განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
180100118002453567
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---18

(გამოძიების N0----------- )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

1--------------, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

სტაჟიორ-პროკურორი გიორგი წოწკოლაური,დაცვის მხარე -

ბრალდებული ზუ----- ზო-----–---–ი, დაბადებული 196- წლის 03 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–------------–-----–-------------------------, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო,ადვიკატი ცისანა ცქვიტიშვილი

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 20 საათზე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 11-ე კოლომეტრზე ქ. თბილისიდან დუ–----ს რაიონის სოფელ ნ------ს მიმართულებით ,,F-----------’’-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით O------, მოძრავმა ზუ----- ზო-----–---–მა დუ–----ს რაიონის სოფელ ნ-----ში მოხვევისას დაარღვია გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ კი მანევრირების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რა დროსაც მის ავტომანქანას წინა მარცხენა ნაწილში შეეჯახა სტეფანწმინდის მიმართულებით ,,M------------’’-ის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით D--------, მოძრავი ნ------------–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა ,,M------------’’-ის მგზავრმა თე--------- ღა--–-–---–მა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ზუ----- ზო-----–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ზუ----- ზო-----–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ ზუ----- ზო-----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული სქემით და ფოტოცხრილით, დაზარალებულ თე--------- ღა--–-–---–ის ჩვენებას, მოწმეების ნ------------–---–ის, თო------ რუ---–---–-ს, კო------------------------–-----–---–---ს, სო------------ის, ნა------------ძის, თე--------- ქამ--–----, ბე----------–------ს, და------------–---–ის, მე------------–---ის ჩვენებებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ავტოსატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის ზუ----- ზო-----–---–ის მიერ ჩადენას.

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზუ----- ზო-----–---–ი მართავდა რა ავტომობილს, დაარღვია გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ ზუ----- ზო-----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, დახასიათებულია დადებითად, ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ერთი წლისა და დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში იგი აღარ ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. ზუ----- ზო-----–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დაზარალებულ თე--------- ღა--–-–---–ისთვის და არც ავტომანქანის მფლობელ ნ------------–---–ისთვის დღემდე არ აუნაზღაურებია მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სხვადასხვა წლებში იგი არაერთხელ იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

4.1 ზუ----- ზო-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი საქართველოს სისხლის სამართლის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი.

ზუ----- ზო-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4.2 ზუ----- ზო-----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ზუ----- ზო-----–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

 

4.3 მსჯავრდებულისათვის ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

 

4.4 გაუქმდეს ზუ----- ზო-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ზუ----- ზო-----–---–ს (პირადი ნომერი N1----------) დაუბრუნდეს ამ საქმეზე მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2018 წლის 18 მაისს შეტანილი საგირავნო თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:

- თე--------- ღა--–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია სამ ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

- თე--------- ღა--–-–---–ის რენდგენოფირები -3 ცალი, დალუქული ერთ პაკეტად - დაუბრუნდეს დაზარალებულ თე--------- ღა--–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- ავტომანქანა ,,M------------’’, სახელმწიფო ნომრით D--------, მდგომი ,,112’’-ის საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- ავტომანქანა ,,F-----------’’, სახელმწიფო ნომრით O------, მდგომი ,,112’’-ის საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

4.6 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი