განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
180100119002982060
დავის ტიპი
353 1
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

03 ი--–--ი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი

ბრალდების მხარე -

პროკურორი - ჯე---– ნა----–-–---–-

დაცვის მხარე -

ბრალდებული გი------ ან--------ი, დაბადებული 1-9- წლის 29 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე (წარსულში ნასამართლობა გაუქარწყლდა), დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ------------------------–----------, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა

ბრალდებულის ადვოკატი: ალ----- ბუ---------

დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

გი------ ან--------მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

რაც გამოიხატა შემდეგში:

სახელდობრ:

201- წლის 22 მ-----ს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ---–--ში, მეტროსადგურ „ს-------–---–-ს“ ზ----------------–ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–--ის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს მეორე ოცეულის თანამშრომლების მიერ წვრილმანი ხულიგნობისათვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დაკავებული იქნა გი------ ან--------ი, რომელიც პატრულ-ინსპექტორებმა გე-–- ხე–---მ, მა----- ჩო----–---–მა, გი------ ოს--–---–მა და ვა---– გო---–---–მა დაახლოებით 2---- საათზე წარადგინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის, დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შესვლისთანავე გი------ ან--------ი მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების გამო, აგრესიას გამოხატავდა დამკავებელი პატრულ-ინსპექტორების მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ხელბორკილის მოხსნისთანავე, გი------ ან--------ი თავს დაესხა დამკავებელ პოლიციელებს, აიღო სკამი და შეეცადა ესროლა მათ დასაზიანებლად, რისი საშუალებაც არ მისცეს ადგილზე მყოფმა იზოლატორის თანამშრომლებმა და დამკავებელმა პოლიციელებმა. გი------ ან--------ი კვლავ აგრძელებდა აგრესიას და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი ფიზიკური დაზიანების მიზნით იქნევდა ხელებს და ფეხებს, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორ ვა---– გო---–---–ს ფეხი ამოარტყა საზარდულის არეში, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გახდა ცუდად, რის შემდეგაც მიღებული დაზიანების გამო, სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გი------ ან--------მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმ-----ა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმ-----ება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმ-----ებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმ-----ოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გი------ ან--------ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გი------ ან--------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის ვა---– გო---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გე-–- ხე–---ს, მა----- ჩო----–---–ის, გი------ ოს--–---–ის, ი-–-----------–---–----------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, თვით გი------ ან--------ის აღიარებითი ჩვენებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გი------ ან--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

3.4. დაცვის მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გი------ ან--------ის ქმედებაში შეინიშნება არა საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით, არამედ ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია მდგომარეობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმაში პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ანუ დასახელებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში - თავდასხმაში, რაშიც იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, მოულოდნელი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან, - განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციისაგან, რომლის მიხედვით ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება წინააღმდეგობაში პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აშკარა უკანონო ქმედებისთვის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ იმ ფაქტებზე, რაც მოცემულია განაჩენის 1.1 პუნქტში და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად ცნო.

მხარეთა შორის შეთანხმებული ფაქტებით კი დადასტურებულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში გი------ ან--------ი მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების გამო აგრესიას გამოხატავდა დამკავებელი პატრულ-ინსპექტორების მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ხელბორკილის მოხსნისთანავე გი------ ან--------ი თავს დაესხა დამკავებელ პოლიციელებს, აიღო სკამი და შეეცადა ესროლა მათ დასაზიანებლად, რისი საშუალებაც არ მისცეს ადგილზე მყოფმა იზოლატორის თანამშრომლებმა და დამკავებელმა პოლიციელებმა. გი------ ან--------ი კვლავ აგრძელებდა აგრესიას და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორ ვა---– გო---–---–ს უეცრად ფეხი ამოარტყა საზარდულის არეში, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გახდა ცუდად.

ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებით უტყუარად დადასტურდა, რომ გი------ ან--------მა ჩაიდინა თავდასხმა მის დაკავებაში მონაწილე პოლიციის მუშაკებისადმი, განახორციე-–- მათდამი მოულოდნელი, უეცარი აგრესიული მოქმედებანი, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობასთან, რაც ცალსახად ადასტურებს მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობას.

 

3.5 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყვე-–- მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით და მხარეთა შორის შეთანხმებული ფაქტებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გი------ ან--------მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

4.2 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გი------ ან--------ი ინანიებს დანაშაულის ჩადენას, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, ნასამართლობა არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი მას უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, სახელდობრ: ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის 2/3 ანუ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით მას განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდე-–-დ, ხოლო დანიშნული სასჯელის 1/3 ანუ - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 04 (ოთხი) თვის თვის ვადით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ გი------ ან--------მა დანაშაული ჩაიდინა 201- წლის 22 მ-----ს, დაახლოებით 2---- საათზე, ხოლო მისი დაკავების ოქმი დათარიღებულია 201- წლის 23 მ-----ით, რაც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენაზე გი------ ან--------ისათვის წასწრების ფაქტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 გი------ ან--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი ორი მესამედის ოდენობით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი მესამედის ოდენობით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

5.2 გი------ ან--------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 201- წლის 22 მ-----ის 1- საათი და 10 წუთიდან.

5.3 გაუქმდეს გი------ ან--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გი------ ან--------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თ---–--ის სააპე-–-ციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–--ი გ. რობაქიძის 7ა) საააპე-–-ციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ვაჟა ფუხაშვილი