განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
180100119002893376
დავის ტიპი
151
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/6--19

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მც-----ს რაიონული სასამართლო

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე -

პროკურორი - ჯე---– ნა----–-–---–-

დაცვის მხარე -

ბრალდებული ბა----ი ჯი-----ი, დაბადებული 197- წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მც-----ს მუ--–----–-------, სოფელი მი---–---–-, აღკვეთის ღონისძიება - გირაო,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

ბა----ი ჯი-----მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. სახელდობრ:

2019 წლის 31 იანვარს, საღამოს მც-----ს მუ--–----–------- სოფელ მი---–---–ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბა----ი ჯი-----ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობელს ჰა--–--- ოდ-–--–--ეს, რომელმაც რეალურად აღიქვა მუქარა და მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ბა----ი ჯი-----მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბა----ი ჯი-----ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ბა----ი ჯი-----ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ჰა--–--- ოდ-–--–--ის, მოწმე ვლ-------- ლა----- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბა----ი ჯი-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ბა----ი ჯი-----მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. ანუ ბა----ი ჯი-----მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

4.2 ბრალდებულ ბა----ი ჯი-----ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული. ამასთან, ბა----ი ჯი-----ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთან კონფლიქტი აღმოფხვრილია და ბა----ი ჯი-----ი ინანიებს დანაშაულის ჩადენას, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკოცებულება, ნასამართლობა არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 ბა----ი ჯი-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

ბა----ი ჯი-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები.

5.2 ბა----ი ჯი-----ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 02 თებერვლიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით.

5.3 ბა----ი ჯი-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ბა----ი ჯი-----ის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5.4 გაუქმდეს ბა----ი ჯი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს თე----- კო-----ს (პ/ნ N3----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 08 თებერვალს სს ,,საქართველოს ბანკში’’ შეტანილი, ბა----ი ჯი-----ის საგირავნო თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მც-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ვაჟა ფუხაშვილი