განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1---18
(გამოძიების N032130418001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
2--------------, 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დი-ნა რთველი-შვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი გოჩა ცინცაძე,დაცვის მხარე -
არასრულწლოვანი ბრალდებული შო--- ზ--–---–---ი, დაბადებული 07. 0-. 2001 წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N6----------, ამჟამად ნასამართლევი, დასაოჯახებელი, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, მცხოვრები: ქა-–--- ქუ------, ს---–----------------------------------
ადვოკატი : ქეთე--- თალაკვაძე,ასევე, სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთი-ნეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელ მარი-მ ხმალაძის მონაწილეობით
ქმედების კვალიფიკაცი-: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - დახურული,გამოარკვი-:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 არასრულწლოვანმა შო--- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვი- მნიშვნელოვანი ზი-ნი. სახელდობრ,2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 05 საათზე არასრულწლოვნებმა შო--- ზ--–------მა და გი- ტ------ემ ქ.მცხეთაში, ს------------------–------------------------–------- გვერდით მდებარე ,,თ-----------’’ ჩასარიცხი აპარატიდან ძალაყინის გამოყენებით ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ ჩასარიცხ აპარატში მო---ვსებულ 332 ლარს და 50 თეთრს, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან შემჩნეული იქნენ შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს პოლიციის მუშაკების მიერ, რის გამოც შო--- ზ--–------მა და გი- ტ------ემ დანაშაულებრივი ქმედება ვერ განახორციელეს. აღნიშნული ქწმედებით დაზარალებულს შესაძლებელი- მისდგომოდა 332 ლარის და 50 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზი-ნი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს არასრულწლოვანმა ბრალდებულმა შო--- ზ--–---–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას, 2018 წლის 13 აპრილს ქურდობის მცდელობა ჩაიდინა მეგობარ გი- ტ------ესთან ერთად, რასაც განიცდის და ინანიებს.
2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შო--- ზ--–---–---ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ლე--- კა-----ს, ან-------–------ს, რა------------ს, ვლ----------–----ის, ლა–-------------ს, გუ---------------ს, გი----------------ს, გი- ტ------ის, ამ----------------ს, შო--- ზ--–---–---ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთმტკიცებულების ამოღების ოქმს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდი-თ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის შო--- ზ--–---–---ის მიერ ჩადენას.
2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მი-ჩნი-, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიცი-დ მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ არასრულწლოვანმა შო--- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვი- მნიშვნელოვანი ზი-ნი. ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-თსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, არასრულწლოვანის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს, მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს და ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტული-, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლის მიხედვით მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრონციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს გაერთი-ნებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც ზემოქმედების ზომის შერჩევისას ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებასთან.
3.2 ბრალდებულ შო--- ზ--–---–---ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღი-რა ბრალად შერაცხული დანაშაული, არასრულწლოვანი- და მის დანაშაულებრივ ქმედებას მატერიალური ზი-ნი არ მოჰყოლი-, მშობლები გაცილებულნი არი-ნ და ოჯახი განიცდის მატერი-ლურ გაჭირვებას. სასჯელის განსაზღვრისას ასევე მნიშვნელოვანი- საქმეში არსებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის შესაძლებლობების ანალიზი. ანგარიშის მიხედვით, მოზარდი ცხოვრობს დედასთან, მშობლები გაცილებულნი არი-ნ, ,,შო---ს აქვს სამუშაო გამოცდილება 13 წლის ასაკიდან. აქვს მუშაობის გამოცდილება ავტომანქანების სამრეცხაოსა და სამშენებლო მასალების მაღაზი-ში კონსულტანტად. ასევე, ზაფხულობით ყიდდა ბურახს ზღვაზე. მომავალშიც მოზარდი განიხილავს დასაქმებას მამის დახმარებით. მოზარდის გადმოცემით დაკავებამდე მან შეწყვიტა ურთიერთობა ანტი-სოცი-ლური ქცევის სამეგობრო წრესთან, რომლებმაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაურეკეს და შესთავაზეს დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა, რაზეც მოზარდი არ დათანხმდა და უთხრა, რომ აღარ დაკონტაქტებოდნენ მას. შო--- საუბარში ხშირად ამბობს, რომ ენატრება სახლი და იქ დროის გატარება. აღნიშნავს, რომ იგი შეიცვალა და ნანობს, რომ უმეტეს დროს ქუჩაში ატარებდა. მოზარდის გადმოცემით, იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართული- სასწავლო პროცესში, იღებს მონაწილეობას სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებში, ჩართული- დაწესებულებაში არსებულ ჭადრაკის წრეში, ასევე ვარჯიშობს ფიზიკურად... შეფასებიდან გამოკვეთილი რისკებისა და საჭიროებების გათვალისწინებით არასრულწლოვანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ასევე მიზანშეწონილი- მასთან ფსიქოლოგის მუშაობა, რათა შეძლოს გარემოსთან ადაპტირება და სტრესის დაძლევა ადაპტური მეთოდებით. მნიშვნელოვანი- მასთან მუშაობა ფსიფოაქტირი ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გაცნობიერების მიზნით, ასევე მოხდეს მუშაობა თვითკონტროლის უნარებსა და იმპულსების მართვაზე’’.
3.3 ზემოხსენებულ შემამსუბუქებელ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიზანშეწონილად მი-ჩნი- არასრულწლოვან შო--- ზ--–---–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის სავალდებულო მოთხოვნასთან ერთად გამოყენებულ იქნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათიც, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბრალდებულ შო--- ზ--–---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნი- - დანაშაულის ჩადენის დროისათვის (ანუ 2018 წლის 13 აპრილის მდგომარეობით) შო--- ზ--–---–---ი არ იყო ნასამართლევი, ხოლო მოგვი-ნებით სისხლის სამართლის 2 საქმეზე მისი მსჯავრდება და შესაბამისი ნასამართლობანი გავლენას ვერ მოახდენს მისი პასუხისმგებლობის ხარისხზე და ხასი-თზე.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალად შერაცხული დანაშაულის ეპიზოდი არასრულწლოვან შო--- ზ--–---–---ს ჩადენილი აქვს მის მიმართ პირველი განაჩენის გამოტანამდე, განაჩენთა ერთობლიობით შო--- ზ--–---–---ის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს (სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილი- მთლი-ნად ან ნაწილობრივ (სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების( მე-5 და მე-11 მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 შო--- ზ--–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით ამ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული სასჯელი, აგრეთვე ქუ------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის განაჩენით შო--- ზ--–---–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი, რომელიც პირობით მსჯავრად ჰქონდა ჩათვლილი, სრულად შთანთქოს ქუ------ს სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით შო--- ზ--–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, 04 (ოთხი) თვით და 15 (თხუთმეტი დღით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 ( ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შო--- ზ--–---–---მა მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 ( ერთი) წლის, 01 ( ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 ( ორი) წელი.
სასჯელის მოხდის ათვლა შო--- ზ--–---–---ს დაეწყოს დღეიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავების, პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ყოფნის დრო 2018 წლის 24 აპრილიდან დღემდე - 2018 წლის 25 სექტემბრამდე, აგრეთვე N041181117001 საქმეზე დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 16 ოქტომბერი, ასევე 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.
გამოსაცდელი ვადის დინება დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
4.2 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შო--- ზ--–---–---ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. შო--- ზ--–---–---ს დაეკისროს მოვალეობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმი-ნობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი და 18 წლის ასაკის შესრულებამდე არ გავიდეს საცხოვრებელი სახლიდან 23 საათიდან დილის 06 საათამდე.
4.3 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებულება - ამოღებული ძალაყინი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.4 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელი- ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ.ფუხაშვილი