განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/7--1-
(გამოძიების N02501-11-001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
1- აპრილი, 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
ბრალდებული გუ---- იო-----–---–ი, დაბადებული 1-7- წლის 29 ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N2----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------–----–------ი, სოფელი ზ--------ი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი დ--–---ი, შო---------------–-ს ქუჩა N1-0, აღკვეთის ღონისძიება -პატიმრო--,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილი,ბრალდებულის ადვოკატი გოჩა ჯაბანიშვილი
სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
გუ---- იო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადო--, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადო--, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. სახელდობრ:
201- წლის 01 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე ქ.დ--–---ში, შო---------------–-ს ქუჩა N1-0-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ოთახში მთვრალ მდგომარეო--ში მყოფმა გუ---- იო-----–---–მა მეუღლეს რო--- ბა-–----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უყვირა და მიმართა უცენზურო სიტყვებით, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილის, 2009 წლის 08 აგვისტოს დაბადებულ მა----- იო-----–---–ის თანდასწრებით რო--- ბა-–----ს ზურგის არეში ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც რო--- ბა-–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ გუ---- იო-----–---–მა მეუღლეს ყელში მოუჭირა ხელები, თან აგინებდა და ემუქრებოდა დახრჩობით. ვინაიდან გუ---- იო-----–---–ი იყო მთვრალ მდგომარეო--ში და იქცეოდა ძალზე აგრესიულად, რო--- ბა-–----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების - სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გუ---- იო-----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაო--ზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიო--:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო--“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიო--, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულო--ში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლო-- (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გუ---- იო-----–---–ის მიერ ჩადენის თაო--ზე, გარდა ბრალდებულ გუ---- იო-----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიო--ს: დაზარალებულ რო--- ბა-–----ის, დაზარალებულ მა----- იო-----–---–ის, მოწმე კო-- იო-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულების გუ---- იო-----–---–ის მიერ ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გუ---- იო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადო--, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადო--, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ანუ გუ---- იო-----–---–მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით .
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველო--ში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეო--თა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველო--ში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.2 ბრალდებულ გუ---- იო-----–---–ს პასუხისმგებლო--ს უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, მრავალშვილიანია -კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ბრალდებული დაზრალებულთან შერიგებულია და ეს უკანასკნელი ითხოვს გუ---- იო-----–---–ის მიმართ შეღავათიანი სასჯელის განსაზღვრას. ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ მეზობლები. გუ---- იო-----–---–ს პასუხისმგებლო--ს უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეო--ში.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეო--ში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც მხედველო--ში უნდა იქნას მიღებული გუ---- იო-----–---–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დანიშვნის დროს და არ უნდა იქნას მხედველო--ში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის დანიშვნის დროს, რამდენადაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველო--ში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ოჯახური ძალადო-- გუ---- იო-----–---–მა განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არა მარტო მეუღლისთვის ფიზიკური ტკივილისა და დაზიანების მიყენება, მისი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვანის მა----- იო-----–---–ის სოციალურად ჯამრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება (გაეროს გენერალური ანსამბლეის 1-59 წლის N1389 რეზოლუცია (პრინციპიN2), რომელიც ცნობილია ,,ბავშვის უფლებათა დეკლარაციის’’ სახელით.
მნიშვნელოვანია ასევე ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის’’ (სტამბოლის კონვენცია) 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიღებული, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც ,,მსხვერპლად მიიჩნევა ასევე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა’’.
4.3 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთან კონფლიქტი აღმოფხვრილია, მეუღლენი შერიგდნენ, გუ---- იო-----–---–ი ინანიებს დანაშაულის ჩადენას და სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, ნასამართლო-- არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ თითოეული დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - ნახევარი მას განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 27--276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 გუ---- იო-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 - ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,, ბ’’ ქვეპუნქტით, ამასთან,გუ---- იო-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. გუ---- იო-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
გუ---- იო-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გუ---- იო-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ნახევარი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე .
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გუ---- იო-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.
5.2 გუ---- იო-----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრო--ში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 201- წლის 01 იანვრის 22 საათი და 15 წუთიდან.
5.3 გაუქმდეს გუ---- იო-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრო--.
5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გუ---- იო-----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლო--ში დაევალოს პრო--ციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლო--ში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რო--ქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ვაჟა ფუხაშვილი