განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
180100119002990891
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---19

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახე-–-თ

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

1- ივ---ი, 2019 წე-–- ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -

პროკურორი - ნე-–- ორ----------

დაცვის მხარე -

ბრალდებული შო--- ი---------–ი, დაბადებული 195- წლის 1- ია-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, პენსიონერი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დუ–----, სო----–- დო-–--–-;

ბრალდებულის ადვოკატი : გო-- ჯა----–---–-,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-–- ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

შო--- ი---------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 1---ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 ია-----ს, დაახლოებით 14 საათზე დუ–----, სოფელ დო-–--–-ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა შო--- ი---------–მა თავისივე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ცი–---- მი–--–-–---–ს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა უცენზურო სიტყვებით მიმართვაში და იმავდროულად მოულოდნელად ხე-–- დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ცი–---- მი–--–-–---–მა მარჯვენა თვალის არეში მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა შო--- ი---------–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებე-–- განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებე-–- განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომე-–-ც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შო--- ი---------–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ შო--- ი---------–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ცი–---- მი–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ზუ---- ი---------–ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, სამედი–---- ბარათს, ალკოტესტის ქვითარს, სასამართლო სამედი–---- ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ შო--- ი---------–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვ---ათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ შო--- ი---------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 1---ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირვე-–- ნაწილით .

სასჯე-–-ს განსაზღვრა:

4.1 სასჯე-–-ს განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

4.2 ბრალდებულ შო--- ი---------–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია, ხანდაზმულია (69 წლისაა) და ავადმყოფი, ინვალიდი, პენსიონერი. შო--- ი---------–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილია და ბრალდებული ინანიებს დანაშაულების ჩადენას, წარსულში ნასამართლობა არ გააჩნია, ხანდაზმულია (69 წლისაა) და ავადმყოფი, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო--- ი---------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯე-–- მიზანშეწონილია ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 შო--- ი---------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირვე-–- ნაწილით და სასჯე-–-ს სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წე-–-.

5.2 შო--- ი---------–ს სასჯე-–-ს მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 31 იანვრის 20:05 საათიდან 2019 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

5.3 გაუქმდეს შო--- ი---------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს შო--- ი---------–ს, პირადი ნომერი N1----------, დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2019 წლის 06 თებერვალს შეტანილი, შო--- ი---------–ის საგირავნო თანხა 1--- (ე------------) ლარის ოდენობით.

5.4 მსჯავრდებულ შო--- ი---------–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდე-–- ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებე-–- ადგილის მიხედვით.

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებე-–-ა ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ვაჟა ფუხაშვილი