარტალი, კორპუსი N24ა. ბინა N35-ში მდებარე მ------ა ე-------ას საცხოვრებელ სახლში დ---ო ზ----ძეს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, მ------ა ე-------ასთან, რა დროსაც დ---ო ზ----ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ა ე-------ას, კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში, ასევე თმაში მოქაჩა ძლიერად და დააგდო იატაკზე, რა დროსაც ასევე ურტყამდა მუშტებს სახის არეში. დ---ო ზ----ძის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ------ა ე-------ამ განიცადა გიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა დ---ო ზ----ძემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა შეღავათების გავრცელება.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19-- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 ა-----–ის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

3.3. დაზარალებულ მ------ა ე-------ას გამოძიებისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის მაისის თვის ბოლოს იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში დედამისის სახლში თ----- დასახლება, მესამე მ/რ, მეხუთე კვარტალი, კორპუსი 24ა, ბინა N35-ში, მის ტყუპებთან და მეუღლესთან დ---ო ზ----ძესთან ერთად. დ---ო ზ----ძეს მისცა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის ჩაეცმია საშინაო და არა გამოსასვლელი ტანსაცმელი, რის გამოც დ---ო ზ----ძემ დაუწყო გინება უწმაწური სიტყვებით, დ---ო ზ----ძემ სამზარეულოში მას სახის არეში მუშტი ძლიერად დაარტყა, რა დროსაც მ------ა ე-------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი. შემდეგ ის გაიქცა ბავშვებისკენ, დ---ო ზ----ძეც გაჰყვა მას და თმაში წაავლო ხელი, მოქაჩა ძლიერად და დააგდო იატაკზე, მ------ა ე-------ა წამოდგა, ყვიროდა ხელი გაეშვა მისთვის, რის შემდეგ დ---ო ზ----ძემ თმებში მოქაჩა და საწოლზე დააგდო, თან დაუწყო ძლიერად მუშტებით ცემა სახის არეში, რა დროსაც ასევე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მ------ა ე-------ა წამოდგა, მან ისევ ჰკრა ხელი და დააგდო ოთხაში იატაკზე, დაუწყო ცემა, რა დროსაც მან შეძლო მიწვდომოდა დ---ო ზ----ძის ყელს და ფრჩხილებით ჩამოეკაწრა. ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 40 წუთი. შემდეგი დღის თორმეტ საათზე, მან მომხდარის შესახებ უამბო დედამისს, რომელმაც გააგდო დ---ო ზ----ძე სახლიდან. ამავე დღეს ასევე მოვიდა მისი მეგობარი ვ--------ია მ--------ა, რომელმაც ნახა სილურჯეებით და რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ბე-----ში, სახლში ყოფნის დროს, დ---ო ზ----ძემ როდესაც ნახა, რომ მეუღლეს მ------ა ე-------ას ავტომანქანაში ჰქონდა ჩანთები ჩაწყობილი და აპირებდა მისგან წასვლას დაუწყო ჩხუბი და სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ დააგდო დივანზე და სახეში დაარტყა მუშტები, თან იჭერდა და არ აძლევდა ადგომის საშუალებას, წინააღმდეგობის დროს, მ------ა ე-------ამ შემთხვევით ფეხი მიარტყა მაგიდას, რაც გატყდა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა დ---ო ზ----ძე და როდესაც მ------ა ე-------ა ფეხზე ადგა დ---ო ზ----ძემ ხელი კრა და თავი მიარტყმევინა კედელს, რის გამოც წაიქცა, შემდეგ კი წაქცეულ მეუღლეს დ---ო ზ----ძემ ფეხი ჩაარტყა ლოყაში. მ------ა ე-------ა ცდილობდა 112-ის ცხელ ხაზზე დარეკვას, რისი საშუალებაც არ მისცა დ---ო ზ----ძემ, რომელმაც აიღო მაგიდისგან მოტეხილი ფიცარი და როდესაც ტიროდა მ------ა ე-------ა, უთხრა გაჩუმებულიყო, ნუ ტიროდა, თორემ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა. მ------ა ე-------ამ შეძლო ფიცრის წართმევა, რაც ისევ გამოართვა დ---ო ზ----ძემ და გადააგდო, ხოლო შემდეგ ისევ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში მეუღლეს, რის გამოც დაეცა მ------ა ე-------ა, როდესაც ადგა დ---ო ზ----ძემ დაუწყო ჭიდაობა, რა დროსაც აუცურდა ფეხი და დაეცა დ---ო ზ----ძე, რითაც ისარგებლა მ------ა ე-------ამ და გაიქცა სახლიდან. დავითის მიერ მისი ცემა გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, აღნიშნული ძალადობის შედეგად მ------ა ე-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.4. ი----ა ვ------ნას გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მას დაუკავშირდა მისი შვილი მ------ა ე-------ა ტელეფონზე უცხო ნომრით და უთხრა, რომ დ---ო ზ----ძემ მის მიმართ განახორიცელა ძალადობა და ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. 2019 წლის 17 აგვისტოს გამომძიებელმა მასთან მიიყვანა მ------ა ე-------ა, რომელსაც სახის არეში უმეტესად შუბლზე, ასევე ხელებსა და ფეხებზე ეტყობოდა სილურჯეები. მ------ა ე-------ამ მას უამბო, რომ დ---ო ზ----ძემ კედელზე არტყმევინა თავი, თმებით ათრია, ფეხი დაარტყა სახეში და ასევე ხელებს ურტყამდა. ასევე 2019 წლის მაისის თვის ბოლოს იმყოფებოდა ქ. თბილისში საკუთარ სახლში, დაბრუნების დროს, კარებში დახვდა დ---ო ზ----ძე, ხოლო მ------ა ე-------ა იჯდა დივანზე ლოჯში, გათიშული, დაბნეული და დაწითლებული სახე ჰქონდა. მის კითხვაზე თუ რა ხდებოდა დ---ო არაფერს არ ეუბნებოდა. მას თავიდან ეგონა რომ მ------ა შეუძლოდ იყო, თუმცა როდესაც მისი დაჟინებული თხოვნით მან და დ---ო ზ----ძემ მ------ა გადაიყვანეს საწოლში იგი ფაქტობრივად უგონოდ იყო. მან დ---ო ზ----ძის სახლიდან წასვლის შემდეგ სასწრაფო გამოიძახა. მ------ა ე-------ამ გონზე მოსვლის შემდეგ მას უთხრა, რომ დ---ო ზ----ძემ ის სცემა, თმევით ითრია, სახეში ურტყამდა ხელებს და ამიტომ იყო ცუდად. ის სახეზე დააკვირდა მ------ა ე-------ას და მას მართლაც ეტყობოდა სილურჯეები. ი----ა ვ------ნამ დ---ო ზ----ძეს აუკრძალა მის სახლში მისვლა.

3.5. გამოძიების ეტაპზე მიხეილ ზ----ძის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 აგვისტოს შუადღისას მიდიოდა სახლში სოფელ ბე-----ში, რა დროსაც გზაზე შენიშნა მ------ა ე-------ა, რომელიც ხმამაღლა განწირული ხმით ტიროდა და სთხოვა დახმარება, შემდეგ უთხრა, რომ მისმა მეუღლემ დ---ომ ცემა.

3.6. გამოძიების ეტაპზე ხ-----ნა ბ------ძის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ სოფელ ბე-----ში 2019 წლის 16 აგვისტოს შუადღისას მას მიუახლოვდა ახალგაზრდა გოგონა სახელად მ------ა, რომელიც კანკალებდა, ტიროდა, იყო განერვიულებული და რომელმაც სთხოვა ტელეფონი ვინაიდან სურდა 112-ში დარეკვა. მას აღენიშნებოდა სილურჯეები და სიწითლეები. მან უთხრა, რომ მისმა მეუღლემ დ---ო ზ----ძემ სცემა. ხ-----ნა ბ------ძემ მისცა ტელეფონი და ახალგაზრდა გოგონამ განახორციელა ზარი 112-ზე.

3.7. გამოძიების ეტაპზე ვ--------ია მ--------ას გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს ის სტუმრად მივიდა მ------ა ე-------ასთან. მან მ------ა ე-------ა ნახა ფსიქოლოგიურად განადგურებული, განერვიულებული, გადაღლილი სახით. სხვადასხვა ადგილებზე ეტყობოდა სილურჯეები და სიწითლეები. მ------ა ე-------ამ ტირილი დაიწყო და მოუყვა მას, რომ მეუღლე დ---ო ზ----ძემ სცემა ორი დღის წინ, ათრია იგი თმებით, აგინა, ლანძღა და ამის გამო ჰქონდა სილურჯეები.

3.8. გამოძიების ეტაპზე ქე-----ნ შ--–--–---–ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ პაციენტი მ------ა ე-------ას აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება, კერძოდ: თავზე, შუბლის და მარჯვენა ლოყის არეში შეშუპება და სიწითლე, ტუჩები შეშუპებული, ნიკაპის ქვემოთ აღენიშნებოდა სილურჯე, ზემო კიდურებში და მუხლების არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები და აქერცვლა, ასევე იყო ემოციურად დაძაბული და აღენიშნებოდა გულისრევის შეგრძნება. მ------ამ განაცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ დ---ო ზ----ძემ.

3.9. 2019 წლის 17 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დ---ვალიერების ოქმის მიხედვით, დ---ვალიერებული იქნა დუშეთის რაიონის სოფელ ბე-----ში დ---ო ზ----ძის საცხოვრებელი სახლი, სახლის საძინებელ ოთახში ხის იატაკზე აწყვია ხის მაგიდის ფეხები და ხის დეტალები, რომლებიც არის დამტვრეული მაგიდის დეტალები. დ---ვალიერების მონაწილე ექსპერტების მიერ ამოღებული მაგიდის ორი ცალი ხის საგანი, რომლიდანაც ერთს აქვს ლითონის სამაგრი.

3.10. 2019 წლის 16 აგვისტოს ამოღების ოქმის მიხედვით ქე-----ნ შ--–--–---–ისგან ამოღებული იქნა მ------ა ე-------ას N436 სამედიცინო ბარათი.

3.11. სამედიცინო ექსპერტიზის N007993519 დასკვნის თანახმად, მ------ა ე-------ას სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები - სისხლნაჟღენთების სახით აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

3.12. ამდენად, ზემოაღნიშნული ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ დ---ო ზ----ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და დამდგარ მძიმე შედეგს, განზრახვის სახეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

4.2. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა დ---ო ზაქაიძემ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.

4.3. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ დ---ო ზ----ძეს სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, გულწრფელად აღიარებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მიზანშეწონილია დ---ო ზ----ძეს ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 281-ე მუხლებით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---ო ზ----ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. დ---ო ზ----ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. დ---ო ზ----ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დ---ო ზ----ძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

5. დ---ო ზ----ძის მიმართ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

6. დ---ო ზ----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

7. დ---ო ზ----ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მობილური ტელეფონი, საფულე და 8 ცალი პლატიკური ბარათი, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ხურდა ფული - ერთი ცალი ორ ლარიანი, ორი ცალი ოც თეთრიანი და ორი ცალი ათ თეთრიანი დაუბრუნდეს დ---ო ზ----ძეს, შემთხვევის ადგილის დ---ვალიერების დროს ამოღებული დამტვრეული მაგიდის ორი ცალი ხის საგანი განადგურდეს, ხოლო სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმე საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

10. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში მისი გამოცხადებიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7-ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს (ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ოშხარელი