განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
180100119002978510
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/108-1-

(გამოძიების N03216011-002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მ–----ის რაიონული სასამართლო

 

1- მაისი, 201- წელი ქ. მ–----ა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -

პროკურორი - ნაზი მირიანაშვილი

დაცვის მხარე -

ბრალდებული ვე------ ცა---, დაბადებული 1-8- წლის 06 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N6----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე (წარსულში ნასამართლობანი გაუქარწყლდა), რეგისტრირებული; გუ-–-----–-- რაიონი, სოფელი ბა---------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქალაქი მ–----ა, წე------–ის ქ.N1-, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი ,ბრალდებულის ადვოკატი - ალუდა ბუჩუკური

სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

ვე------ ცა---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სახელდობრ:

იო---- იმ----–-–---–ს მისი ბიძა - დედის ძმა ვე------ ცა---, რომელთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ქ. მ–----აში, წე------–ის ქ.N1--ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ამცირებდა, უმიზეზოდ საყვედურობდა, უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როს გამოც იო---- იმ----–-–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

201- წლის 16 იანვარს, დაახლოებით 20 საათზე ქ. მ–----აში, წე------–ის ქ.N1--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ვე------ ცა--- და იო---- იმ----–-–---–ი შელაპარაკდნენ, რადგან ამ უკანასკნელმა ჩათვალა, რომ დღის განმავლობაში მომაბეზრებლად ხშირად ურეკავდა მობილური ტელეფონით ბიძა ვე------ ცა---. შელაპარაკების დროს ვე------ ცა---მ დაუწყო ყვირილი იო---- იმ----–-–---–ს, რის გამოც იო----მ სთხოვა ბიძას, რომ წყნარად ესაუბრა. დისშვილის შეპასუხება მიიღო რა საწყენად, ვე------ ცა--- კიდევ უფრო აგრესიული გახდა და გაშლილი ხელი დისშვილს ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარში, ასევე სკამი აიღო და დემონსტრაციულად მოისროლა ბინაში, შემდეგ კი ვე------ ცა---მ მას მარჯვენა ფეხი ძლიერად დაარტყა მარცხენა ფეხში. აღნიშნული. ძალადობის შედეგად იო---- იმ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ვე------ ცა---მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ, ჩანადენს გულწრფელად ინანიებს.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ვე------ ცა---ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ვე------ ცა---ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ იო---- იმ----–-–---–ის, მოწმეების ნათია გულბათაშვილის, მაია მოხევიშვილის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ სამედიცინო ბარათს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის ვე------ ცა---ს მიერ ჩადენას.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N5--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და იო---- იმ----–-–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ იო---- იმ----–-–---–მა ვე------ ცა---ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ვე------ ცა---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

სასჯელის განსაზღვრის დროს ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებებში საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლზე მსჯელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

 

4.2 ბრალდებულ ვე------ ცა---ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მეზობლები ახასიათებენ დადებითად, ოჯახი განიცდის მატერიალურ გაჭირვებას, თავის დედასთან ნათელა ცა---სთან ერთად გაზარდა დაობლებული დისშვილი იო---- იმ----–-–---–ი, რომელსაც ახალგაზრდა მშობლები დაეხოცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ნაწარმოები ბრძოლების დროს. ბრალდებულ ვე------ ცა---ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დაზარალებულ იო---- იმ----–-–---–თან, რომელმაც სისტემატური შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, კონფლიქტი ამ ეტაპზე ამოწურული არ არის.

4.3 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ვე------ ცა--- გულწრფელად ინანიებს დანაშაულის ჩადენას, რაც პიროვნების რესოციალიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ამ ეტაპზე ნასამართლობა არ გააჩნია, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი სასჯელის სახით ვე------ ცა---ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - ნახევარი მას უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 ვე------ ცა--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

ვე------ ცა---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 02 ( ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები). დამატებითი სასჯელის მოხდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.

5.2 ვე------ ცა---ს ძირითადი სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 201- წლის 18 იანვრის 12 საათი და 50 წუთიდან.

5.3 გაუქმდეს ვე------ ცა---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ვე------ ცა---ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულმა ვე------ ცა---მ გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლება.

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ვ. ფუხაშვილი