განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2---18
(გამოძიების N025011018002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
09 ი------ი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე -
ბრალდებული ქა-----–---- სი----–-–---–ი, დაბადებული 197- წლის 07 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, წარსულში ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები; დ--–----, დ-----–-----–---------------–----------
ბრალდებულის ადვოკატი : ცისანა ცქვიტიშვილი,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
ქა-----–---- სი----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
სახელდობრ:
ქა-----–---- სი----–-–---–ი მეუღლეს მა------–--–-----ს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 01 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათზე დ--–----ს რაიონის დ----–-----–ში, კ-----------–--------------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ქა-----–---- სი----–-–---–ი მეუღლეს მა----- ცი–-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ დაახრჩობდა, მოკლავდა და ვინაიდან ქა-----–---- სი----–-–---–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, მა----- ცი–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარასთან ერთად, ქა-----–---- სი----–-–---–მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, მოიხსენიებდა მას უცენზურო სიტყვებით. ქა-----–---- სი----–-–---–ის მიერ განგრძობადად მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფების შედეგად მა----- ცი–-----მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ქა-----–---- სი----–-–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ქა-----–---- სი----–-–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ქა-----–---- სი----–-–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის მა----- ცი–-----ს, მოწმეების ნ-----------------ას, ქ--------ე სი----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპწერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ალკოტესტის შედეგებს, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაბს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ქა-----–---- სი----–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ქა-----–---- სი----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე, ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.]
4.2 ბრალდებულ ქა-----–---- სი----–-–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულები, მეზობლები მას ახასიათებენ დადებითად. მეუღლე მა----- ცი–-----, რომელიც შეურიგდა ქა-----–---- სი----–-–---–ს, ითხოვს ამ უკანასკნელის მიმართ ლმობიერი სასჯელის განსაზღვრას. ქა-----–---- სი----–-–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოებანი, რომ განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, მისივე ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქა-----–---- სი----–-–---–ს წარსული არ აქვს შებღალული, ადრე ნასამართლობა არ გააჩნია, მეუღლეთა შორის კონფლიქტი აღმოფხვრილია და ქა-----–---- სი----–-–---–ი ინანიებს დანაშაულების ჩადენას, სასამართლოს მიაჩნია, რომ თითოეული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 -ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 27--ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5.1 ქა-----–---- სი----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
ასევე, ქა-----–---- სი----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ქა-----–---- სი----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
5.2 ქა-----–---- სი----–-–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი 2018 წლის 02 ოქტომბრის 00 საათი და 15 წუთიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
5.3 გაუქმდეს ქა-----–---- სი----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ქა-----–---- სი----–-–---–ს (პირადი ნომერიN1----------) დაუბრუნდეს ამ საქმეზე მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2018 წლის 16 ნოემბერს შეტანილი საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
5.4 მსჯავრდებულ ქა-----–---- სი----–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი