განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1---1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
06 მარტი, 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე -
პროკურორი ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
1. ბრალდებული ამ-----ი პე------–---–ი, დაბადებული 1-4- წლის 27 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, პენსიონერი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–----, სოფელი პ---–-----ი.
2. ბრალდებული ავ--------– პე------–---–ი, დაბადებული 1-5- წლის 01 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–----, სოფელი პ---–-----ი.
ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის ადვოკატი : მანუჩარ კაკოჩაშვილი
ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლკის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
201- წლის 22 აპრილს, დილით, დაახლოებით 10 საათზე დ--–----ს რაიონის სოფელი პ---–-----ში ამავე სოფლის მცხოვრებმა ამ-----ი პე------–---–მა გადაწყვიტა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ექსპლუატაციიდან გამოსული, ძველი ელექტროგაყვანილობის ბოძიდან შვილთან გი------ პე------–---–თან ერთად ჩამოეხსნა ელსადენები, რაც პირადი საკუთრების ხელყოფად და შესაბამისად - საწყენად მიიღო ამ-----ი პე------–---–ის უმცროსმა ძმამ, მეზობლად მცხოვრებმა ავ--------– პე------–---–მა. აღნიშნულ ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას ავ--------– პე------–---–მა თავდაპირველად უცენზურო სიტყვებით გინებით - სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ამ-----ი პე------–---–ს, მასვე დაუდგენელი საგანი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ-----ი პე------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ძმებს შორის ჩადგა გი------ პე------–---–ი, რომელმაც შეაჩერა ბიძა ავ--------– პე------–---–ი, თუმცა ავ--------– პე------–---–ის ქმედებით შეურაცხყოფილმა, განაწყენებულმა ამ-----ი პე------–---–მა შურისძიების მოტივით, პასუხად თავადაც აგინა უცენზურო სიტყვებით ძმას ავ--------– პე------–---–ს, იმავდროულად ამ უკანასკნელს სახის არეში დაარტყა მუშტი, შემდეგ კი მასვე არაერთხელ ჩაარტყა ხელი თავში და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რა დროსაც ავ--------– პე------–---–მა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
2.3. ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს ბრალდების ეპიზოდთან მიმართებით თითოეული ბრალდებულის მიმართ. ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების საფუძვლიანობაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ ავ--------– პე------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 1- თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა
3.1 ბრალდებულმა ავ--------– პე------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხოვრობს დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული სახლის ერთ ნახევარში, რომლის დარჩენილ ნაწილში ოჯახით ცხოვრობს მისი ძმა ამ-----ი პე------–---–ი. მეზობლური კონფლიქტის ნიადაგზე ძმები ოჯახის წევრებით წლების განმავლობაში არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. კერძოდ, ამ-----მა მას და მისი ოჯახის წევრებს ჩაუკეტა მის ეზოში გამავალი საფეხმავლო გზა, რის გამოც სოფელთან დასაკავშირებლად მისი ოჯახის წევრებს უწევთ გრძელი გზის გავლა. 201- წლის 22 აპრილს დილით ავ--------– პე------–---–ი იგი საქმიანობდა თავის ბოსტანში, რა დროსაც შეამჩნია, რომ მამა-შვილი ამ-----ი და გი------ პე------–---–ები საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბოძიდან აპირებდნენ მავთულის ჩამოჭრას. იგი - ავ--------– პე------–---–ი მივიდა მათთან და უთხრა, რომ არ ჩამოეჭრათ მავთული, რადგანაც ამას ბოძის წაქცევა მოჰყვებოდა, ბოძზე კი სამი ოჯახის, მათ შორის მათი ოჯახების ე.წ. ,,სოჩიკები’’ ანუ ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები იყო განთავსებული. აღნიშნულზე ამ-----მა უხეშად უპასუხა - შენ ვინ გკითხავს, ვინა ხარო. რასაც მოაყოლა გინება მისი ოჯახისა და საერთო ახლო ნათესავების მისამართით. ამასთან, ამ-----მა მოულოდნელად სახეში დაარტყა ხელი. ამ დროს მათთან მივიდა გი------ პე------–---–ი, რომელიც უკნიდან ამოუდგა და ხელები გაუკავა მას - ავ--------– პე------–---–ს, რის შემდეგაც სიტყვებით - არ წახვალ აქედან, სანამ არ მოგკლავ?!’’ ამ-----მა მას კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში. ვინაიდან ხელები გაკავებული ჰქონდა, თავდაცვის მიზნით მან ამ-----ს შუბლი დაარტყა სახეში. ამის შემდეგ ამ-----ი ბოსტანში შევიდა და ცდილობდა სარის აღებას, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი ქვა აიღო ხელში, რომელიც ვერ გამოიყენა, - ქვა ან ხელიდან გაუვარდა, ან ცოლმა დააგდებინა ძირს, რომელმაც ქმარს შესძახა ,,არ დაარტყა’’.
ბრალდებულმა ავ--------– პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დროს მხოლოდ ამ-----ი აგინებდა მას, თავად კი არ უგინებია. გი------ ძმებს შუაში კი არ ჩაუდგა, არამედ ზურგიდან მოუარა და ხელები გაუკავა - შეუბოჭა. შემთხვევის დროს სახის, ტანისა და ფეხების მიდამოებში მან მიიღო მრავლობითი დაზიანებანი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ბრალდებულმა ავ--------– პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ ძმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 1-7- წლიდან, თუმცა განსაკუთრებით გამწვავდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ეს ფაქტი გახმაურებულია და ამის თაობაზე ინფორმირებულნი არიან როგორც თანასოფლელები, ასევე პოლიციის რაიონული სამმართველო.
3.2 სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე მხარეთა მონაწილეობით საჯაროდ გამოკვლეული მტკიცებულებანი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ავ--------– პე------–---–ისადმი წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.3 ბრალდებულმა ამ-----ი პე------–---–მა, რომელსაც მოცემულ საქმეზე იმავდროულად მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ცხოვრობს დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული სახლის ერთ ნახევარში, რომლის დარჩენილ ნაწილში ოჯახით ცხოვრობს მისი ძმა ავ--------– (იგივე - მერაბ) პე------–---–ი. მათი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 60 მეტრის დაშორებით მდებარეობს სოფლის სასაფლაო, რომლის ტერიტორიას სოფლის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ღობავდა, თუმცა შეღობვის დასრულება წლების განმავლობაში გაჭიანურდა. თავად ამ-----ი პე------–---–მა სასაფლაოს შესაღობად სახლიდან მიტანილი არაერთი მასალა გამოიყენა. დარჩენილი ტერიტორიის შესაღობად საჭირო გახდა მსხვილი მავთული. იმ მიზნით, რომ მახლობლად მდებარე, ექსპლუატაციიდან გამოსული ბოძებიდან ჩამოეჭრათ შესაღობად გამოსადეგი მავთული, 201- წლის 22 აპრილს დილით იგი შვილთან გი------ პე------–---–თან ერთად მივიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბოძთან, რომელზეც მეზობლის - ,,ქოხი" იყო მიდგმული. ე.წ. ,,კოქტები’’-ს გამოყენებით გი------ შეუდგა ბოძზე ასვლას, თავად კი -ამ-----ი პე------–---–ი ძირს დარჩა. ბოძი - ე.წ. ,,სტოლბა’’ იყო ძირმომპალი და მავთულით მიმაგრებული მახლობლად მდგარ ვაშლის ხეზე. ის-ის იყო გი------ ბოძის სიმაღლის ნახევარზე იყო ასული, რომ ამ-----ი პე------–---–ს მოესმა ძმის ავ--------– პე------–---–ის ხმა - ეს უკანასკნელი პოლიციაში რეკავდა, თუმცა მოულოდნელად ავ--------– პე------–---–ი მამა-შვილისკენ ამ-----ი და გი------ პე------–---–ისკენ გაემართა ყვირილით და გინებით, რომ მავთული მისი იყო და რატომ ხსნიდნენ. იმავდროულად ავ--------– პე------–---–მა ბოძს მოაძრო შემაკავებელი მავთული, რის შემდეგაც ბოძი გადაიქცა, ხოლო გი------ პე------–---–მა ძლივს მოასწრო ბოძიდან ,,ქოხის" სახურავზე ე.წ. ,,კოქტებიანად’’- გადასვლა. მან, ამ-----ი პე------–---–მა ძმას მიმართა, რომ წასულიყო სახლში, მისი კუთვნილი იქ არაფერი იყო. მას შემდეგ, რაც ბოძი წააქცია, ავ--------– პე------–---–მა ხელში აიღო ქვა და მოულოდნელად მას, ამ-----ი პე------–---–ს ჩაარტყა სახეში, მარცხენა წარბის მიდამოში და გაუხეთქა წარბი, თვალზე ჩამოუვიდა სისხლი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ავ--------– პე------–---–მა მას კვლავ არაერთხელ მოუქნია ქვამომარჯვებული ხელი დასარტყმელად, რის გამოც იგი ხელებით, შესაძლოა ფეხებითაც იცავდა თავს. როგორც ასეთი, ხელით მას ძმისთვის არ დაურტყავს. ამ დროს მათთან მივიდა გი------, რომელმაც ძმები მომენტალურად გააშველა და ფაქტიურად მათთან გი------ს მისვლისთანავე დაასრულა ავ--------–მა ჩხუბი. ამ დროს ავ--------–ს აღარც ქვა ეჭირა ხელში. რაიმე დაზიანება ავ--------–ს არ მიუღია.
მანვე განმარტა, რომ ავ--------–ი მისი დაუძინებელი მტერია - კონფლიქტი მათ შორის წლების განმავლობაში გრძელდება, რამდენადაც ავ--------–ს სურს საცხოვრებელი სახლის წინ მისი კუთვნილი ტერიტორიის მითვისება. შემთხვევის დროს ძმისთვის არ უგინებია. მანვე განმარტა, რომ როგორც კი გი------ ჩადგა ერთი მხრივ ავ--------–სა და მეორე მხრივ მას შორის, ძმებს შორის გაწევ-გამოწევა მომენტალურად დასრულდა, რის შემდეგაც იგი თავისი ინიციატივით გაერიდა ამ ადგილს და სახლისკენ გაემართა. მომხდარის შესახებ, როგორც მისთვის არის ცნობილი, პოლიციას აცნობა მისმა მეუღლემ.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი------ პე------–---–მა, ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის შვილმა, დაადასტურა, რომ ცხოვრობს დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში. 201- წლის 22 აპრილს დილით მამამისმა ამ-----ი პე------–---–მა და მან გადაწყვიტეს ჩამოეხსნათ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული, ექსპლუატაციიდან გამოსული, ორ ბოძს შორის გაბმული ელექტროსადენი, რითაც შემდგომში აპირებდნენ სოფლის სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვას. ამ მიზნით მან ფეხებზე მოირგო ბოძზე ასასვლელი ე.წ. ,,კოქტები’’ და შეუდგა ბოძზე ასვლას. ამ დროს მოესმა მეზობლად მცხოვრები ბიძის ავ--------– პე------–---–ის ხმამაღალი ლანძღვა-გინების ხმა და შეძახილი - ეს მავთული ჩემია და რატომ ჭრითო. იგი ბოძის სიმაღლის თითქმის ნახევარზე იყო ასული, მამამისი ამ-----ი კი ძირს დარჩა და ბოძთან იდგა. ამ-----ი პე------–---–მა ძმას უპასუხა, - ეს არც შენია და არც ჩემია, ბოძები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზეა, თავი დამანებეო. ავ--------– პე------–---–მა მასაც მიმართა მკაცრად, რომ ჩამოსულიყო ბოძიდან. ბოძი, რომელზეც იგი ცდილობდა ასვლას, ძირმომპალი იყო და ხეზე მიბმული მავთული აკავებდა. ის-ის იყო იგი - გი------ პე------–---–ი მოძიდან გადავიდა მომიჯნავე ,,ქოხის" სახურავზე, რომ მოულოდნელად ავ--------– პე------–---–მა ბოძს დამჭერი მავთული მოაძრო, რის გამოც ბოძი გადაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ავ--------–ი მივარდა ძმას და სახეში ქვა ჩაარტყა, მამამისს სისხლი წამოუვიდა თვალ-წარბის არედან. იგი ხელფეხს უქნევდა ძმას და თავს იცავდა ავ--------–ისგან, თუმცა მოხვდა თუ არა ბიძამისს ხელი ან ფეხი, არ დაუნახავს. გი------ პე------–---–მა სწრაფად გაიძრო ფეხებიდან ე.წ. ,,კოქტები’’ და გააშველა ძმები. იქვე თითქმის ერთდროულად მივიდნენ დედამისი და ბიცოლა, თუმცა ძმები ამ დროს უკვე გაშველებულები იყვნენ. პოლიციაში, როგორც იცის, დედამისმა ნა----–- ნა-----მ დარეკა. მამამისს ამ-----ი პე------–---–ს იმავე დღეს დ--–----ს რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
მოწმე გი------ პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ები ცხოვრობენ სოფელ პ---–-----ში, ერთ სახლში, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ძმებს ათეულიწლების განმავლობაში ერთმანეთთან აქვთ უთანხმოება, რაც საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ეზოში სავალი გზის მოწყობას უკავშირდება. ისინი წლების განმავლობაში არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ავ--------– პე------–---–ს მამამისისთვის თავი არ დაურტყია.
3.5 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნა----–- ნა-----მ, ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი ოჯახი და მაზლის ავ--------– პე------–---–ის ოჯახი ცხოვრობენ დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული ერთი საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა მხარეს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ძმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ავ--------–ი მოითხოვს საფეხმავლო გზას საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილის ეზოში, რომელიც ამ-----ის ოჯახს აქვს დაკავებული, აღნიშნულზე კი ამ-----ი წინააღმდეგია, რამდენადაც ავ--------–ს ჰქონდა შესაძლებლობა სხვა მიმართულებით მოეწყო სახლისაკენ მიმავალი გზა. 201- წლის 22 აპრილს დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, საცხოვრებელ სახლში და დაკავებული იყო ხელსაქმით - ცომს ზელავდა, ამ დროს მისი მეუღლე ამ-----ი პე------–---–ი და შვილი გი------ პე------–---–ი იმყოფებოდნენ მათივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ექსპლუატაციიდან გამოსული, ძველი ბოძიდან ახდენდნენ ელექტროსადენის ჩამოჭრას, შემდგომში სასაფლაოს ღობის გასამაგრებელ სამუშაოებში გამოსაყენებლად. სამზარეულო ოთახში მყოფს მოულოდნელად გარედან მოესმა ყვირილის ხმა. მან ხელები გადაიბანა და გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა მაზლი - ავ--------– პე------–---–ი, რომელიც იგინებოდა. გი------ პე------–---–ი ამ დროს გადმოხტა ბოძიდან და გასაშველებლად ჩადგა ძმებს -ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ებს შორის - ორივეს იჭერდა ხელებით, ისინი კი ერთმანეთს აგინებდნენ. როდესაც მათთან მივიდა, დაინახა, რომ ამ-----ს წარბიდან თვალზე სისხლი ჩამოსდიოდა. მოგვიანებით შვილისგან - გი------ პე------–---–ისგან, შემდეგ მეუღლისგანაც შეიტყო, რომ ავ--------–ს ძმისთვის ქვა ჩაურტყავს სახეში. გი------ ძმებს შორის იდგა და აშველებდა მათ, თანაც უყვიროდა ,, რასა შვრებითო’’. მან ხელი მოკიდა მეუღლეს - ამ-----ს და თავისკენ მოქაჩა, ხოლო ავ--------–ი მისმა მეუღლემ გაიყვანა საპირისპირო მხარეს. მაზლისცოლები ფაქტიურად ერთდროულად მივიდნენ მოჩხუბრებთან. მომხდარის თაობაზე მან დაუყოვნებლივ აცნობა დ--–----ს შს რაიონულ სამმართველოს.
მოწმე ნა----–- ნა-----მ ასევე განმარტა, რომ ძმები დღემდე არ შერიგებულან. ავ--------– პე------–---–ის სხეულზე დაზიანება არ შეუნიშნავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ,,ძიძგილაობის’’ ანუ გაწევ-გამოწევის დროს ავ--------– პე------–---–საც მიეღო დაზიანება.
მანვე დაადასტურა, რომ ძმები ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ები ერთმანეთს აგინებდნენ უცენზურ სიტყვებით და იწევდნენ ერთმანეთზე, ხოლო გი------ ცდილობდა მათ შველებას. ძმების დაშორება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაზლისცოლების მისვლის შემდეგ, რომლებმაც სხვადასხვა მხარეს გაიყვანეს მეუღლეები.
3.6 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ცი----- პე------–---–მა , ავ--------– პე------–---–ის მეუღლემ დაადასტურა, რომ ძმებს ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ებს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაზლმა ამ-----ი პე------–---–მა გადაკეტა ეზო და ძმის ოჯახს მოუსპო მამაპაპისეულ ეზოში გავლის საშუალება. ამ ფაქტის გამო ავ--------– პე------–---–ს და მისი ოჯახის წევრებს 700-800 მეტრის შემოვლით უწევთ სოფლის გზასთან დაკავშირება. სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით სარჩელია შეტანილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გრძელდება მისი განხილვა. 201- წლის 22 აპრილს იგი იმყოფებოდა დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაახლოებით 11 თუ 12 საათზე მოესმა ხმაური, იმავდროულად შენიშნა, რომ საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 50-100 მეტრში, ექსპლუატაციიდან გამოსულ, წაქცეულ ბოძთან იმყოფებოდნენ და ერთმანეთისკენ იწევდნენ ძმები ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ები, გი------ პე------–---–ი კი ხელებით იჭერდა ბიძას -ავ--------–ს. როდესაც მათ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ ამ-----ი გამეტებით ურტყავდა ხელს თავში ძმას, რომელიც ხელებით შებოჭა გი------მ. ამ ვითარებაში ავ--------–მა შესძახა - ,,შენ ეგრე არ გინდაო’’ , რის შემდეგაც ავ--------–მა შუბლი დაარტყა ძმას სახის არეში. ჩხუბი იყო ორმხრივი, რა დროსაც ძმები ერთმანეთს ასევე აგინებდნენ უცენზურო სიტყვებით.
მოწმე ცი----- პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ როგორც მოგვიანებით მეუღლისგან შეიტყო, მამა-შვილი ამ-----ი და გი------ პე------–---–ები აპირებდნენ მავთულის ჩამოჭრას იმ გაუქმებული ბოძიდან, რომელზეც ავ--------– პე------–---–ის ოჯახის კუთვნილი, ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები, ე.წ. ,,სოჩიკები’’ იყო დამაგრებული. ვინაიდან ხსენებული ბოძი იყო ძირმომპალი, ავ--------–ს ურჩევია მათთვის - ჯერ გაემაგრებინათ ,,სტოლბა’’ და მერე ჩამოეჭრათ მავთულები, თორემ ,,სტოლბა’’ წაიქცეოდა. ამ-----ს არ მიუღია ეს რჩევა, პირიქით უხეშად მიუმართავს ძმისთვის ,, შენ ვიღა გეკითხებაო’’ და საცემად გაუწევია ძმისკენ. ავ--------–ს უთქვამს, - აბა, ჩავჭრათ მავთული, თუ ბოძი არ წაიქცევაო. როგორც კი მავთული ჩაუხსნია, ბოძი წაქცეულა. ამის შემდეგ ძმებს ერთმანეთისთვის დაუწყიათ გინება, რაც გადაზრდილა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. როგორც თვითმხილველი, მოწმე ცი----- პე------–---–ი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ თავად გი------ს რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო ჩხუბში - ის ვითარების განმუხტვას ცდილობდა.
3.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მოწმე შუ--- პე------–---–მა, ბრალდებულ ავ--------– პე------–---–ის შვილმა, განმარტა, რომ მისი მშობლები ავ--------– და ცი----- პე------–---–ები ცხოვრობენ დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული სახლის ერთ ნახევარში, ხოლო იმავე სახლის დარჩენილ ნაწილში ბიძამისი ამ-----ი პე------–---–ი ცხოვრობს მეუღლე ნა----–- ნა-----სთან ერთად. 201- წლის 22 აპრილს იგი იმყოფებოდა დაბა ჟ-----–ში, რა დროსაც დილით მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დედა ცი----- პე------–---–ი, რომლისგანაც, მოგვიანებით კი მამისაგანაც, შეიტყო შემდეგი; დასახელებულ დღეს ამ-----ი პე------–---–ი შვილთან გი------სთან ერთად ბოძიდან სოფელ პ---–-----ში ახდენდა მავთულის ჩამოჭრას. ვინაიდან ბოძზე სამი ოჯახის ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები ანუ ე.წ. ,,სოჩიკები’’ ეყენა, ხოლო მავთულის ჩამოჭრის შემთხვევაში არსებობდა ბოძის წაქცევის საშიშროება, ამ საფრთხეზე ძმას და ძმისშვილს მიანიშნა მამამისმა ავ--------– პე------–---–მა, რომელმაც ამ უკანასკნელთ სთხოვა თავდაპირველად გაემაგრებინათ ბოძი და შემდეგ ჩამოეჭრათ მავთული. ამ ნიადაგზე ძმები ავ--------– და ამ-----ი შეკამათებულან, რაც გადაზრდილა ჩხუბში და ლანძღვაში - ძმები ერთმანეთს ფიზიკურად ,,შეხებიან’’. დაპირისპირების დროს გი------ უკნიდან იჭერდა ავ--------–ს ხელებით, ხოლო ამ-----ი თავში ხელებს ურტყავდა ძმას. ვინაიდან ხელებს უკანმდგომი გი------ უჭერდა, პასუხად ავ--------–ს შუბლი დაურტყია ძმისთვის სახეში. მოწმე შუ--- პე------–---–ის განმარტებით, მან იმავე დღეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინახულა მამა, რომელსაც თავზე, მათ შორის სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებანი. გადმოცემით იცის, რომ ჩხუბის დროს დაზიანებანი მიუღია ბიძამისს - ამ-----ი პე------–---–საც. ადასტურებს ასევე, რომ მომხდარის შესახებ მან აცნობა 112-ის სამსახურს.
3.8 მოწმე შუ--- პე------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მომხდარის შესახებ მან აცნობა 112-ის სამსახურს, დადასტურებას პოულობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 112-ის სამსახურში 201- წლის 22 აპრილს, 10 საათსა და 05 წუთზე შესული შეტყობინების შინაარსი, რომლის მიხედვითაც შეტყობინების ინიციატორია შუ--- პე------–---–ი, შეტყობინება კი ეხება დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში მცხოვრებ ძმებს შორის კონფლიქტს.
3.9. 201- წლის 07 მაისს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ ქ---------------–---–ის მიერ ჩატარებული იქნა ამ-----ი პე------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზა და გაიცა დასკვნა, რომლის შესაბამისად ამ-----ი პე------–---–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას შუბლის და მარცხენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები, მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე ჭრილობა, ცხვირის ზურგზე და მარჯვენა წვივის მიდამოში - ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს -201- წლის 22 აპრილს.
3.10. დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დისტანცი----- წესით დაკითხულ იქნა ქ---------------–---–ი - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელმაც აჩვენა, რომ საექსპერტო გამოკვლევის დროს ამ-----ი პე------–---–მა განმარტა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები 201- წლის 22 აპრილს, მიაყენა ჩხუბის დროს ძმამ ავ--------– პე------–---–მა, ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა და განმარტა,რომ ამ-----ი პე------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს და არ ეწინაარმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 201- წლის 22 აპრილს.
3.11 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ია-------–---–-----მა - შსს დ--–----ს რაიონული სამმართველოს ჟ-----–ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა, განმარტა, რომ ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ების მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პირადად დაიწყო გამოძიება 201- წლის 22 აპრილს, ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამ-----ი პე------–---–ის და ექსპერტების ა-–-----------------–---–---------------–-------ს მონაწილეობით, რა დროსაც ამ-----ი პე------–---–მა მიუთითა ის ადგილები, სადაც მან და თავის ძმამ ავ--------– პე------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. აღნიშნული გარემოებები დაფიქსირებულ იქნა ოქმში, ასევე გადაღებულ იქნა ფოტოსურათები და ოქმს ხელი მოაწერეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილეებმა, რომლებმაც წაიკითხეს იგი და მის სისწორესთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
3.12 სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება ბრალდებულ ავ--------– პე------–---–ის ვერსია იმის შესახებ, თითქოსდა ამ-----ი პე------–---–ისათვის შუბლით დაზიანების მოყენების მომენტში იგი შებოჭილი იყო მის უკან მდგომი ძმისშვილის მიერ, წინმდგომი ძმა კი გამეტებით ურტყავდა ხელებს თავის არეში და შესაბამისად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბრალდებულის დასახელებული ვერსია წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებთან, მათ შორის გამოძიებისათვის თავად ავ--------– პე------–---–ის მიერ მიცემულ და სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბრალდებულის თანხმობით საჯაროდ წაკითხულ ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც ავ--------– პე------–---–ი შემთხვევიდან რამოდენიმე საათის შემდეგ 201- წლის 22 აპრილს, აგრეთვე 201- წლის 1- აპრილს გამოკითხვის დროს თანმიმდევრულად ადასტურებდა, რომ ამ-----ს თავი მან მანამდე დაარტყა, ვიდრე გი------ ძმებთან გასაშველებლად მივიდოდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ავ--------– პე------–---–ის მიერ მიცემული იმ ჩვენებისაგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც გი------მ ზურგის მხრიდან გაუკავა მას ხელები, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებში ავ--------– პე------–---–ი ადასტურებდა, რომ გი------ ძმებს შორის (ანუ შუაში) ჩადგა და ამ გზით აშველებდა მათ - ,,მოვიდა ჩვენთან, მე მკრა ხელი, ჩაგვიდგა შუაში და ცდილობდა არ დაგვერტყა ერთი მეორისათვის.’’ ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულ ავ--------– პე------–---–ის იმ ვერსიის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოსდა მას უცენზურო სიტყვებით არ უგინებია ძმისთვის, მამხილებელი ჩვენებები მისცეს არა მხოლოდ მასთან დაძაბულ ურთიერთობაში მყოფმა ძმამ და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებმა, არამედ მისმა მეუღლემაც - ცი----- პე------–---–მა, რომელმაც თანმიმდევრულად დაადასტურა, რომ ამ-----ი და ავ--------–ი ხმამაღლა აგინებდნენ ერთმანეთს. ლოგიკურია ისიც, რომ ჩვენებათა შორის აშკარა წინააღმდეგობათა მიზეზი ბრალდებულმა ავ--------– პე------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ფაქტობრივად ვერ ახსნა, რაც ააშკარავებს სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ავ--------– პე------–---–ის არაგულწრფელობას, იმავდროულად ადასტურებს მის მცდელობას - თითქოსდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით ახსნას და გაამართლოს თავისი ქცევა, მოგონილი ვერსიით და მომხდარი შემთხვევის გარემოებების მიზანმიმართული დამახინჯებით თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3.13 აქვე სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება ამ-----ი პე------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები იმის შესახებ, რომ ავ--------–მა ამ-----ს დაზიანება თვალ-წარბის მიდამოში ქვის გამოყენებით მიაყენა, რამდენადაც - ნივთმტკიცებულება საქმეზე არ ამოღებულა, ამ მიმართებით ნივთმტკიცებულების დაძებნა-ამოღების მცდელობაც არ იკვეთება საქმის მასალებიდან, ხოლო რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ-----ს დაზიანება თვალ-წარბის მიდამოში მხოლოდ ქვის დარტყმით შეეძლო მიეღო, სასამართლო სხდომაზე მხარეებს არ წარმოუდგენიათ.
ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 1- თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა
4.1 ბრალდებულმა ამ-----ი პე------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხოვრობს დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული სახლის ერთ ნახევარში, რომლიც დარჩენილ ნაწილში ოჯახით ცხოვრობს მისი ძმა ავ--------– (იგივე -მერაბ) პე------–---–ი. მათი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 60 მეტრის დაშორებით მდებარეობს სოფლის სასაფლაო, რომლის ტერიტორიას სოფლის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ღობავდა, თუმცა შეღობვის დასრულება წლების განმავლობაში გაჭიანურდა. თავად ამ-----ი პე------–---–მა სასაფლაოს შესაღობად სახლიდან მიტანილი არაერთი მასალა გამოიყენა. დარჩენილი ტერიტორიის შესაღობად საჭირო გახდა მსხვილი მავთული. იმ მიზნით, რომ მახლობლად მდებარე, ექსპლუატაციიდან გამოსული ბოძებიდან ჩამოეჭრათ შესაღობად გამოსადეგი მავთული, 201- წლის 22 აპრილს იგი შვილთან გი------ პე------–---–თან ერთად მივიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბოძთან, რომელზეც მეზობლის ,,ქოხი" იყო მიდგმული. ე.წ. ,,კოქტები’’-ს გამოყენებით გი------ შეუდგა ბოძზე ასვლას, თავად კი -ამ-----ი პე------–---–ი ძირს დარჩა. მოძი - ე.წ. ,,სტოლბა’’ იყო ძირმომპალი და მავთულით მიმაგრებული მახლობლად მდგარ ვაშლის ხეზე. ის-ის იყო გი------ ბოძის სიმაღლის ნახევარზე იყო ასული, რომ ამ-----ი პე------–---–ს მოესმა ძმის ავ--------– პე------–---–ის ხმა - ეს უკანასკნელი პოლიციაში რეკავდა, თუმცა მოულოდნელად ავ--------– პე------–---–ი მამა-შვილისკენ ამ-----ი და გი------ პე------–---–ისკენ გაემართა ყვირილით და გინებით, რომ მავთული მისი იყო და რატომ ხსნიდნენ. იმავდროულად ავ--------– პე------–---–მა ბოძს მოაძრო შემაკავებელი მავთული, რის შემდეგაც ბოძი გადაიქცა, ხოლო გი------ პე------–---–მა ძლივს მოასწრო ბოძიდან ქოხის სახურავზე ე.წ. ,,კოქტებიანად’’- გადასვლა. მან, ამ-----ი პე------–---–მა, ძმას მიმართა, რომ წასულიყო სახლში, მისი კუთვნილი იქ არაფერი იყო. მას შემდეგ, რაც ბოძი წააქცია, ავ--------– პე------–---–მა ხელში აიღო ქვა და მოულოდნელად მას, ამ-----ი პე------–---–ს ჩაარტყა სახეში, მარცხენა წარბის მიდამოში და გაუხეთქა წარბი, თვალზე ჩამოუვიდა სისხლი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ავ--------– პე------–---–მა მას კვლავ არაერთხელ მოუქნია ქვამომარჯვებული ხელი დასარტყმელად, რის გამოც იგი ხელებით, შესაძლოა ფეხებითაც იცავდა თავს. როგორც ასეთი, ხელით მას ძმისთვის არ დაურტყავს. ამ დროს მათთან მივიდა გი------, რომელმაც ძმები მომენტალურად გააშველა და ფაქტიურად მათთან გი------ს მისვლისთანავე დაასრულა ავ--------–მა ჩხუბი. ამ დროს ავ--------–ს აღარც ქვა ეჭირა ხელში. რაიმე დაზიანება ავ--------–ს არ მიუღია.
ბრალდებულმა ამ-----ი პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ ავ--------–ი მისი დაუძინებელი მტერია - კონფლიქტი მათ შორის წლების განმავლობაში გრძელდება, რამდენადაც ავ--------–ს სურს საცხოვრებელი სახლის წინ მისი კუთვნილი ტერიტორიის მითვისება. შემთხვევის დროს ძმისთვის არ უგინებია. გამოძიების ეტაპზე იგი დაკითხა გამომძიებელმა ია-------–---–-----მა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მასზე განახორციელა ზეწოლა - იძულებით მოაწერინა ხელი. პროკურორის შეკითხვა, თუ რა სახის ზეწოლა განახორციელა გამომძიებელმა, ფაქტიურად უპასუხოდ დატოვა. მანვე განმარტა, რომ როგორც კი გი------ ჩადგა ერთი მხრივ ავ--------–სა და მეორე მხრივ მას შორის, ძმებს შორის გაწევ-გამოწევა მომენტალურად დასრულდა, რის შემდეგაც იგი თავისი ინიციატივით გაერიდა ამ ადგილს და სახლისკენ გაემართა. მომხდარის შესახებ, როგორც მისთვის არის ცნობილი, პოლიციას აცნობა მისმა მეუღლემ.
4.2 სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე მხარეთა მონაწილეობით საჯაროდ გამოკვლეული მტკიცებულებანი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ამ-----ი პე------–---–ისადმი წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3 ბრალდებულმა ავ--------– პე------–---–მა, რომელსაც მოცემულ საქმეზე იმავდროულად მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული სახლის ერთ ნახევარში, რომლის დარჩენილ ნაწილში ოჯახით ცხოვრობს მისი ძმა ამ-----ი პე------–---–ი. მეზობლური კონფლიქტის ნიადაგზე ძმები თავიანთო ოჯახის წევრებით წლების განმავლობაში არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. კერძოდ, ამ-----მა მას და მისი ოჯახის წევრებს ჩაუკეტა მის ეზოში გამავალი საფეხმავლო გზა, რის გამოც სოფელთან დასაკავშირებლად მისი ოჯახის წევრებს უწევთ გრძელი გზის გავლა. 201- წლის 22 აპრილს დილით იგი საქმიანობდა თავის ბოსტანში, რა დროსაც შეამჩნია, რომ მამა-შვილი ამ-----ი და გი------ პე------–---–ები საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბოძიდან აპირებდნენ მავთულის ჩამოჭრას. იგი - ავ--------– პე------–---–ი მივიდა მათთან და უთხრა, რომ არ ჩამოეჭრათ მავთული, რადგანაც ამას ბოძის წაქცევა მოჰყვებოდა, ბოძზე კი სამი ოჯახის, მათ შორის მათი ოჯახების ე.წ. ,,სოჩიკები’’ ანუ ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები იყო განთავსებული. აღნიშნულზე ამ-----მა უხეშად უპასუხა - შენ ვინ გკითხავს, ვინა ხარო. რასაც მოაყოლა გინება მისი ოჯახისა და საერთო ახლო ნათესავების მისამართით. ამასთან ამ-----ი მივიდა და მოულოდნელად სახეში დაარტყა ხელი. ამ დროს მათთან მივიდა გი------ პე------–---–ი, რომელიც უკნიდან ამოუდგა და ხელები გაუკავა მას - ავ--------– პე------–---–ს, რის შემდეგაც სიტყვებით -, არ წახვალ აქედან, სანამ არ მოგკლავ?!’’ ამ-----მა მას კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში. ვინაიდან ხელები გაკავებული ჰქონდა, თავდაცვის მიზნით მან ამ-----ს შუბლი დაარტყა სახეში. ამის შემდეგ ამ-----ი ბოსტანში შევიდა და ცდილობდა სარის აღებას, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი ქვა აიღო ხელში, რომელიც ვერ გამოიყენა, - ქვა ან ხელიდან გაუვარდა, ან ცოლმა დააგდებინა ძირს, რომელმაც ქმარს შესძახა ,,არ დაარტყა’’.
ბრალდებულმა ავ--------– პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დროს სახის, ტანისა და ფეხების მიდამოებში მან მიიღო მრავლობითი დაზიანებანი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4.4 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ცი----- პე------–---–მა, ავ--------– პე------–---–ის მეუღლემ დაადასტურა, რომ ძმებს ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ებს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაზლმა ამ-----ი პე------–---–მა გადაკეტა ეზო და ძმის ოჯახს მოუსპო მამაპაპისეულ ეზოში გავლის საშუალება. ამ ფაქტის გამო ავ--------– პე------–---–ს და მისი ოჯახის წევრებს 700-800 მეტრის შემოვლით უწევთ სოფლის გზასთან დაკავშირება. სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით სარჩელია შეტანილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გრძელდება მისი განხილვა. 201- წლის 22 აპრილს დილით იგი იმყოფებოდა დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოესმა ხმაური, იმავდროულად შენიშნა, რომ საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 50-100 მეტრში, ექსპლუატაციიდან გამოსულ, წაქცეულ ბოძთან იმყოფებოდნენ და ერთმანეთისკენ იწევდნენ ძმები ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ები, გი------ პე------–---–ი კი ხელებით იჭერდა ბიძას -ავ--------–ს. როდესაც მათ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ ამ-----ი გამეტებით ურტყავდა ხელს თავში ძმას, რომელიც ხელებით შებოჭა გი------მ. ამ ვითარებაში ავ--------–მა შესძახა -,, შენ ეგრე არ გინდაო’’ , რის შემდეგაც ავ--------–მა შუბლი დაარტყა ძმას სახის არეში. ჩხუბი იყო ორმხრივი, რა დროსაც ძმები ერთმანეთს ასევე აგინებდნენ უცენზურო სიტყვებით.
მოწმე ცი----- პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ როგორც მოგვიანებით მეუღლისგან შეიტყო, მამა-შვილი ამ-----ი და გი------ პე------–---–ები აპირებდნენ მავთულის ჩამოჭრას იმ გაუქმებული ბოძიდან, რომელზეც ავ--------– პე------–---–ის ოჯახის კუთვნილი, ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები, ე.წ. ,,სოჩიკები’’ იყო დამაგრებული. ვინაიდან ხსენებული ბოძი იყო ძირმომპალი, ავ--------–ს ურჩევია მათთვის - ჯერ გაემაგრებინათ ,,სტოლბა’’ და მერე ჩამოეჭრათ მავთულები, თორემ ,,სტოლბა’’ წაიქცეოდა. ამ-----ს არ მიუღია ეს რჩევა, პირიქით უხეშად მიუმართავს ძმისთვის ,, შენ ვიღა გეკითხებაო’’ და საცემად გაუწევია ძმისკენ. ავ--------–ს უთქვამს, - აბა, ჩავჭრათ მავთული, თუ ბოძი არ წაიქცევაო. როგორც კი მავთული ჩაუხსნია, ბოძი წაქცეულა. ამის შემდეგ ძმებს ერთმანეთისთვის დაუწყიათ გინება, რაც გადაზრდილა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. მოწმე ცი----- პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ როდესაც მაზლისცოლები მივიდნენ ჩხუბის ადგილზე, ისინიც ფაქტიურად ჩაერთვნენ ძმების გაშველებაში: იგი ნა----–- ნა-----ზე ადრე მივიდა მოჩხუბრებთან, ხელი მოკიდა მეუღლეს ავ--------– პე------–---–ს და მოაცილა ჩხუბის ადგილს. ერთ მომენტში ამ-----მა სცადა ქვის გამოყენება, რა დროსაც ცოლმა გააგდებინა მას ხელიდან ქვა. როდესაც ავ--------–თან ერთად სახლისკენ მიემართებოდა, მოესმა მაზლისცოლის ნა----–- ნათაძის წივილის ხმა, რა დროსაც დაინახა, რომ ამ-----ს კვლავ ქვა ეჭირა ხელში, რომელიც ცოლმა ნა----–- ნა-----მ ამჯერადაც გააგდებინა ხელიდან. ამ ფაქტის გამო იგი ნა----–- ნათაძის მადლიერია.
მოწმე ცი----- პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ ცემის შედეგად დაზიანებანი მიიღო ავ--------– პე------–---–მა - როგორც თავის, ასევე სახის არეში. მომხდარის შესახებ მან აცნობა შვილს შუ--- პე------–---–ს, ხოლო მისი მეშვეობით პოლიციის ორგანოებს .
4.5 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მოწმე შუ--- პე------–---–მა, ბრალდებულ ავ--------– პე------–---–ის შვილმა, განმარტა, რომ მისი მშობლები ავ--------– და ცი----- პე------–---–ები ცხოვრობენ დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული სახლის ერთ ნახევარში, ხოლო იმავე სახლის დარჩენილ ნაწილში ბიძამისი ამ-----ი პე------–---–ი ცხოვრობს მეუღლე ნა----–- ნა-----სთან ერთად. 201- წლის 22 აპრილს იგი იმყოფებოდა დაბა ჟ-----–ში, რა დროსაც დღის პირველ ნახევარში მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დედა ცი----- პე------–---–ი, რომლისგანაც, მოგვიანებით კი მამისაგანაც, შეიტყო შემდეგი: დასახელებულ დღეს ამ-----ი პე------–---–ი შვილთან გი------სთან ერთად ბოძიდან ახდენდა მავთულის ჩამოჭრას. ვინაიდან ბოძზე სამი ოჯახის ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები ანუ ე.წ. ,,სოჩიკები’’ ეყენა, ხოლო მავთულის ჩამოჭრის შემთხვევაში არსებობდა ბოძის წაქცევის საშიშროება, ამ საფრთხეზე ძმას და ძმისშვილს მიანიშნა მამამისმა ავ--------– პე------–---–მა, რომელმაც ამ უკანასკნელთ სთხოვა თავდაპირველად გაემაგრებინათ ბოძი და შემდეგ ჩამოეჭრათ მავთული. ამ ნიადაგზე ძმები ავ--------– და ამ-----ი შეკამათებულან, რაც გადაზრდილა ჩხუბში და ლანძღვაში - ძმები ერთმანეთს ფიზიკურად ,,შეხებიან’’. დაპირისპირების დროს გი------ უკნიდან იჭერდა ავ--------–ს ხელებით, ხოლო ამ-----ი თავში ხელებს ურტყავდა ძმას. ვინაიდან ხელებს უკანმდგომი გი------ უჭერდა, პასუხად ავ--------–ს შუბლი დაურტყია ძმისთვის სახეში. მოწმე შუ--- პე------–---–ის განმარტებით, მან იმავე დღეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინახულა მამა, რომელსაც თავზე, მათ შორის სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებანი. გადმოცემით იცის, რომ ჩხუბის დროს დაზიანებანი მიუღია ბიძამისს - ამ-----ი პე------–---–საც. ადასტურებს ასევე, რომ მომხდარის შესახებ მან აცნობა 112-ის სამსახურს.
4.6 მოწმე შუ--- პე------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მომხდარის შესახებ მან აცნობა 112-ის სამსახურს, დადასტურებას პოულობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 112-ის სამსახურში 201- წლის 22 აპრილს, 10 საათსა და 05 წუთზე შესული შეტყობინების შინაარსი, რომლის მიხედვითაც შეტყობინების ინიციატორია შუ--- პე------–---–ი, შეტყობინება კი ეხება დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში მცხოვრებ ძმებს შორის კონფლიქტს.
4.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი------ პე------–---–მა, ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის შვილმა, დაადასტურა, რომ ცხოვრობს დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში. 201- წლის 22 აპრილს დილით მამამისმა ამ-----ი პე------–---–მა და მან გადაწყვიტეს ჩამოეხსნათ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული, ექსპლუატაციიდან გამოსული, ორ ბოძს შორის გაბმული ელექტროსადენი, რითაც შემდგომში აპირებდნენ სოფლის სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვას. ამ მიზნით მან ფეხებზე მოირგო ბოძზე ასასვლელი ე.წ. ,,კოქტები’’ და შეუდგა ბოძზე ასვლას. ამ დროს მოესმა მეზობლად მცხოვრები ბიძის ავ--------– პე------–---–ის ხმამაღალი ლანძღვა-გინების ხმა და შეძახილი - ეს მავთული ჩემია და რატომ ჭრითო. იგი ბოძის სიმაღლის თითქმის ნახევარზე იყო ასული, მამამისი ამ-----ი კი ძირს დარჩა და ბოძთან იდგა. ამ-----ი პე------–---–მა ძმას უპასუხა, - ეს არც შენია და არც ჩემია, ბოძები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზეა, თავი დამანებეო. ავ--------– პე------–---–მა მასაც მიმართა მკაცრად, რომ ჩამოსულიყო ბოძიდან. ბოძი, რომელზეც იგი ცდილობდა ასვლას, ძირმომპალი იყო და ხეზე მიბმული მავთული აკავებდა. ის-ის იყო იგი - გი------ პე------–---–ი მოძიდან გადავიდა მომიჯნავე ქოხის სახურავზე, რომ მოულოდნელად ავ--------– პე------–---–მა ბოძს დამჭერი მავთული მოაძრო, რის გამოც ბოძი გადაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ავ--------–ი მივარდა ძმას და სახეში ქვა ჩაარტყა, მამამისს სისხლი წამოუვიდა თვალ-წარბის არედან. ავ--------– პე------–---–ს მამამისისთვის თავი არ დაურტყია. ამ-----ი ხელფეხს უქნევდა და თავს იცავდა ავ--------–ისგან, თუმცა მოხვდა თუ არა ბიძამისს ხელი ან ფეხი, არ დაუნახავს. გი------ პე------–---–მა სწრაფად გაიძრო ფეხებიდან ე.წ. ,,კოქტები’’ და გააშველა ძმები. იქვე თითქმის ერთდროულად მივიდნენ დედამისი და ბიცოლა, თუმცა ძმები ამ დროს უკვე გაშველებულები იყვნენ. პოლიციაში, როგორც იცის, დედამისმა ნა----–- ნა-----მ დარეკა.
მოწმე გი------ პე------–---–მა ასევე განმარტა, რომ ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ები ცხოვრობენ სოფელ პ---–-----ში, ერთ სახლში, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ძმებს ათეულწლების განმავლობაში ერთმანეთთან აქვთ უთანხმოება, რაც საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ეზოში საფეხმავლო გზის მოწყობას უკავშირდება. ისინი წლების განმავლობაში არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.
4.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნა----–- ნა-----მ, ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის მეუღლემ, დაადასტურა, რომ მისი ოჯახი და მაზლის ავ--------– პე------–---–ის ოჯახი ცხოვრობენ დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, მამაპაპისეული ერთი საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა მხარეს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ძმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ავ--------–ი მოითხოვს საფეხმავლო გზას საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილის ეზოში, რომელიც ამ-----ის ოჯახს აქვს დაკავებული, აღნიშნულზე კი ამ-----ი წინააღმდეგია, რამდენადაც ავ--------–ს ჰქონდა შესაძლებლობა სხვა მიმართულებით მოეწყო სახლისაკენ მიმავალი გზა. 201- წლის 22 აპრილს დღის პირველ ნახევარში,დროს ზუსტად ვერ იხსენებს, იმყოფებოდა დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში, საცხოვრებელ სახლში და დაკავებული იყო ხელსაქმით - ცომს ზელავდა, ამ დროს მისი მეუღლე ამ-----ი პე------–---–ი და შვილი გი------ პე------–---–ი იმყოფებოდნენ თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ექსპლუატაციიდან გამოსული, ძველი ბოძიდან ახდენდნენ ელსადენის ჩამოჭრას შემდგომში სასაფლაოს ღობის გასამაგრებელ სამუშაოებში გამოსაყენებლად. სამზარეულო ოთახში მყოფს მოულოდნელად გარედან მოესმა ყვირილის ხმა. მან ხელები გადაიბანა და გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა მაზლი -ავ--------– პე------–---–ი, რომელიც იგინებოდა . გი------ პე------–---–ი ამ დროს გადმოხტა ბოძიდან და გასაშველებლად ჩადგა ძმებს -ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ებს შორის - ორივეს იჭერდა ხელებით, ისინი კი ერთმანეთს აგინებდნენ. როდესაც მათთან მივიდა, დაინახა, რომ ამ-----ს თვალზე სისხლი ჩამოსდიოდა. მოგვიანებით შვილისგან - გი------ პე------–---–ისგან, შემდეგ მეუღლისგანაც შეიტყო, რომ ავ--------–ს ძმისთვის ქვა ჩაურტყავს სახეში. გი------ ძმებს შორის იდგა და აშველებდა მათ, თანაც უყვიროდა ,, რასა შვრებითო’’. მან ხელი მოკიდა მეუღლეს - ამ-----ს და თავისკენ მოქაჩა, ხოლო ავ--------–ი მისმა მეუღლემ გაიყვანა საპირისპირო მხარეს. მაზლისცოლები ფაქტიურად ერთდროულად მივიდნენ მოჩხუბრებთან. მომხდარის თაობაზე მან დაუყოვნებლივ აცნობა დ--–----ს შს რაიონულ სამმართველოს.
მანვე განმარტა, რომ ძმები არ შერიგებულან. ავ--------– პე------–---–ის სხეულზე დაზიანება არ შეუნიშნავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ,,ძიძგილაობის’’ ანუ გაწევ-გამოწევის დროს ავ--------– პე------–---–საც მიეღო დაზიანება.
მანვე დაადასტურა, რომ ძმები ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ები ერთმანეთს აგინებდნენ უცენზურ სიტყვებით და იწევდნენ ერთმანეთზე, ხოლო გი------ ცდილობდა მათ გაშველებას. ძმების დაშორება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაზლისცოლების მისვლის შემდეგ, რომლებმაც სხვადასხვა მხარეს გაიყვანეს მეუღლეები.
4.9 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ია-------–---–-----მა - შსს დ--–----ს რაიონული სამმართველოს ჟ-----–ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა განმარტა, რომ ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ების მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პირადად დაიწყო გამოძიება 201- წლის 22 აპრილს, ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დ--–----ს რაიონის სოფელ პ---–-----ში დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამ-----ი პე------–---–ის და ექსპერტების ა-–-----------------–---–---------------–-------ს მონაწილეობით, რა დროსაც ამ-----ი პე------–---–მა მიუთითა ის ადგილები, სადაც მან და თავის ძმამ ავ--------– პე------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. აღნიშნული გარემოებები დაფიქსირებულ იქნა ოქმში, ასევე გადაღებულ იქნა ფოტოსურათები და ოქმს ხელი მოაწერეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილეებმა, რომლებმაც წაიკითხეს იგი და მის სისწორესთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
4.10. 201- წლის 07 მაისს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ სო----------–-----ს მიერ ჩატარებული იქნა ავ--------– პე------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზა და გაიცა დასკვნა, რომლის შესაბამისად ავ--------– პე------–---–ს 201- წლის 22 აპრილს გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები შუბლის, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში და მარცხენა ყურის ნიჟარის უკან დვრილისებრ მიდამოში,ნაჭდევები მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთი მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში,წინა ზედაპირზე.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით,თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მითითებულ თარიღს 22.04.201- წელს.
4.11. დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დისტანცი----- წესით მოწმის სახით დაიკითხა სო----------–----- - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელმაც აჩვენა, რომ საექსპერტო გამოკვლევის დროს ავ--------– პე------–---–მა განმარტა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები 201- წლის 22 აპრილს ჩხუბის დროს მიაყენა ძმამ, ამ-----ი პე------–---–მა. მოწმე სო----------–-----მ ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ავ--------– პე------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს და არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
4.12 სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის ვერსია იმის შესახებ, თითქოსდა მას განზრახ არ მიუყენებია სხეულის დაზიანება და შესაბამისად - ფიზიკური ტკივილი ძმისთვის - ავ--------– პე------–---–ისთვის, თითქოსდა ავ--------– პე------–---–მა მას ქვა ჩაარტყა თვალ-წარბის არეში, რის შემდეგაც ავ--------–მა იმავე ქვით განაგრძო თავდასხმა, რის გამოც მასზე უშუალოდ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოგერიების დროს, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა, შესაძლოა მიაყენა კიდეც ავ--------–ს რაიმე დაზიანება. ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის დასახელებული ვერსია წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებთან, მათ შორის გამოძიებისათვის თავად ამ-----ი პე------–---–ის მიერ მიცემულ და სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის თანხმობით საჯაროდ წაკითხულ ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც ამ-----ი პე------–---–ი შემთხვევიდან რამოდენიმე საათის შემდეგ - 201- წლის 22 აპრილს, აგრეთვე მოგვიანებით - 201- წლის 1- აპრილს გამოკითხვის დროს თანმიმდევრულად ადასტურებდა, რომ ძმებს შორის კონფლიქტი ორმხრივი ჩხუბის ხასიათს ატარებდა: შემთხვევის დროს მან განზრახ დაარტყა ხელი ძმას სახის არეში, ფეხი კი - ფეხის არეში, და ეს გააკეთა იმიტომ, რომ მანამდე ავ--------–ი მას უცენზურო სიტყვებით აგინა, ხოლო თვალწარბის არეში დარტყმით ძმამ მას მიაყენა ძლიერი ტკივილი, რამაც ძალიან გააღიზიანა და გაამწარა.
ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერება გამომძიებელმა ია-------–---–-----მა ჩაატარა ამ-----ი პე------–---–ის თანდასწრებით, რა დროსაც ამ-----ი პე------–---–მა კვლავ დაადასტურა, რომ კონფლიქტი ძმებს შორის ორმხრივი ჩხუბის ხასიათს ატარებდა: სახელდობრ: დასახელებული ოქმის მიხედვით, შემთხვევიდან უახლოეს დროში ,,ამ-----ი პე------–---–მა ხელით მიუთითა თავისი სახლის წინ მდებარე ტერიტორია, სადაც 201- წლის 22 აპრილს მან და მისმა ძმამ ავ--------– პე------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს ერთიმეორეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა’’ (ტ.1 ს.ფ. 21- 26). არანაირი მინიშნებაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ თავს იცავდა ავ--------– პე------–---–ის თავდასხმისაგან, იმჟამად ამ-----ი პე------–---–ს არ გაუკეთებია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურეს როგორც გამომძიებელმა ია-------–---–-----მა, ექსპერტებმა ალ-----------------–---–---------------------------–------მა, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ამ-----ი პე------–---–მა.
სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც განმარტება იმის შესახებ, რომ ძმებს შორის კონფლიქტი ორმხრივი ჩხუბის ხასიათს ატარებდა, მან გამოძიებას მისცა გამომძიებელ ია-------–---–-----ის ზემოქმედებით -ამ უკანასკნელმა ოქმზე იძულებით მოაწერინა ხელი, რამდენადაც დასახელებული ხასიათის განმარტება ამ-----ი პე------–---–ს გამოძიებისათვის მიცემული აქვს არა მხოლოდ გამოკითხვების დროს, რაც გამომძიებელმა ია-------–---–-----მა ჩაატარა, არამედ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროსაც - სხვა არაერთი პირის (ექსპერტების ა-–-----------------–---–--------------------------–--------) თანდასწრებით, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს თანმიმდევრულად დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და მასში მონაწილე პირებმა ოქმს ხელი მოაწერეს ნებაყოფლობით, ოქმის შინაარსის გაცნობის შემდეგ. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ბრალდებულმა ამ-----ი პე------–---–მა ვერ ახსნა, თუ იძულების რა ფორმას მიმართა გამომძიებელმა ოქმზე ხელმოწერის დროს.
სასამართლოს მიერ გაზიარებული არ არის ამ-----ი პე------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები იმის შესახებ, რომ ავ--------–მა ამ-----ს დაზიანება თვალ-წარბის მიდამოში ქვის გამოყენებით მიაყენა, რამდენადაც - ნივთმტკიცებულება საქმეზე არ ამოღებულა, ამ მიმართებით ნივთმტკიცებულების დაძებნა-ამოღების მცდელობაც არ იკვეთება საქმის მასალებიდან, ხოლო რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ-----ს დაზიანება თვალ-წარბის მიდამოში მხოლოდ ქვის დარტყმით შეეძლო მიეღო, სასამართლო სხდომაზე მხარეებს არ წარმოუდგენიათ. ნიშანდობლივია, რომ ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ავ--------– პე------–---–ი ქვით ცდილობდა ძმისთვის განმეორებითი დარტყმების მიყენებას, დადასტურებას ვერ პოულობს თვითმხილველი მოწმეების გი------ პე------–---–ის, ცი----- პე------–---–ისა და ნა----–- ნათაძის ჩვენებებით.
სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე ბრალდებულების ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ების პიროვნულ მახასიათებლებს : ასაკს - ორივე მათგანი 201- წლის აპრილის მდგომარეობითაც იყვნენ ხანდაზმულნი და ავადმყოფები, გააჩნდათ და გააჩნიათ მსგავსი აღნაგობანი და შესაბამისად დაახლოებით თანაბარი ფიზიკური შესაძლებლობანი, კონფლიქტის დაწყებიდან უახლოეს პერიოდში, რამოდენიმე წამში მოხუცებს შორის ჩადგა შემსწრე ახალგაზრდა - გი------ პე------–---–ი, რომელმაც ისინი უმალ დააშორიშორა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კონფლიქტის დაწყების ინიციატორი კონკრეტულ შემთხვევაში იყო ავ--------– პე------–---–ი და ჩადენილ დანაშაულში გამოკვეთილია ამ-----ი პე------–---–თან შედარებით მისი უფრო აქტი----- როლი. თუმცა ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის ვერსია, რომ მასზე განხორციელდა დენადი თავდასხმა, რა დროსაც იგი თითქოსდა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის -აუცილებელი თვითდაცვის ვითარებაში მოქმედებდა, არის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან აშკარად შეუსაბამო, ტენდენცი----- და გაზვიადებული, რომელიც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის იმ ვერსიის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოსდა მას უცენზურო სიტყვებით არ უგინებია ძმისთვის, მამხილებელი ჩვენებები მისცეს არა მხოლოდ მასთან დაძაბულ ურთიერთობაში მყოფმა ძმამ და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებმა, არამედ მისმა მეუღლემაც - ნა----–- ნა-----მ, რომელმაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს თანმიმდევრულად დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს როგორც ავ--------–ი, ასევე ამ-----ი ხმამაღლა აგინებდნენ ერთმანეთს. ლოგიკურია ისიც, რომ ჩვენებათა შორის აშკარა წინააღმდეგობათა მიზეზი ბრალდებულმა ამ-----ი პე------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ფაქტობრივად ვერ ახსნა, რაც ააშკარავებს სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ამ-----ი პე------–---–ის არაგულწრფელობას, იმავდროულად ადასტურებს მის მცდელობას - თითქოსდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით ახსნას და გაამართლოს თავისი ქცევა, მოგონილი ვერსიით და მომხდარი შემთხვევის გარემოებების მიზანმიმართული დამახინჯებით თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
4.13 საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დასახლებული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციის მიხედვით ძმები ოჯახის წევრებად ითვლებიან ახლო ნათესაური ურთიერთობიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, მუდმივად ეწევიან ( ეწეოდნენ) თუ არ ეწევიან ( ეწეოდნენ) ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულების: ამ-----ი და ავ--------– პე------–---–ებს შორის ახლო ნათესაური ურთიერთობა, რომ არიან ძმები, უტყუარად არის დადასტურებული საქმის მასალების ერთობლიობით, მათ შორის დასახელებულ პირთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით.
4.14 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის კონსტიტუცი----- ელემენტია ფიზიკური ტკივილის განცდა, რაც მიზეზობრივად უკავშირდება ჩადენილ ძალადობას. ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულის მიმართ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ ორმხრივი ჩხუბის დროს თითოეულმა მათგანმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ამგვარი შედეგი - ფიზიკური ტკივილი დაზარალებულებზე გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებით მოხდა.
4.15 ბრალდებულების ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ის ქმედებებისათვის სწორი ი-----დიული კვალიფიკაციის მისაცემად სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამ გადასახედიდან აშკარაა, რომ ავ--------– პე------–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 1- თებერვლის რედაქცია), რამდენადაც დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე იგი ყველაზე მსუბუქი კანონია: მოგვიანებით შეტანილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მხოლოდ გაამკაცრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დასახელებული დანაშაულისათვის - გაიზარდა თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის როგორც ქვედა, ასევე ზედა ზღვარი.
4.1- ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ზემოთმიმოხილული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და თანხვედრაში მყოფი მტკიცებულებანი, მათი ლოგიკური ბმა, როგორც აღინიშნა, არანაირი ეჭვის საფუძველს არ ტოვებენ მასში, რომ ბრალდებულებმა: ავ--------– პე------–---–მა და ამ-----ი პე------–---–მა ჩაიდინეს ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელის განსაზღვრა:
5.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
ავ--------– პე------–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ ხანდაზმულია (66 წლისაა), ავადმყოფობს.
ამ-----ი პე------–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ ხანდაზმულია (69 წლისაა), ავადმყოფობს.
ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ებს პასუხისმგებლობას უმძიმებთ ის გარემოება, რომ როგორც იმავდროულად დაზარალებულებს, პრეტენზიები აქვთ ერთმანეთის მიმართ და ოჯახური კონფლიქტი აღმოფხვრილი არ არის, რაზეც გარდა თავად ბრალდებულების და მათი ოჯახის წევრების განმარტებებისა, მეტყველებს 201- წლის 13 აპრილს ამ-----ი პე------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემის ფაქტიც - ძმისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოძალადეს იმჟამად ერთი თვით აეკრძალა ავ--------– პე------–---–თან მიახლოება (ტ.1 ს.ფ. 50-54).
5.2 იმის გათვალისწინებით, რომ ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ებს ნასამართლობა არ გააჩნიათ, არიან ხანდაზმულები და ავადმყოფობენ, ამასთან საქმის გამოძიება ორ წელზე მეტხანს გაჭიანურდა (201- წლის 31 ნოემბრიდან 201- წლის 17 აპრილამდე, ანუ 01 წლის, 04 თვისა და 1- დღის განმავლობაში საქმეზე არცერთი საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე მომხდარი დანაშაულიდან მხოლოდ 02 წლის თავზე დააყენა), რის გამოც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თითქმის სამი წელია გასული, ახალი დანაშაული კი ავ--------– და ამ-----ი პე------–---–ებს, რომლებიც 65 წელს არიან გადაცილებულნი, ამ წლების განმავლობაში არ ჩაუდენიათ, - ამ ფონზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე დასახელებულ ბრალდებულებს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს მხედველობაშია მიღებული ის გარემოებაც, რომ კონფლიქტის დაწყების ინიციატორი კონკრეტულ შემთხვევაში იყო ავ--------– პე------–---–ი და ჩადენილ დანაშაულში გამოკვეთილია ამ-----ი პე------–---–თან შედარებით მისი უფრო აქტი----- როლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-27--ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
6.1 ავ--------– პე------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 1- თებერვლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
6.2 ამ-----ი პე------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 1- თებერვლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
6.3. პირობით მსჯავრდებულების ავ--------– პე------–---–ის და ამ-----ი პე------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.4 გაუქმდეს ამ-----ი პე------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მა----ა პე------–---–ს, პ/ნ 1----------, დაუბრუნდეს 201- წლის 23 მაისს სს ,,საქართველოს ბანკში’’ შეტანილი ამ-----ი პე------–---–ის საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით .
6.5. გაუქმდეს ავ--------– პე------–---–ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 10 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
6.6 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
6.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ვ. ფუხაშვილი